ტატამ უარი თქვა ეპასუხა ჭორებზე (იმას უშვებენ, ამას უშვებენ, ის მოყავთ და ა.შ.) არგუმენტით: არ გპასუხობთ იმიტომ კი არა, რომ მომავალ სეზონში მე არ ვიქნებიო, არამედ იმიტომ, ამაზე მუშაობა არ დაგვიწყიაო. ემდ-ემ მეტად უცნაურია, 5 წუთით ადრე ხომ დაიწყებენ მომავალი სეზონისთვის მზადებას, ცუდ ხუმრობას უნდა გავდეს თუ მართლა ასეა და სუბისარეტა თავს უნდა იკლავდესო. ბარსას უკვე მონახაზი მაინც უნდა ქონდეს, ვინებით აპირებს მომავალ სეზონში
ჰოდა საეჭვოდ იქცევაო ტატა, გვარდიოლასავით

ნეიმარი დღეს არ დაიწყებს, მაგრამ არ ნიშნავს რომ კლასიკოში იქნება. თანაბარი შანსი აქვთ სანჩესს (რომელსაც ტატა გადამწყვეტ თამაშებში ენდობა ხოლმე), პედროს (ყველაზე უკეთეს ფორმაში ახლა და გასვლაზე მაგრად თამაშობს) და ნეიმარს, 1 პოზიციაა მხოლოდ თავისუფალი
პიკე-პუიოლს (ამან ვერ მოირჩინა ეგ ტრავმა ვერაფრით) ისევ აწუხებთ ტკივილები და დღეს პირველად იქნებაინ ბარტრა-მასკერანო ერთად ცენტრალურ მცველებად (ემდ-ასე ამბობს, ორჯერ იყვნენ მაგრამ მაშინ ბარტრა ფლანგზეო, სელტიკთან ბარტრა ფლანგზე იყო? გამახსენეთ)
მესი 368 გოლი და პაულინიო 369
მესი ამხანაგურებში 27/41 (ამხანაგურებს ვერ თამაშობს მოკალით

) და პაულინიოს შედეგიანობა ერთნაირია ამხანაგურ/ოფიციალურებში. ოფიციალურში 140 გოლი აქვს 134 თამაშში
ერთი ს. ამერიკაში დაიბადა, მეორე აზიაში, ორივე ,,აღსაზრდელების" (ლამასია სად იყო მაშინ

) ვარსკვლავები იყვნენ, ორივე მსგავსი ფიზიკური მონაცემებით, ალკანტარასაც ჭირდებოდა ,,გასაზრდელად" წამლები, საერთოდაც უკრძალავდნენ თამაშს და მაინც გაიკვალა გზა 13 წლისამ. არცერთი იყო სუფთა თავდამსხმელი (პაულინიოს მაშინდელი პოზიცია დღევანდელი ინიესტასას შეესაბამება, თავისთავად ეგ პოზიცია მაშინ უფრო მეტად იყო თავდამსხმელი, მაგრამ არა ,,ტარგეტ-მენი"

). ორივე მემარცხენე. მიუხედავად იმისა რომ მაშინ იქაური კერპი სამიტიერი და ზამორა იყვნენ, ხალხის ფავორიტი მაინც პაულინიო იყო და საერთოდაც, მსოფლიოში პირველი ბიოგრაფიული წიგნი ფეხბურთელებში მასზე დაიწერა
* * *
ინგლისში ამბობენ ადრიანოში ლივერპული 6 მლნ გირვანქას აპირებსო
ოსასუნას დამრტყმელი ძალა ორიოლ რიერა რაიკარდს ეჯდა 17 წლისა სკამზე, მაგრამ არ შეუყვანია სათამაშოდ. წელს რეალსაც გაუტანა და ატლეტიკოსაც (რაკიტიჩი არის ერთადერთი ვინც სამივეს (ბარსასაც) გაუტანა)
,,რონალდინიომ ბარსას ისტორია შეცვალა, რივალდომ ისტორია გაქრობას გადაარჩინა"

11 ნომრის (შემდეგ გახდა 10) 11 მომენტი ბარსაში ემდ-ს მიხედვით:
1. იცით რაც

2. მსოფლიო ჩემპიონობა
3. 4 წლიანი შესვენების შემდეგ ბარსას მოაგებინა ჩემპიონატი და გადაღებილი თმებით იზეიმა (ჯოვანი-სონი ანდერსონთან ერთად)
4. ოქროს ბურთი, აჯობა ბექემ-შევჩენკოს
5. დორტმუნდთან მოგებული სუპერთასი (პირველი ტიტული ბარსაში)
6. კლუივერთან დუეტში მოგებული ჩემპიონატი (პიჩიჩიზე 1 გოლით ჩამორჩა რაულს)
7. პატარა ინიესტა განსაკუთრებით მისგან ცდილობდა ვარჯიშებისას ესწავლა

8. მალიორკასთან მოგებული თასი, მან გაიტანა და შემდეგ გვარდიოლამდე თასი ვერ მოეგოთ
9. 10 კლასიკოში 5 გოლი და არჩათვლილი ბერნაბეუზე (ჰეთ-თრიკი ბერნაბეუზე არ უწერიათ და ალბათ არავის აქვს შესრულებული ჩვენგან)
10. ჰეთ-თრიკი მილანში
11. აისრულა ოცნება და თავის შვილთან ერთად ითამაშა (რივალდინიო 18 წლისაა)
რა მშრალი რამეა, როგორ მალე ივიწყებენ ყველაფერს

ერთ-ერთი ჟურნალისტი (რ. LLიმოსი) ,,გამორიცხულია კლუბი არ მუშაობდეს მომავალი სეზონისთვის, იქნებ ტატამ იმ განცხადებით კლუბს ,,თავი შეახსენა?" (ნუ მტეხ(ავ)თო

)
იგივე ჟურნალისტი ხავიზე ბჭობს, პირველ რიგში დრო როცა მოვა ბარსამ დიდებით უნდა გაისტუმროს, ამით გვაჩვენებს რომ კლუბი ,,გაიზარდაო" (ჯერ პუიოლზეც გამოჩნდებაო). ხავის შემცვლელი ბუნებაში არ არსებობს, მაგრამ ხავიმ დატოვაო ის სტილი, რომელიც არ უნდა დაზიანდესო და ამის რესურსი კი არისო, ინიესტა-სესკები და საჭიროა ,,უფრო მეტი კოკეს ყიდვა ვიდრე სონგების". ისედაც ჩანს, რომ ხავის გამოყენებას ცდილობენ სულ უფრო ,,შერჩევით", გააჩნია თამაშს და ა.შ. მაგრამ დღეს რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი იყოს, ხავი ყოველმიზეზგარეშე ძირითადში იქნება, ეს კი კარგზე მეტად ცუდია, რადგან შეიძლება ითქვას შეუცვლელი ფიგურა მიდის, იდეალური გუნდის თამაშისთვის იქნებოდა ხავი არ მიდიოდეს (ძირითადიდან) როგორც შეუცვლელი, არამედ როგორც უკვე ასატანი რამ თამაშისთვის. თუმცა ხავი რომ აქამდე მოსულიყო, შესაძლოა ამისთვის დეკო-რონალდინიოს წასვლა იყო აუცილებელი (და დღესაც ასეა საჭირო ხავი-სესკებზე) - გვიხსნის ეს კაცი. სტატია არის ხავისა და ნავაროს (ბასკეტი) ,,ოდა", მაგრამ ბარსას მომავალზე ზრუნვაში
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)