თანხმდება პრესა, რომ მოვა მხოლოდ 1 მცველი, დავიდ ლუისი ან ჰუმელსი
და პლან B

არის მხოლოდ იმ შემთხვევისთვის, თუ მასკერნაო არ დარჩება. აი ეს პლან B კანდიდატები სპორტის მიხედვით

მანგალა - ფიზიკურად ძლიერი, ღირს ძალიან ძვირი თან აგენტია მენდესი (კრისტიანო-რეალი-მაურინიოს ძმა)
მუსაკიო - ესეც 23 წლის როგორ მანგალა, მისი გამოსასყიდი 50 მლნ

არის და ვილარეალის პრეზიდენტი ზოგადად ცნობილია როგორ უკომპრომისო პიროვნება
ლაპორტი - 19 წლის, გამოსასყიდი 36 მლნ. შეუძლია მარცხენა მცველადაც
ინიგო - 22 წლის, სიმარლე აკლია, მაგრამ იცნობს ყველას და ყველაფერს ესპანურს
ბალანტა - 21 წლის, ტატას მოსწონს. ბურთითაც კარგია და ფიზიკურადაც, მაგრამ ხშირად ზედმეტად ხისტი
მარკინიოსი - 19 წლის, ბლანი დიდად არ აკვდება, მაგრამ ბარსა თუ ყიდვად დააპირებს, ნამეტანი ძვირი დაუჯდება
დრაგოვიჩი - 23 წლის ავსტრიელი, ორივე ფეხით კარგად თამაშობს აყლაყუდა
ბენატია - 26 წლის, ამბობენ ერთ-ერთი ,,დაფარული სერიოზული კანდიდატი" ჩინოვნიკ-მწვრთნელებისთვის, ბარსა ყოველთვის უთვალთვალებდა, ფიზიკურად ძლიერი, თამაშის მანერით ტურამს წააგავს
ლვგ-ში სხვა მხრიდან ცდილობენ დაგვანახონ კანდიდატები

ბარსაში მთავარი არის პირველ რიგში ,,40 მეტრში თამაში მეკარემდე" - ძირითადად აქ იყო ხოლმე ძლიერი პუიოლი თავისი დიდების წლებში და ზოგადად ეს არის ხოლმე ყველაზე რთული ახალმოსული მცველებისთვის, ზურგს უკან ამხელა სივრცის სწორად გაკონტროლება
ტიაგო სილვა და მარკინიოსი დავივიწყოთ, ესენი უკვე პსჟ-ში არიანო
გასული წლის მთავარი კანდიდატები, დავიდ ლუისი და აგერი, თავიანთ გუნდებში ძირითადში ვერ ხვდებიანო
ამ წამს, ყველაზე შესაფერისი ჩანსო ჰუმელსი, რომელიც პიტომ სწორედ იმიტომ დაიწუნა, სისწრაფის გამო ვერ შეძლებდაო ამ ,,40 მეტრზე თამაშს"
,,თვისებებით" ყველაზე კარგად თითქოს უნდა ჩაჯდესო მანგალა, მაგარმ სიტისთან მოუწევს ბარსას ბრძოლა და ეგენი მინიმუმ 35 მლნ-ს გადაიხდიან მასში
პლან B ხალხი
მუსაკიო იდეალურია პოზიციის შერჩევისას, ან ბურთის ამოტანისას, მაგრამ არასდროს უთამაშია ,,40 მეტრზე", აი ლაპორტს უთამაშია, უსწრაფესია, მემარცხენე, მაგრამ ბილბაო არაა ის კლუბი რომელიც ადვილად ყიდის
საბოლოოდ ასკვნის, ისევ ჯობია მასკერანო დაარწმუნონ დარჩენაზე და ბარტრას იმედი იქონიონ, რომ პუიოლისგან მართლაც რამე შეითვისაო
მიმაგრებული სურათი