წმენდაა დასაწყები, ოღონდ ჯერ ხელმძღვანელობიდან
ვალიადოლიდთან წაგებას მოხერხება უნდა, ამას სანაკრებო პაუზასაც კი ვერ დააბრალებ, არაფრიტ გამორჩეული გუნდი, აი ამის ხარჯზე მოგვიგესო რო თქვა, ამათთან ფრე ვითამაშეთ მგონი ადრე მახსოვს, მაშინაც ნაკრებების შემდეგ, მაგრამ აქ სულ სხვაა
ტატას შეცდომები კი ამ თამაშში, რა ცვლილებები გააკეთა
ფაბრეგასი რას გაყავდა, ან პიკე (ხავი-ბუსკეტსს არანორმალურად დაბალი პროცენტული მაჩვენებელი ჰქონდათ პასის სიზუსტის, დაბრალა იმან კიდეც მინდორს) ხედავ, ბურთის გორაობა არ გამოდის, ისედაც ჩაწოდებებზე ხარ გადასული, ეს აყლაყუდა წინ რომ წასწიო და სესკსაც ჩაკიდება დაავალო, ამის მაგივრად შემოგყავს სერხი რობერტო და ტელიო
არა, არჩევნები უნდა დანიშნონ, მეტის მოთმენა შეუძლებელია : D
ეს უცხო სხეულები, სონგი, სანჩესი, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გაუშვან (ტურეს უწუნებდე აზროვნების სისწრაფეს და სანჩესის გეიმედებოდეს)
ნეიმარზე ჯერ კიდევ საფიქრალია : D (ან ვინ გაუშვებს )
დადე რა თავის დროზე, სუარესი და მარტინესი , და არ იქნებოდა ეს პრობლემა