Augustto Pinochetაუ მაინც ვიტყვი რა

ანუ ეგ მესმის, ის ამაში არ აურიოო, მაგრამ მე საერთოდ არ მაქვს ლაპარაკი ,,სწორ შედარებებზე" და ცალკეულ ფეხბურთელებზე და ა.შ.
მაგრამ მე მაქვს ლოგიკაზე ლაპარაკი, ანუ რომ დავიწყეთ იყო ფორმულა (და მგონი ტოვებ) ,,ნეიმარი და მესი, ორი ვისზეც ეწყოება, ერთად ვერ ითამაშებენ" (ასე გამოდიოდა) ახლა ამბობ რომ ისინი ვერ ითამაშებენ ორივე თავის საუკეთესო თამაშს ერთად, ერთი უნდა ჯობდეს (არ ვიდავებ ამაზე, რადგან ამაზე არ ვდაობდით, თუმცა რივალდო-ფიგუ არსებობდა)
ანუ, შენ ამას ამბობ და თან შენვე არ გამორიცხავ რომ კარგად შეიძლება ითამაშონ, მაშინ რატომ ითვლება მიზეზად ,,ეგ" (ორი მაგარი ერთად ვერ ითამაშებენო)
როცა ხდება დაშვებაც?
თუ არ ხდება ეგეთები, როგორ მოხდება ამ ორზე? მაშინ არ მოხდება და არავითარი დაშვება არაა საჭირო
ჩვენ ხომ მიზეზბზე ვსაუბრობთ ,,რატომ ვერ თამაშობს ნეიმარი" და მიზეზად მოყვანილია ,,მასზე უნდა აეწყოს"
თუ ესაა მიზეზი, დაშვება საწინააღმდეგოსი არ უნდა არსებობდეს! (სიტყვაზე: ნეიმარზე არასდროს აეწყობა ისე რომ მესი ქათმად აქციონ)
გესმის რას ვამბობ, თუ მიზეზი არის ,,ნეიმარზე უნდა აეწყოს" მაშინ ისტორიაში 100 შემთხვევიდან 100-ვეში უნდა იყოს ეგრე! აი მაშინ მიზეზი იქნება მიზეზი და არავითარი ,,დაშვება" არ შეიძლება იყოს
თუ ეგრეა, არ უნდა დაუშვა ,,შეიძლება ითამაშონ", რაღას ითამაშებენ თუ ორივეზე უნდა აეწყოს და არასდროს ყოფილა ორივეზე ერთად აწყობილი გუნდი? (დავამსგავსოთ მაქსიმალურად ნეიმარს: ფორმირების პროცესში, დიდი ამბიციებით, კიდევ უფრო დიდ ფეხბურთელთან, აწყობილ თუ აუწყობელ გუნდებში და ა.შ.)
მხოლოდ 1 შემთხვევა 100-დან, აქარწყლებს ამ ,,თეორიას", რადგან იყო გამონაკლისი, რომელიც 99-ს აქცევს გამონაკლისად! გამონაკლისი ადასტურებს, რომ თურმე ფორმირების პროცესში ამბიციური ფეხბურთელი მეფობის პოტენციალით, ვისზეც უნდა ააწყონ, გადადადის მეფესთან და შემდეგ ქმნიან ორ მეფეს
მე ამაში მხოლოდ მაშინ ვცდები, თუ არასდროს მომხდარა ასეთი, ვიმეორებ, თუ მომხდარა, აღმოჩნდება რომ მცდარია ,,თეორია"
ანუ მე რომ შევცდე, სათითაოდ უნდა მაჩვენო რომ ნეიმარს არ შეესატყვისება სხვა არცერთი შემთხვევა აქამდე ისტორიაში, თუ მე ვერ მოვძებნე მსგავსი შემთხვევა, მაშინ თეორია მართალია და არათუ ნეიმარი არ უნდა მოგეყვანა, არც კი უნდა გეფიქრა ამაზე
თუ შეესატყვისება 1-ხელ მაინც, მგონი არაა ახსნა საჭირო რატომ უარყოფს ის ყველა სხვას
მაშ, უკვე ბევრჯერ ვთქვი სიტყვაზე კაკა-რუი კოშტა, სიტყვაზე ვან ბასტენი-კრუიფი, იყო ,,5 პელე" (ჟაირზინიო რიველინოები, ,,უფაქიზესი" ფეხბურთელები, ვისზეც ყოველთვის აწყობა იყო საჭირო) და თამაშობდა ერთად, ,,5 მარადონაც' (მორენო, პედერნერა, ლაბრუნა და ა.შ.) რეალში კოპა-დი სტეფანო თამაშობდა ერთად, ორივე სული და გული ყოველთვის! კოპა მივიდა და დი სტეფანოს ოქროს ბურთი ,,აართვა"

კოპა ბოლომდე ფორმირებული იყო? მაშინ პლატინი, მივიდა ჯერ ჩამოყალიბებელი იუვენტუსში და ჩაჯდა იქ, გახდა ლიდერი როგორც იქამდე ტარდელი, ბონიეკა ან პ. როსი
იტყვი რომ ესენი ყოჩები არ იყვნე? დიახაც, არ არიან ყოჩები პედრო და სანჩესი! გაიხსნან მერე! სადაა ლოგიკა? ადრე თუ ერგებოდნენ, ახლა როგორ გამოირიცხავენ თავს? დრიბლიორი პედრო არაა, რომ დრიბლინგის გამო შეიჭამოს, არადა პედროც შეჭმულია!
ვიმეორებ მიზეზი ,,აწყობის გამო" იწვევს ყველა ამ ,,შეჯახებებს", ერთდროულად შეუძლებელია ისიც ხდებოდეს და ურთიერთგამომრიცხავიც
შენ ამბობ სანჩესი და ნეიმარი არა, ამათზე ეწყობოდაო, მე გეუბნები პედროზე არ ეწყობა და არც დრიბლინგი ჭირდება, რატომ არის შეჭმული, თუ ფორმულა სხვაა?
შენ ამბობ მოიყვანე პედროები, თუ პედრო შეჭმულია, სხვა პედროები არ შეიჭმება? რატომ?
და თუ გარანტია არაფრის არ არსებობს, მაშინ რისთვის არის საჭირო ფორმულა ,,ნეიმარზე უნდა აეწყოს, სხვანაირად არაფერი გამოვა"
ლოგიკა გამორიცხავს, რადგან მაგალითები გვაქვს
თუ პლატინიზე მაგალითი არ მოგწონს, პელეზე არ მოგწონს, დაე, რათქმაუნდა ყველა ნეიმარს არ შეესატყვისება და ბოლოს და ბოლოს, ნეიმარს მხოლოდ ნეიმარი შეესატყვისება, აბა რანაირად უნდა დაემთხვეს აბსოლუტურად ყველაფერი ორ სხვადასხვა ფეხბურთელზე?
ტევესი გადმობრძანდა და ჩაეწერა მანჩესტერში, ისეთი იყო როგორც ნეიმარი სამხრეთ ამერიკაში, ყოჩის ხასიათიც ქონდა! ხომ თამაშობდა?
მერე წავიდა ჰო? ზუსტად მაგის გამო, რომ ყოჩობა უნდოდა ყოჩებში (რუნისთან უფრო, ვიდრე კრისტიანოსთან, მაგრამ ესეც ყოჩია)
რანაირად მოხდა ეს? ა.შ. მაგალითი ბევრია და 1-იც კმარა რომ ,,თეორია უკუაგდოს"
მაგალითიც რომ არ იყოს, ვიმეორებ ,,პედროები" გამორიცხავენ მაშინ ყოჩების თეორიას, ისევე როგორც სანჩესები, რადგან ესეც ვერ თამაშობს და პედროს ტიპისაც ვერ იხსნება! არავითარი დრიბლინგი (და ეს პედროს ტიპის სხვა დროს, იგივე ყოჩთან იხსნებოდა)
რანაირად ეთანხმება ეს ყველაფერი ერთმანეთს
შენც ხომ ამბობ ,,არ გამოვრიცხავო", ანუ არ გამორიცხავ, არადა ლოგიკით, რომელსაც წერ ამბობ: ,,ეს გამორიცხულია"
პ.ს. საინტერესო საკითხია რომ ,,ერთი ყოველთვის აჯობებს სხვას", მაგრამ ეს ხომ ბუნებრივია? ანუ ასე გამოჩნდება
ხალხისთვის ერთი ყოველთვის უფრო მეტად გამოჩნდება, ეს არ ნიშნავს რომ მეორე ვერ ავლენს სრულად შესაძლებლობებს, ხომ ასეა?
დი სტეფანო გამოჩნდა, პუშკაშიც ხოომ ავლენდა!
ფიგუ და რივალდო ორივე საერთოდ თანაბრად გამოჩდნენ! აი პარადოქსი ზუსტად ესაა

ა.შ.
ვიმეორებ, უფრო ხშირად ხდება პატარა ყოჩი მიდის დიდ ყოჩთან (სიტყვაზე კაკა რუი კოშტასთან) და შემდეგ დიდი ყოჩის წასვლის (არაა აუცილებელი ის შEიჭამოს, რუი კოშტა ასაკმა შეჭამა, კაკამ არა, ორივე ერთად სუპერ-სეზონი დადეს ინდივიდუალურად) შემდეგ ხდება ყოჩი. ვან ბასტენი ვერასდროს გახდება ყოჩი, კრუიფს ასაკი რომ არ ქონოდა
გეთანხმები
უამრავი ასეთი შემთხვევა
მაგრამ არის ისეთიც, 1-იც გამორიცხავს რომ ვთქვათ ,,ამის გამო ეს ორი ვერ ითამაშებს" და თუ ასეა, ესეიგი ყოფილა ,,სხვა რამეში საქმე" ,,რომელსაც ეშველება"
მივედით მწვრთნელთან.
* * *
ლოგიკა: რაღაც თუ ვერ მოხდება, არ მომხდარა-ზე დაყრდნობით - დაშვება არ უნდა ხდებოდეს
გამოდის: ნეიმარი ყოჩი ვერასდროს გაიხსნება მესი ყოჩთან და პირიქით - დაშვება საწინააღმდეგოსი არ უნდა ხდებოდეს
არავითარი დაშვება, ეგრევე ნეიმარი ან მესი ,,აუტ" - უნდა ამბობდეს ეს ხალხი
მეტი არაფერზე მაქვს პრეტენზია, რადგან ეს მათი აზრი იქნება და მომავალი გამოაჩენს ,,ფორმულის მართებულობას" (რასაც ,,ნეიმარი-მესიმ თუ ვერ ითამაშა" ,,ვერ გაამყარებს, არ ჭირდება გამყარება, ისედაც ეგრე უნდა მომხდარიყო. აი პირიქით თუ მოხდა, მთლიანად ჩამოშლის ერთიანად, ერთი გამონაკლისიც)
ან წარსულის მაგალითი-შედარებები, ადეკვატური, 1X1-ში მაქსიმალურად.
* * *
წარსული მაგალითების პირობები მაქსიმალურად
1. ფორმირების პროცესში მყოფი ყოჩი, მოდის ყოჩთან, შეამციროთ: სამხრეთ ამერიკიდან მოდის ევროპაში
მასზე გუნდი ეწყობოდა ყოველთვის
კიდევ რას დაამატებდით, იმდენი ვწერე ვერ ვიხსენებ
ჯერჯერობით ორი მაგალითი
ტევესი და კაკა, რითი არ შეესატყვისებიან ნეიმარი-მესის მაგალითს ტევესი, მოსული რუნი-კრისტიანოსთან და კაკა, მოსული რუი კოშტა ზეედორფთან.
This post has been edited by Piquecanthropus on 11 Mar 2014, 19:17