ჩემთვის დღევანდელი პრესის ყველაზე სასიამოვნო ფაქტი იყო...საბელიამ ბევრი იჯიუტა და მაინც ვერ გაუმკლავდა ეჭვსაო, არცერთ 3-დან ენდობაო არგენტინელი მეკარეების, ასე რომ კაბალიეროზე დაფიქრდაო. მესი, უკეთესს ვერაფერს გისურვებდი

. ჰოდა ნაკრებიდან რეალთან მომავალი ტურის თამაშსაც დაესწრებიან და მანდ თუ კარგად ითამაშა, თავის საქმეს ათმაგად წინ წასწევს და მესისაც დაეხმარება (ამჟამინდელი მეკარეებით მსოფლიოს ვერავინ მოიგებს, მარადონაც ვერ მოიგებდა) და მესისაც (ანუ ჩვენ აგერ

, ხავსს რომ ეჭიდები ისე უნდა მოეჭიდო 1 მეკარეს)
იტალიაში საუბრობენ პიანიჩი-ბენატიაზე, პირველს კონტრაქტი 2015-ში ეწურება და ადრე თვითონ აქვს ნათქვამი ,,ბარსას ვუნდივარ", ახლაც ელოდებიანო დაძახილსაო (20 მლნ სავარაუდოდ). მეორე მანჩესტერსაც უნდა და 18 მლნ სავარაუდოდ. მინდა ეს ორი, უფრო მეორე
ერთმა ზოგადად არა-ჭორიკანა ჟურნალისტმა მიგელ რიკომ (,,შინა-სამზარეულოსთან" ახლო) ბარსა ტატას შემცვლელებს არ ეძებსო, იძულებულიაო ეძებოსო

. ტატა არ ამბობს და არც აპირებს სეზონის ბოლომდე თქვას ,,100% ვრჩები ან მივდივარ", სუბისარეტები კი ჯაჭვითაც დააბამენ, მაგრამ თუ აიწყვიტაო, ხომ უნდა ქონდეთ გეგმა B. ამრიგად მაინც განიხილავენო: ვალვერდე, ლუის ენრიკე, ბლანი, ლაუდრუპი და შემდეგ ვრცელი სია, ,,კლოპიც კი". როგორც ვხედავთ პირველი 4 კანდიდატი ჩვენი ექს-ია)
ემდ-ს ირონიული შენიშვნა: ,,არიან ლესკოტი და დემიჩელისი ბარსას ვრცელ სიაში სასურველი მცველებისა?" იქნებიან, ისეთი ნიჭიერები არიან ესენიო

ალვეშმა ყველაფერში ცუდს ნუ ხედავთ, თუ ეძებთ მტრებშიო (არ ვიზიარებ ზოგადად ასეთ ფილოსოფიებს

, მაგრამ კარგად კი თქვა რას ვერჩი

საჭირო დრო/მომენტში როგორც იქნა

) იმაზე რომ თითქოს კამპზე პუბლიკას ,,ნიშნს უგებდა". უბრალოდ ,,პიტბულის" (კლიპზე ალბათ) ცეკვა შევასრულეო
სამაგიეროდ მომწონს :პ ერთ-ერთი ყველაზე ,,დაღვინებული" (ზოგადად) ჟურნალისტის
http://ca.wikipedia.org/wiki/Enric_Bañeres -ის სტატიიდან ხაზის გასმა იმაზე, რომ ინიესტას, ნეიმარის და ალვეშის ზოგიერთ მომენტში ,,ჯარიმაზე თამაში" (პირდაპირ უწოდა ,,ყვინთვა") არის ზედმეტი, არ უნდა გვჭირდებოდეს ,,ჯარიმებზე თამაში", ეს ადამიანი არ უსვამს ხაზს რომ ,,ეს ამორალურია", არამედ იმას, რომ რაღაცას არასწორად აკეთებ იქამდე და მერე იძულებული ხარ ჯარიმა გააფორმო, ბურთი რომ არ დაკარგო
მარტო სესკი ,,ზის ყვითელზე" და 13 წელი ლამასიაში მწვრთნელი ბორელი, ლივერპულში რომ იყო, ახლა სიტიში მისულა ჩიკი/სორიანოსთან
რამდენიმე გამოსაყოფი მოვლენა ერთ-ერთი (ტრადიციული) სვეტიდან:
10 - 7 წელი ზედიზედ 1/4-ში და თუ 1/2 გავიდნენ ასევე 7-ი იქნებაო, მადრიდში მაურინიო ზედიზედ 2-ჯერ გასვლის გამო გააღმერთესო

10 - ისევ მესი. როცა მონდომებულია, უბრალოდ შეუჩერებელიო. გუშინ ისიც აკეთა, რასაც ,,შესაძლოა აკლებს" - სირბილი
9 - ინიესტა ჯადოქარი. ასეთი ინიესტას გარეშე ვერაფრისთვის ვიბრძოლებთ
8 - ვალდესი/ალბა. დიდ თამაშები ამათთვის არისო
4 - ჩრდილი ყველაფერს დაჰკრავს. ისევ კუთხურიდან გოლი, ამჯერად სერხი რო ჩარჩა. სანჩესის ბურთის უკან დატოვება კონტრზე. ნეიმარმა კვლავ ვერ გაიბრწყინა, მცირე მომენტების ამარა
ტატამ სულერთია ვინ შეგხვდება, მაინც მაგარი იქნებაო და ეს თამაში იმედია გამოდგება რომ ისევ გვენდოთო (ზოგადად ფეხბურთელების დამოკიდებულება იყო ასეთი, მასკერანო-ვალდესის გადახვევა, მესის ზეიმი, ალვეშის ზეიმი, პიკეს სახე და ა.შ. გეგონება 2:0-ი წაგება შემოატრიალეს. ნაკლი ძალიან ბევრი იყო, ანუ უფრო მეტი, ვიდრე უნდა ყოფილიყო. ჰოდა რას იწონებენ ამ თამაშით თავს არ მესმის

)
უფრო ზოგადად კი ის არ მესმის, რატომ თამაშობს ბარსა უარესად კამპზე, გასვლითი დიდი გამარჯვების შემდეგ, სულ გაჭირვებაში არიან და თავს არ გვანან
მილანთან მოიგეს გასვლა და სახლში უფერულად, ლამის მერკის გასაყვანი გახდნენ
ჩელსისთან მოიგეს გასვლა (ალილუია!) და სახლში უჭირდათ, თანაბარი თამაში ისევ
რეალთან მოიგეს გასვლა და სახლში უჭირდათ
პსჟ-ზე და სხვა ,,მცირედზეც" იგივეს ვიტყვი. ლაპარაკი მაქვს თამაშზე, რომ არ გავს ხოლმე ამათ საუკეთესო თამაშს, სტილსაც, კონტროლი ნაკლები და ყველაფერი სხვა. კამპზე უმეტესობა ,,შიშით ჩამოდის", ის ზემო გუნდებიც კი, ჩვენი მოგებულის (თან დამაჯერებლად) შემდეგ კი ჩვენ უფრო გვეშინოდა

, ეს უკვე მაღიზიანებს, არც ველი ხოლმე გასვლითის შემდეგ სახლში ,,ბარსულ თამაშს"
(ღმერთო, როგორ ვღეჭავ, მგონი ზოგიერთისგან ,,გამოდავებიის გამო", ან ის ვერ გაიგოს სწორად,ან ეს. იჰ-ეჰ )