FC Bayern Geo Fans <<< უფრო მეტი ინფორმაცია ვიდრე ოფიციალურ საიტზერომელი მწვრთნელი მუშაობს უფრო ინტენსიურად: პეპ გუარდიოლა თუ იურგენ კლოპი?
Sport Bild-ის ჟურნალისტის მიერ ამ ორი მწვრთნელის ყოველდღიურ მუშაობაზე დაკვირვებით გაკეთებული შედარებითი ანალიზი.
სავარჯიშო ერთიანობის ხანგრძლივობა:
• გუარდიოლას ვარჯიშები მცირეხნიანია, მაგრამ ინტენსიური. 60-80 წუთი.
• კლოპის ვარჯიშები 60-80 წუთი გრძელდება. ინგლისურ კვირებში ზოგჯერ მხოლოდ 45 წუთი.
რომელია მწვრთნელების საყვარელი სავარჯიშოები:
• პეპ გუარდიოლა: წრეზე თამაში „ხუთი ორის წინააღმდეგ.“ ასევე ორი გუნდის დაპირისპირება - უმცირესობა უმრავლესობის წინააღმდეგ: ორი გუნდი ეთამაშება ერთმანეთს, ის გუნდი, რომელიც ბურთს ფლობს, დამატებით მოთამაშეს იმატებს.
• კლოპი: ხშირად ავარჯიშებს თავის ფეხბურთელებს კარში დარტყმებში (დრიბლინგით, თავით). ძალიან უყვარს ისეთი სათამაშო ფორმა, როგორიცაა ჩაკეტილ სივრცეში ბურთზე ნაკლები კონტაქტით თამაში.
ფიტნეს-ვარჯიში:
• მოსამზადებელ პერიოდში პეპ გუარდიოლა ფიტნეს-ვარჯიშებზე უარს აცხადებს. მისი აზრით ფეხბურთელებმა ფიტნეს-ფორმა საერთო ვარჯიშებითა და თამაშით უნდა აღიდგინონ.
• იურგენ კლოპის შემთხვევაში ფიტნეს-ვარჯიშები კვირაში 1-ჯერ ტარდება, ისიც მხოლოდ მაშინ, როდესაც სამშაბათს, ან ოთხშაბათს თამაში არ არის.
რამდენჯერ ტარდება ვიდეო-განხილვები და მათი ხანგრძლივობა:
• ყოველი მატჩის წინ გუარდიოლა სამჯერ მაინც იწვევს ფეხბურთელებს ვიდეო-განხილვებისთვის. თითოეული ასეთი შეკრება 45 წუთი გრძელდება.
• იურგენ კლოპი ვიდეო-განხილვებს მიმართავს მატჩის შემდგომ და მოსამზადებელ პერიოდში სასტუმროში. ხანგრძლივობის დრო გამიჯნული არ აქვს.
როგორ მიმდინარეობს ფეხბურთელთა თათბირი:
• გუარდიოლა ანალიტიკოსია: ვიდეო-კადრებს აჩვენებს. ძირითადი თემა პრესინგია. სტანდარტულებთან დაკავშირებით ცალკე თათბირს იწვევს.
• იურგენ კლოპი ძირითადად სამოტივაციო გამოსვლებით ხასიათდება. დიდი მატჩების წინ ყოველთვის იყენებს ადრე მიღწეული წარმატებების ვიდეო-კადრებს.
როგორ მიმდინარეობს განხილვა მატჩის შესვენების დროს:
• პეპ გუარდიოლა კარს კეტავს და მაშინვე პირველი ტაიმის ანალიზს იწყებს. ჰაინკესი კი ფეხბურთელებს რამდენიმე წუთის განმავლობაში სიმშვიდეში მარტო ყოფნის საშუალებას აძლევდა.
• კლოპი შესვენების დროს ძირითადად დადებით განწყობაზეა, აქებს თავის ფეხბურთელებს, ამხნევებს. ზოგჯერ ვიდეო-მასალასაც იყენებს.
რამდენად ხშირად ტარდება დახურული ვარჯიშები:
• ყოველი მატჩის წინ ორი დღით ადრე ბავარიელთა სავარჯიშო მოედანზე გაუმჭვირვალე ფარდები ეშვება.
• იურგენ კლოპი დახურულ ვარჯიშს კვირაში ერთხელ მიმართავს.
როგორ მიმდინარეობს ინდივიდუალური საუბრები:
• პეპ გუარდიოლა ძალიან ხშირად ფეხბურთელს სავარჯიშო მოედანზევე ესაუბრება, ამას განსაკუთრებით ბევრ დროს ანდომებს, როდესაც საქმე ტაქტიკურ დეტალებზეა, სხვა შემთხვევაში კი საუბარი მწვრთნელის ოფისში მიმდინარეობს.
• იურგენ კლოპი ტაქტიკურ საკითხებს სავარჯიშო მოედანზე განიხილავს. ხშირად მიდის ფეხბურთელებთან ერთად კაფეში ყავის დასალევად, ან მათ გასახდელში ესაუბრება.
ვინ არიან მათი მტრები:
• გუარდიოლას ერთადერთი მტერი მოურინიოა.
• კლოპის უკმაყოფილების საგანი როგორც ჩანს მათიას ზამერი და ძირითადად მსაჯები არიან.
ნდობით აღჭურვილი პირები:
• გუარდიოლას ნდობით აღჭურვილი პირი ესტიარტეა. იგი პეპის საუკეთესო მეგობარია. ესტიარტესთან ერთად პეპის გვერდით ხშირად არის მისი ძმა პერე გუარდიოლა.
• იურგენ კლოპის ახლო გარემოცვას მიეკუთვნებიან მისი თანამწვრთნელი, მისი აგენტი და ბორუსიას პრესსამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი.
რამდენად ხშირად ქონდათ მსაჯთან სერიოზული უკმაყოფილება:
• გუარდიოლა 2009 წელს ჩემპიონთა ლიგაზე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.
• იურგენ კლოპი მსაჯებთან კამათით ცნობილია, ნაპოლისთან ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია ქონდა. ბუნდესლიგაზეც სამჯერ იყო დისკვალიფიცირებული. საერთო ჯამში 46000 ევროს ოდენობის ჯარიმა აქვს გადახდილი.
----------
Sport Bild
https://www.facebook.com/503146609707533/ph...?type=1&theater