Huckleberry Finnეხლა შეპირებული რივიუ:
საკმაოდ კარგად გამოვედით ორივე თამაშში, მაგრამ ეიფორია საჭირო არაა ჯერ. ყველაფერი წინ გვაქვს ! თუმცა შვეიცარია კარგი გუნდი იყო ჩვენ ვაჯობეთ და დავაშვებინეთ შეცდომები

ლორისი - ძალიან კარგად ვერ გამოიყურება იმედია პრობლემა არ გახდება
დებუში - კარგია შეტევაში მაგრამ დაცვაში ხშირად ვარდება უაზროდ თუნდაც დღეს
ვარანი - კარგია დამაჯერებელია
სახო - არაა ჩემი აზრით საძირითადე თუმცა ბევრი შეცდომა არ დაუშვია
ევრა - არაუშავს
კაბაი - მომატება შეუძლია
პოგბა - კლასნია მთავარია ხასიათმა ხელი არ შეუშალოს დღეს საუცხოო პასი დადო
მატუიდი - ძალიან პროდუქტიული ერთ ერთი საუკეთესო გუნდში
გრიზმანი - არაა საძირითადე დიდი ვერაფერი ჯერ ჯერობით
ბენზემა - კარგია მარა მომატება შეუძლია კიდე რაც ძალიან კარგი იქნება ჩვენთვის
ვალბუენა - მაგარი კაცია ძაან მაგრად მუშაობს და შედეგსაც დებს
სისოკო - კარგია მომწონს არ ველოდი
ჟირუ - კარგი თამაში ქონდა ძალიან კმაყოფილი ვარ პირველი გოლი ძალიან კარგი იყო
მე მაინც მომხრე ვარ ჟირუ - ბენზემას შეწყვილების
დაცვის ცენტრის საიმედოობა მაეჭვებს შეცდომები იყო მარა არ ვიცი ზერელე დამოკიდებულების ბრალია თუ ცუდი თამაშის
მომავალი გვაქვს !