“რომას” ლუის ადრიანოს შეძენა სურსიტალიური “რომა” დონეცკის “შახტარის” ფორვარდის – ლუის ადრიანოს შეძენითაა დაინტერესებული. აპენინური პრესის ცნობით, დედაქალაქელები უეფას ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონისთვის სერიოზულად ემზადებიან და შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავენ.
შესაძლოა, ტრანსფერს ხელი ფინანსურმა საკითხმა შეუშალოს. 27 წლის ბრაზილიელი 15 მილიონ ევროდაა შეფასებული და ძნელი სათქმელია, თანახმა იქნება თუ არა “რომას” ხელმძღვანელობა ამ თანხის გადახდაზე.
აღსანიშნავია, რომ ლუის ადრიანოს შეძენა “ნაპოლისაც” სურს.
კარგია, გჭირდებათ თავდამსხმელი.
თან მომავალ წელს სამ ფრონტზე მოგიწევთ ბრძოლა. ტოტი ასაკშია, ლიაიჩი და ჟერვინიო დაბალი შედეგიანობით გამოირჩევიან, დესტრო არასტაბილურია თავისი დისკვალიფიკაციებიდან და ტრავმებიდან გამომდინარე.
კარგი იქნებოდა ლამელას დაბრუნებაზეც თუ იჩალიჩებდნენ, ვერ მოიკიდა სპურსში ფეხი.

თუ პიანიჩი წავა, შემტევი-ნახევარმცველის დამატებაც მოუწევთ.
პლუს დაცვაშიც კარგი იქნებოდა 1 კაცი.
მოკლედ, კარგი გუნდია რომა და იმედია უფრო და უფრო მოძლიერდებიან და არა პირიქით.
წარმატებები!