დამთავრდა სეზონი

------------------------------
* * *
იტალიური ავტორიტეტული გამოცემის ინფორმაციით "რომა" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს აუცილებლად შეიძენს ზემოთ მოცემული ოთხი თავდამსხმელიდან ერთ-ერთს,Corriere dello Sport - სხვა ტრანსფერებზეც საუბრობს.
"რომას" ბიუჯეტი დადგენილი ჯერ არაა,არავინ იცის,რამდენს დახარჯავს კლუბი ტრანსფერებზე,ამაზე ისიც იქნება დამოკიდებული,ვინ და რამდენად წავა გუნდიდან.
სავარაუდოდ,ვესტ ჰემიდან დაბრუნებული ბორიელო მომავალ წელს კვლავ იჯარით გაატარებს - "ჯენოაში".კითხვის ქვეშაა "უდინეზეში" იჯარით მოთამაშე ნიკო ლოპესისა და ვალერიო ვერეს საკითხი.
საუბარი მიდის იმაზეც,რომ რუდი გარსია "რეალ სოსიედადში" იჯარით მოთამაშე ხოსე ანხელის დაბრუნებას აპირებს და მისთვის შანსის მიცემას წინასასეზონო მომზადებაზე გეგმავს.
"რომასთვის" მნიშვნელოვანია შეტევის გაძლიერებას.ამასთან დაკავშირებით ვალტერ საბატინი გეგმავს,როგორც ფლანგის,ასევე შეტევის ცენტრის გაძლიერებას.
მთავარი კანდიდატები "რომაში" გადასასვლელად არიან : ხუან მანუელ იტურბე "ვერონადან",ხუან კუადრადო "ფიორენტინადან",ალესიო ჩერჩი "ტორინოდან" და "ბორუსიას" თავდამსხმელი პიერ ემერიკ ობამეიანგი.