.................................................
* * *
იტალიაში აქტიურად განიხილავენ ტოტისა და კასანოს სკუადრა აძურაში დაბრუნების საკითხს,რაზეც ნაკრების თავკაციც ალაპარაკდა.
"არის თუ არა ნაკრების კარი ღიად ფრანჩესკოსთვის და ანტონიოსთვის ? - რა თქმა უნდა." - აცხადებს პრანდელი.
"მათთვის კარი არასოდეს დამიხურავს.უეჭველია,რომ მათ გამოძახებაზე ვიფიქრებთ,როდესაც სეზონი დასრულდება და მათ ფიზიკურ კონდიციებს შევაფასებთ."
"ისინი ნამდვილი ჩემპიონები არიან,რომლებიც შესანიშნავ სეზონს ატარებენ,თუმცა მათთან ერთად კარგ სეზონს ახალგაზრდა იტალიელებიც ატარებენ.ის რაც გუშინ ვიხილე,ძალიან მომეწონა - იტალიის ნაკრებს კარგი მომავალი ელის" - ამბობს ჩეზარე,რომელიც "რომა" "ტორინოს" დაესწრო,სადაც გოლები მატია დესტრომ,ალესანდრო ფლორენციმ და ჩირო იმობილემ გაიტანეს.