"მილანი" სერიოზულ გაძლიერებას აპირებს და ამჯერად მიზანში სამი ფეხბურთელი ამოიღო. ეშლი კოული და ჯონ ობი მიკელი "ჩელსიდან" ხოლო გილერმე სიქეირა (ცენტრ. მცველი) "გრანადადან", რომელიც "ბენფიკას" საკუთრებაა.
ნადირობაა გამოცხადებული "ჰამბურგის" ნიჭიერ თურქ ნახევარმცველ ჰაკან ჩაჰლანღლუზე. ჰაკანის გადაბირება მანჩესტერელებს "სიტისა" და "იუნაიტედსა" ასევე "ჩელსისა" და "ლივერპულს" სურთ. ესპანეთიდან კი მადრიდის "ატლეტიკოა" თურქით დაინტერესებული.
"ატლეტიკომ" არაკაცი მაურო იკარდიც ამოიღო მიზანში, რომელიც "ინტერის" ფეხბურთელია.
"ნაპოლის" კი მადა გაეზარდა და დორტმუნდის "ბორუსიას" მიადგა, შენი გაგერმანელებული თურქი ნახევარმცველი, ილკაი გიუნდოგანი მომყიდეო. გერმანელთა პასუხი ჯერ უცნობია.
დასაჯერებელია თუ არ არ ვიცი, მაგრამ "ჩელსიმ" 80 მილიონი შესთავაზა არგენტინულ-ურუგვაულ დუეტში პსჟ-ს. ლავესი და კავანი ყველგან წყვილ-წყვილად დაჰყავთ... ჯერ იყო "ნაპოლი" მერე პსჟ და ახლა "ჩელსიო."
"ლივერპულს" კი თანაქალაქელი "ევერტონისგან" ამომავალი ვარსკვლავი როს ბარკლი სურს. "წითლები" მზად არიან 35 მილიონი გადაიხადონ ინგლისელ ნახევარმცველში. "კანფეტთა" პასუხი უცნობია...
"არსენალს" კი კუადრადო და კაზემირო სურს. შავკანიანი ფეხბურთელებიდან "ფიორენტინელი" სათამაშო დროს არ უჩივის, მაგრამ უფრო ძლიერ გუნდში გადაბარგება მაცდური უნდა იყოს. "რეალელი" კი ძირითადად სკამზე ზის და გაქცევაზე უჭირავს თვალი...
აქედან უმეტესობა ხომ ჭორებია, მაგრამ ჭორებშიც კი ფარჩაკია არსენალი!

(((