სკაინეტარა გაცინებს,ნეტა განახა გაიამ პენალტი რომ დაარტყა რა "იამკაში" ჩავარდა,მეგონა ბურთს ვეღარ ამოიღებდნენ.
მადლობა ღმერთს კარში შეხტა მერე

მოკლედ ჩემი გუშინდელი შთაბეჭდილებანი.
მეორე ტაიმში აშკარად ბევრად უკეთესნი ვიყავით. ბევრი რამ შეცვალა დეპაულის/დეპოლის შემოსვლამ. გვქონდა ძირითად დროში მოგების შესაძლებლობა,უბრალოდ პაკოს ომბალო დააკლდა. როდრიგო მაინცადამაინც არ ჩანდა.
მატჩის საუკეთესოდ პიატის ვასახელებ. და არაფერშუაშია სუბიექტურობა. მართლა ეგრე იყო.
ახალწვეულებიდან ყველაზე მეტად ანდრე და არგენტინლი როდრიგო ვარგოდნენ.გასაგებია ოტამენდის გოლი,მარა ჭამა დაცვაში საკმაოდ.
იმდენი ახალი სახეა გუნდში,რომ ვუყურებდი ხალხს ვერ ვცდნობდი
ika_valenciaრატომ გწყდება გული. მსაჯმაც გაუმართა ხელი როგორც შეეძლო პენლებში.
ამხანაგურში ესე რომ გამოეკიდები ფიფას რეგლამენტებს ცოტა...ნუ კაი,ჩვენი ჭირიც წაიღოს ამ რაღაცა თასმა.
ისე გაიწელა ეს პენლები..კარგად ივარჯიშეს ჩვენებმა

პ.ს. დღის კურიოზი მაინც, პარეხოს გასვლის შემდეგ გაკაპიტნებული ვიქტორ რუისი იყო.
პ.პ.ს. ბარემ აქ ვარ და ახალ ამბებს გეტყვით მოკლედ.
1. ბილი ჯინს არ აქვს ევროპული ქვეყნის პასპორტი და ჩვენებს გაახსენდათ რომ წლებია ოსვალდოს ყიდვას ვფიქრობთ, რომელიც არგენტინის გარდა იტალიის ამაყი მოქალაქეა.
2. ჩე დიჯიტალი წერს, რომ ენცო მომავალ კვირას გადმოვა.
3. ბალანტაზე ძალიან მონდომებულია რუფი, აიალა სუკულინის გაფორმებას ცდილობს.
4.ძალიან მომწონს ჩვენი ძველი სტადიონის ახალი სახე.
5. შევთანხმებულვართ მარსელთან, ვალბუენა მოდის ჩვენთან,სამაგიეროდ ვაძლევთ ბანეგას. ყველა არის ბედნიერი და კმაყოფილი ბანეგას გარდა, ოულდ ბოიზში უნდა ისევ. ხოდა გავუშვათ რა სადაც უნდა. კეთილი სიტყვითაც აღარ მოგვიგონოს სადღეგრძელოებში?