მამალი10კუში
პ.ს. მაგრა მომეწონა გუშინდელი რეალი, აი ძაან მაგრად. იმჰო ნებისმიერის მომგებია (ბაიერნის ჩათვლით).
და ამავე დროს ნებისმიერთან წამგები (დორტმუნდის ჩათვლით).
მაგრამ ეგ ჯიგარია ნაღდი "რეალური" ჯიგარი. პატიოსანი და მეფური. თვითონაც რო გემრიელ ფეხბურთს თამაშობს და სხვასაც რო უფასებს კარგ თამაშს.
რაც არ უნდა იყოს, ასეთმა ფეხბურთმა მოუტანა თავის დროზე გუნდს 3 ლიგა და 3 ლა ლიგა 97-03 წლებში. და მგონია რომ მაურინიოს სტაბილურ დედა#####ულობას ზუსტად ესეთი რეალი ბევრად სჯობს, არა მხოლოდ ესთეტიურად, არამედ პრაქტიკულადაც, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს.
ვნახეთ უკვე იმ ყ.ლეობამ რა შედეგიც მოუტანა გუნდს.
იმიტო რო "ეს რეალია ძმოუ" (

), სულ სხვა მენტალიტეტი აქვს თვითონ გუნდს, გენეტიკური კოდი, რომელსაც ვერ გამოცვლი.
და თუ ამას შეეცდები მიიღებ ისეთ ჩაჯმას, როგორიც ეს მოურინიომ მიიღო.
აქ მარტო შედეგებზე არაა, მისი მოღვაწეობა რეალში, მისი შავი ლაქაა.
ნებისმიერ გუნდში სადაც არ იყო, ყველგან ქონდა საოცარი ატმოსფერო, საოცარი დამოკიდებულება ფეხბურთელებთან. ყველა გიჟდება და ყველას უყვარს ეს კაცი. სიგიჟემდე. აქ კი საოცარი კრახი განიცადა ამ კუთხითაც, გარდა შედეგებისა, გუნდში იმდენად მძღნერი სიტუაცია შეექმნა, რომ ჯერ მისივე ერთ-ერთი ფავორიტი და თანამემამულე პეპე გამოვიდა და მიაჯვა, მაგის გამო ცუდი სიტუაცია გვაქვსო.
ეხლა კიდე სულ რამდენიმე კვირის წინ მის მიერ მოყვანილმა და სასტარტოში ჩასმულმა დიეგო ლოპესმა თქვა, მოურინიოს წასვლის მერე გასახდელში საოცარი ატმოსფერო სუფევსო. აი ეგრე.
ეს არის კრახი მაგისთვის, ისეთი როგორსაც კოშმარულ სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდა.
და ეს ყველაფერი მიტომ მოხდა, რომ რეალი სულ სხვა გუნდია და მოურინიო სულ სხვა მწვრთნელი. ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვთ.
ერთმანეთი გააფუჭეს.
აცადონ კარლოს და აუცილებლად დადებს ლიგას, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი თამაშებიც იქნება, სრულიად არაპროგნოზირებადი და დიდანგარიშიანი.
ზუსტად ამას ვამბობდი ყოველთვის მე, წინა წლებში. სულ სხვა რამის გამო უყვარს ხალხს რეალი და გამეხარდა რომ გუშინ ვნახე, იმ დედა#####ულმაც კი დიდი მცდელობის გამო ვერ შეცვალა გუნდის გენეტიკა

შედეგს რაც შეეხება, გუშინ ორივეს შეეძლო თავისუფლად მოგება, დაე გარკვეულ მომენტში თამაშის დამთავრებაც საბოლოოდ.
მაგრამ მოხდა ის რაც მოხდა.
რა თქმა უნდა გადამწყვეტი რამოსის წითელი იყო.
ეგ მომენტი კიდე აი სრულიად გულწრფელად ვამბობ, უბრალოდ მოხდა რა, არავის ბრალი არ იყო, ხდება ხოლმე.
უფრო ნეიმარის დამსახურებაც იყო. მაგრამ ნუ მოხდა რა ვერ ვიტყვი რომ რამოსის ბრალი იყო ნამეტნავი, ან მსაჯის (რომელიმესი).
მომენტი იქიდან დაიწყო, რომ მესიმ გააკეთა გენიალური პასი. ნუ მესია და გააკეთა რა. იცის გაკეთება. მერე ის, რომ ნეიმარი ძაან სწრაფია და უბურთოდ მარსელოზეც და რამოსზეც სწრაფად დარბის. აქაც ვერაფერს იზამ. აფსაიტიც რა, რთულია ასეთ სისწრაფეზე აფსაიტის დაფიქსირება, მით უმეტეს პატარა აფსაიტის. ვიდეო რეფერი რო ყოველ აფსაიტზე გამოიყენონ, თამაში დაახლოებით 2 სათნახევრიდან, 3 საათამდე გასტანს. ამიტომ ესა გვაქვს რაც გვაქვს. აი მერე რაც მოხდა მაგას იმჰო ვერავინ ვერ აიცილებდა თავიდან. ნეიმარი გაიქცა ბურთი კარისკენ, ხო არ დადგებოდა ეს რამოსი, ბუნებრივია გაეკიდა რა, იმ განდონმა გზა გადაუჭრა და ამასაც რა ექნა იმ სისწრაფეზე ვერ გაჩერდებოდა, თუ დააკვირდებით, მაქსიმალურად შეეცადა აეცილებინა კონტაქტი და წაქცევა, მაგრამ სისწრაფეზე იყო და ვერაფერს ვეღარ იზამდა. ტყუილად აგინებთ.
რამდენად მართლა იყო კონტაქტი ორი დღეა ვერ გავარკვიე ასი ათასი რაკურსით ნანახი გამოერებებიდან. დინამიკაში კი ასპროცენტიანი წაქცევა ჩანდა, დაახლოებით 100 % (

) მსაჯებისა დადებდა პენალს. ნუ არსებული წესებით იმ პენალს აუცილებლად უნდა მოყოლოდა წითელი და აქაც ვერ გაამტყუნებ მსაჯს, თუმცა მე ვფიქრობ ეს წესი დასარეგურილებელია, უფრო უნდა დაიხვეწოს და ან გაუქმდეს ან უფრო ვიწროდ და დეტალურად მოხდეს დაფიქსირება, რა დროს იყოს წითელი და რა დროს არა.
ამიტომ ასეთი რაღაცები ხდება რა. არავის ბრალი არაა. მე ვფიქრობ გუნდმა ძაან კარგი ფეხბურთი აჩვენა, კარგა ხანია რომ არ უჩვენებია ისეთი.
დაჟე პრესინგშიც კი უფრო მომეწონა ვიდრე მოურინიოს დროინდელი გუნდის პრესინგი იყო.