dimaopenaყველაზე მეტად იმის შემეშინდა და არ მესიამოვნა, რომ შევამჩნიე ისეთი მომენტები ჩვენს თამაშში, ისეთი სიტუაცია მოედანზე, რაც 2011 წლის მერე არ ყოფილა - სწორედ შენს ნახსენებ სინდრომს გულისხმობ.
სხვათა შორის, გაძევებამდეც არ იყო საქმე მაგ მხრივ კარგად - ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, თვითონ იმათთვის მოულოდნელად რეალმა მათ საშუალება მისცა, თავი მშვიდად და მეტოქეზე ძლიერად ეგრძნო, და ისინი კი ასეთ დროს ისე არიან როგორც თევზი წყალში. რატომაც არა?-იფიქრეს და დაიწყეს ჩვეულად ნელ-ნელა მიხრჩობა.
ასეთი რამ, ასეთი მიდგომა და სიტუაცია მუმ ერთ წელიწადში მოსპო - ისე თამამად და თავდაჯერებულად ვეღარ იყვნენ ხოლმე ისინი, თუნდაც მაშინ, როცა გვიგებდნენ. იგრძნობოდა, რომ ჩვენ ვპროგრესირებდით და სულ მალე ჩვენი დროც დადგებოდა.
წაგებაზე უფრო გულსატკენი იყო ჩვენს თამაშში მსგავსი ნიუანსების ისევ ხილვა.
არადა კარლო ყველაფერი, მთელი მაგალითები და თამაშები ცხვირწინ გაქვს, სადაც უნდა ნახო, რისი გაკეთება არ შეიძლება იმათთან როცა თამაშობ.
ვიმეორებ - ეს მატჩი წინ უნდა დაიდოს ანჩელოტიმ, დეტალურად გააანალიზოს და ამის შედეგი ფინალში უნდა გვანახოს. ყველაფერი იმ თამაშში გამოჩნდება, რეალურად რისი უნარი აქვს კარლოს. გუნდში მე ეჭვი არ მეპარება, ამ ბიჭებს ყველაფრის შუაზე გაგლეჯვა შეუძლიათ

ასე რომ, მეტი რა დაგვრჩენია, ველოდოთ და გვჯეროდეს.
„ეს არის მადრიდის რეალი და ამიტომ იყო, რომ ჩემთვის სიტყვა დამარცხება არ არსებობდა.“
RAUL MADRID.