რაც ფეხბურთს ვუყურებ სულ მახსენდება 4 დომინანტი გუნდი.
1. მილანი 92-94
2. იუვე 96-98
3. ბარსა 09-12
4. ბაერნი 13-14. ჯერ კიდევ პროგრესშია
ეს იმას არ ნიშნავს რომ ეს გუნდები არ აგებდნენ.
არაა ჩემპიონთა ლიგა NBA სადაც შვიდი თამაში იმართება და შემთხვევითობა მაქსიმალურადაა გამორიცხული.
პენლებშიც მოიგიათ ამ გუნდებს და ბოლო წუთზე გატანილი გოლითაც.
მაგრამ მთავარია რომ უყურებ გიჩნდება შეგრძნება პროსტა ვინ უნდა გააჩეროს

აგერ იუვემ წააგო 2 ფინალი ზედიზედ.
მაგრამ დორტმუნდის და იუვეს შეხვედრა იყო 97-ში დავითის და გოლიათის ჯახი.
დორტმუნტ-დავითამ მოიგო.
98 წელს რატო წააგეს ფინალი და რატო ითამაშეს ისე უფერულად დღემდე აუხსნელია ჩემთვის.
და ბოლოს გაიხსენეთ კუდის მოქნევა ამ გუნდის 99-ში.
მანჩესტერს გმირობა დაჭირდა რომ ეს გუნდი ლიგიდან გამოეგდო.
მილანის და რეალის უდოდესი პატივისცემის და მათ მიერ 2 ტიტულის მოგების მიუხედავად.
ესენი ესეთ შეგრძნებას არ ტოვებნენ.
უნიკალური ფეხბურთელები ყავდა 2000 წელს რეალს რედონდო+სავიო და +მადრიდისტები რაული, გუტი, კასილასი
მაგრამ გერმანული პორნოს საუკეთესო ტრადიციების დაცვით იხმარა ბაერნმა ორჯერ
ბლეყვმა კარეუმ 100 პროცენტიანი მომენტი გააფუჭა ნორვეგიაში და ისე გაძვრნენ.
კინაღამ რუსენბორგმა ჩატოვა ჯგუფში.
და მერე იყო საოცარი ორი თამაში ოლდ ტრაფორდზე და სანტიაგო ბერნაბეუზე.
ერთი მანჩესტერთან მეორე ბაირნთან.
ამით კი არ ვაკნინებ მათ გამარჯვებას. უბრალოდ იმას ვამბობ რომ ყველაზე გაქანებული მადრიდისტასთვის რომ გეკითხათ ის არ იტყოდა რომ ყველაზე უკეთესი გუნდი ვართ.
ამბობნენ ძალიან მაგარი გუნდი ვართ და რახან მადრიდია და ეს უდრის სპარტას
ვიცით გადამწყვეტი თამაშები როგორ მოვიგოთ.
98-02 რეალს ერთიანობაში ვერ განვიხილავთ.
ორი სხვადასხვა გუნდია. აი იმან 2002-ში რომ მოიგო შეეძლო შეექმნა ეპოქა მაგრამ მონაკოსთან დაეცნენ

ეგ თავიდან და მერე იმდენჯერ დაეცნენ კიდე სასაცილოთ გაიხადეს თავი.
მილანმა კიდევ დეპორტივოსთან და ლივერპულთან ისეთები ქნა.
ისტორია შეუქმნა სხვებს. 2007-ში კი რომ არა კაკას ფენომენალური თამაში ოლდ ტრაფორდეზე ვერავინ იტყვის რა მოხდებოდა.
მოკლედ ძაან მაგარი სკაუდრა კი იყო მაგრამ ერთი ნაბიჯი დააკლდა ჩემს მიერ ჩამოთვლილ ოთხეულამდე.