იქნებ წელს მაინც მოვიშოროთ ბოიანი

რაც ეგ მივიდა, მესიმ ვერ გაუტანა ატლეტიკოს

სიმეონე ყოველთვის სხვა სტილის მწვრთნელი მგონია, ვიდრე ბარსას სჭირდებოდა, მაგრამ...
ერთს ვიტყვი, ბუსკეტსი ახალ დონეზე გავა

90-იანების საუკეთესო პროვოკატორი რომ ეყოლება მწვრთნელად

კურტუას (მესის საჯარიმო რომ აუღო, ისეთი სუბისარეტას 90-ის შემდეგ არ ექნება მოგერიებული) ,,დაწუნების" გამო ისე ვარ, ლამისაა ყველანაირ მომავალზე უარი ვთქვა, ტერ შტეგენი კი მხოლოდ მომავალია, არაა აწმყო და იმედია კარგი მომავალია, თუმცა აუ როგორ გავიტანჯებით მომავლამდე

ვალდესის დარჩენა მირჩევნია, 3-4 წელი კარგი იქნება, თუმცა შეიძლება ვცდები, იუვენტუსს უნდაო ბუფონის შემცვლელადო ტშტეგენი და თუ მართლა უნდათ...მაგათ უფრო ვენდობი ვიდრე ამათ (ბარსას ხელმძღვანელობას)
ყველაზე სამარცხვინო მაინც ის არის, ეს ატლეტიკოსთან თამაშამდე იცოდნენ პრეზიდენტმა და ყველამ, არადა თითქოს არაფერი ხდებოდა
სუბისარეტა უსიცოცხლოდ გამოვიდა პინტომ მაგრად ითამაშა, ტრანსფერებზე ვმუშაობთ და ა.შ.
ამათ ქვია გულისამრევი ხალხი, როსელი კიდევ ჯობია ამათ, გადადგა მაინც
ემდ-ეს დედაც, წავედი დავიძინე, იკითხე ახლა უაზრობები ფეხბურთის ნაცვლად, შეჭამეს რა ტვინი
* * *
დადასტურდა ჯერჯერობით ავი ხმები, რომ გაურკვეველია ჯერ, რაფინია-დელოფეუს რეგისტრირების უფლებას თუ მოგვცემენ, ანუ განაცხადში თუ ვერ შეიყვანე, რა აზრი აქვს რომ ჩვენი არიან

, მითითებას ელიან ფიფა-სგან
* * *
ეს ფიფა რა გაუგონარი სლეა, ქართული ვარეზების დონეც არ არის, თავიდან დაუწერიათ ,,2 წელიო" და მერე შეგვეშალა, 2 სატრანსფერო ფანჯარაო
* * *
ჯერაც არ გადაუწყვეტიაო ატლეტიკოსთან განმეორებითში სესკით გავა, პედროთი თუ სანჩესით
გუშინდელ ვარჯიშზე სერხი გომესი, იე

(ესეც ცენტრ-მცველი გახდა), მასიპი, ბაბუნსკი და დონგუ იყვნენ, შეიძლება ბეტისთან რომელიმე განაცხადშიც მოხვდეს
სესკმა ცალკე ივარჯიშა, თუმცა არაფერი სჭირს, ექიმებს არაფერი უთქვამთ. პუიოლმა გუნდთან ერთად, მაგრამ ბეტისთან საეჭვოა რადგან სათამაშო ,,რიტმი" ჯერ არ აქვს
ბარტრას ეიმედებათ ,,პანცერ" რაულ გარსიასთან

, ტატას ქებაა

, ინიესტას, რაფინია ვინმე სერხი რობერტო არ გეგონოთ, თითქმის ძირითად კაცად მოდისო და ეგაა, ფიფა–ბარსა დავაზე ჯერ ბუნდოვანია ყველაფერი
ჟუვენილები გახდნენ ჩემპები, საჩემპიონო თამაშის შეფასებები (მინიმუმ 1, მაქს 4): სუარესი 2; გოდსვილი 3, როდრი 2, ხუანმა 2, კინტილია 2; ორტეგა 2, კაპტუმი 3, ენგენე 2, ადამა 3 (მოა 2), მუნირი 3, მაქსი როლონი 3
ვინ გავა? ემდ–გამოკითხვა 57% ბარსა
* * *