obscoralმე ვღადაობ თუ შენ?

რა სიმეონე, ეგ კაცი როგორ უნდა მოიყვანო ბარსაში, რაღაც წარმოუდგენელია, შეუსაბამოა
მაგის ნიჭიერებაზე კი რა გითხრა, დანარჩენი ხო, მაგრამ ჩვენთან ამ თამაშშიც გამოჩნდა, რასაც წარმოადგენს
სულ ორი ვარიანტია, ან გუნდი ვერ გადმოდიოდა შეტევაში, ან უკან ჩაჯდა, როგორც ზოგიერთები ამბობენ, ელემენტარული წესის გათვალიწინებაც კი არ უნდოდა, რისკზე ვერ მიდის, რა უნდა მოიტანოს ამან გუნდში
მისი გუნდი მძიმედ გადადის შეტევაში, რესურსები არ აქვსო რომ თქვა, თუნდაც იმ ფონზე
გუნდის მოტივირებას კიდე ეს ვერ მოახდენს, წარმოიდგინე, ხავის რომ ეს რამეს ეტყვის

უბრალოდ, ხავის სახე წარმოიდგინე მაგ დროს
რას წარმოადგენს, ერთი ხეპრე ვინმეა, თავის თავზეც დიდი წარმოდგენა ექნება, ეგ გუნდში სიტუაციას არევს და არც გააჩერებენ
ტატა მართლა ისე კი არ მოიყვანეს, ევროპაში ამათთვის ავტორიტეტული მწვრთნელის პოვნა ძნელი იყო, სულ რამდენიმე თუ იქნება, ხოდა მოიყვანეს სრულიად უცნობი, ბიჭებს უთხრეს, გენიოსია ესო, ჩუმი გენიოსი :მად
ამიტომაც, კლოპი, სიმეონე და ეგეთი ახალგაზრდა მწვრთნელების მოყვანას არ ვემხრობი , თუნდაც ვილაშ ბოაში აიღე, აქეთ იხვეწებოდა (ფულის ამბავშიც არ გამოდის , რომ იძუნწეს), არადა, ეგ ბევრად უფრო კრეატიული ტიპია, მაგრამ მარტო იდეები არ კმარა, საკმარისი გავლენაც უნდა გქონდეს
ისინი კიდევ, ისედაც შეუფერებლები არიან ჩვენთვის
მოტივაციის ამბავში, ერთადერთი ახალგაზრდა მწვრთნელებიდან თუ გაქაჩავს ლუის ენრიკეა, ამას კი მოუსმენენ
ბლანი მომწონდა, ჩვენი სტილიცაა, მაგრამ გუშინ ამანაც დაამტკიცა, ნაკლებად რისკავს
ტრანსფერების ამბავი საერთოდ არაა სანერვიულო, ჯერ სადაა, თან მსოფლიო უწევს, მანდ რა იქნება არავინ იცის, შეიძლება მანამდე მაგ კომიტეტის წევრები გასკვანჩონ : D
არ ეცლებათ ჩვენთვის მაგათ