გაძეტამ 94 წელს და მერე დაბადებულების რეიტინგი შეადგინა და სიმბოლური
ჩვენებს და ვინც გვაინტერესებდა იმათ დავწერ
4. დელოფეუ
11. ვ. ფიშერი
21. ლაპორტი
26. ჰალილოვიჩი
30. კ. ბალდე
42. გაბრიელი (სანტოსი)
43. საული (რაიო)
52. დრიუსი (რივერი)
54. ო. ტორესი
57. ადამა
60. დორია

მარკაში ფსონები ლიგის მოგებაზე
ბავარა 2.67
რეალი 3.31
ბარსა 6.7
პსჟ 9
ატლეტიკო 13
მარადონას საყვარელთან

, კანიჯასთან არის ინტერვიუ მარკაში. ბევრ არგენტინელს ტოპ-5 მიაჩნიხარ ქვეყნისაო, შენ ვის ჩასვამდიო, დი სტეფანო არ მინახავს მაგრამ ერთიო, მარადონა-კემპესი-ფილოლი და ბატისტუტა ესეც ხუთეული.
მიუხედავად ყველაფრისა მენოტი > ბილარდო, მენოტი გენიოსიაო ,,ფეხბურთის თეორიებში"
ესპანურ ფეხბურთზე იმით იწყებს რომ ყველა ელოდება ბარსას ფეხი დაუცდეს რომ მერე იძახონ აე ,,ვერტიკალურ ფეხბურთს გაუმარჯოსო", მაგრამ ბარსა სულ სხვა ფეხბურთს თამაშობს და ვერტიკალი თუ სისწრაფე სულაც არ ჭირდებაო
რომელ ესპანელს გამოყოფდიო, ინიესტაო (ამანაც

), უბრალოდ არანაირი ტაქტიკა ამისი წინააღმდეგ არ ჭრის, ნებისმიერი ამოცანის გადაწყვეტა შეუძლიაო. მცველებიდან რამოსი მომწონს, ძველებიდან კი რაული იყო დიდი კაციო
მარტო მესით რა უნდა მოიგო, კიდევ მასკერანო გვყავს, გვიჭირსო
მარკა ეუბნება, შენ თქვი მარადონას ვერასდროს ვერავინ შეედრება, მესის ადგილიო? თავი დამანებეთ ახლა შედარებებზე, 30 წელია მარადონა-პელე-დი სტეფანოდან საუკეთესოზე კამათობდნენ და მაინც ვერ გადაწყვიტესო, ყველა თაობას თავისი ფავორიტი ეყოლება მაინც, ამ თაობას თავისთავად მესიო. მარკამ დაუჩემა, შენი აზრი გვითხარიო, მესიმ მოიგებს თუ არა მუნდიალს, მაინც შეუერთდება 5 უდიადესს, ოთხი: დი სტეფანო, კრუიფი, პელე, მარადონა

მარკა ეკითხება, მარადონა პიროვნულად უფრო პერსონა, ლიდერი და ა.შ. იყოო? არაო, მარადონა ბილარდოსაც კი გაუკრიტიკებიაო
აბსურდია მესის იგივე მოთხოვო რაც ბარსაში აკეთებს, აქ ხავი-ინიესტა არ გვყავსო
მარკამ არ მოისვენა, ესე იგი მაინც არ შეადარებ მარადონას ვინმესო? აჰა ჯანდაბას, მაინცდამაინც თუ გინდათ გეტყვითო, მარადონა უფრო უკან, თამაშის აწყობით იყო დაკავებული, მესი კი ბოლო 20 მეტრზეა მაგარი და ამაში მსგავსი არავინ დაბადებულაო
ადრინდელი მესი, ფლანგიდან, შენ გგავდაო მარკამ, ჰო კიო

, მაგრამ მაინც მე სხვანაირად ვიყენებდი დრიბლინგს და მას მიწებებული აქვს ბურთი, მარადონასავით იწყებს, ჩერდება, აგრძელებს, ჩერდება და ასე გატყუებსო
ფიფა-ბარსაზე ახალი არაფერია, მარკაში დაგვცინეს გასკდნენ ტირილითო, სპორტში კრიტიკა შეაზავეს, როგორ შეიძლება არაფერში იყონო დამნაშავენი ბარტომეუები. ემდ-ეში ნაკლებად, მაგრამ რასინეროს სტატია გამოერია, სუბისარეტა ეგ ლენჩიო. სეგუროლამ მარკაში ბარსა ახალი ბოსმანი ვერ იქნება, დათმობსო. ბოსმანის ყოფილმა ადვოკატმა და ახლა ჰალილოვიჩის კაცმა მოვაო ეგ, ჭორებად სუბისარეტა ტერ შტეგენს ამშვიდებს

შენც მოხვალო. ჭორებად ბლატერმა პრესკონფის შემდეგ დაურეკა

ბარტომეუს და დააწყნარაო და ა.შ.
This post has been edited by მესი on 4 Apr 2014, 09:48