არა ისე, რაღა ახლა მოუნდათ ეგ სანქცია, წუხელ დავფიქრდი სერიოზულად ტრანსფერებზე
აი, მგონია ტატამ მიაგნო იმ სქემას, რაც უნდა ითამაშოს, ანუ არსებული რესურსით

მაგრამ კონკრეტული ფეხბურთელები აკლია
ხოდა, პირველად მომეწონა გუნდოგანის ტრანსფერის იდეა, ხავის შემცვლელად კი არა, მის გვერდით მოთამაშედ, ეს სესკი ვერ ქაჩავს, ფიზიკის ამბავია თუ ფსიქოლოგიური ვერ ვიტყვი, ერთი მეორეს არ გამორიცხავს, მარა ხანდახან იმდენს ირბენს, რავი, მაინც უფრო წნეხს ვერ უძლებს , თორემ ხავის ადგილზეც უნდა დადგეს, ისე ვერ ითამაშებს, მაგრამ მაინც მაგრად შევუბერავდით
ამიტომაცაა, ვინც გუნდიდან გარბის არც უნდა დაგწყდეს მაგაზე გული, ტიაგო იყო ყველაზე კარგი ვარიანტი "მემკვიდრედ", მაგრამ გაქაჩავდა თუ არა ეგეც საკითხავია, თავისი მონაცემებით არა, ხასიათით
ხავი, ინიესტას რაც აქვს გამოვლილი და რომ გაუძლეს მაგ პრესს, მაგიტომაც დაიმკვიდრეს თავი
ისე, ტრანსფერის დარეგისტრირება თუ არ შეგვიძლია, რა გამოდის, ვინც უკვე ვიყიდეთ, ვერც უნდა მოვიდნენ? თუ ამათზე ნება დართეს, ისე გამოვა ფიფას სანქცია არასერიოზულია, ამიტომ შეიძლება ეგ აკრძალვა არც იქნეს ) ვინ კორუმპირებულები წყვეტენ ისე ამ ამბებს, საკუთარ საქმეებს მიხედონ
ტრანსფერები თუ ვერ განვახორციელეთ, შეიძლება ეგეც გამოგვადგეს, ერთი ეგაა გაყიდვის ნებაც რომ არ გვექნება , ვერ მოვიშორებთ სონგს და ეგეთებს : D
ასე იქნება თუ ისე, მაინც უკეთესია ჩვენთვის