ჰოლანდიის ფანებმა 1976 წლის ევროპის ჩემპიონატის ისტორია თუ იცით? ნახევარფინალია, ჰოლანდია თავისი საუკეთესო გუნდითაა გამოსული - კრუიფი, რენსენბრინკი, ჰაანი, ვან დერ კერკოფი, ვან ჰანეგემი, ნეესკენსი, კროლი და სხვები... ეთამაშებოდნენ პანენკას ჩეხოსლოვაკიას...
მსაჯმა ჯერ ნეესკენსი გააგდო, მერე ზედ მიაყოლა ერთი ჩეხი ფეხბურთელი. მაგრამ მთავარი დამატებით ტაიმებში მოხდა. პანენკამ სასტიკად მოჩეხა კრუიფი, მსაჯმა არ დააფიქსირა ჯარიმა, შეუტიეს ჩეხებმა და გაიტანეს. ვან ჰანეგემი გამწარდა და თამაშის გაგრძელებაზე უარი განაცხადა, რის გამოც წითელი მიიღო. საბოლოოდ ჩეხებმა მოიგეს, მაგრამ 2008-ში აღიარა მსაჯმა, რომ შეცდა და ჩეხების გოლი არ უნდა ჩაეთვალა, რის მერეც ფაქტია არც ვან ჰანეგემს არ გააგდებდა.
ეგ მსაჯი, კლაივ თომასი მაგარი ნაბიჭვარი ვინმე ყოფილა. 1978-ში, მსოფლიო თასზე ტიპმა ზიკოს არ ჩაუთვალა გოლი, რადგან თურმე კუთხურის მოწოდების მომენტში დაამთავრა თამაში...

აი ხო აზრზე ხართ, ტიპმა ჩააწოდა, ბურთი ჰაერში იყო და ჩასტვინა იმ მომენტში როცა ზიკომ გაიტანა - 1 წამი გადაცდაო ალბათ...

მანამდეც მიუქარავს მსგავსები სხვა მნიშვნელოვან თამაშებში. 1976-ში მისი მსხვერპლი ჰოლანდია აღმოჩნდა.
პ.ს. მეც ჰოლანდიის გულშემატკივარი ვარ ცხადია.
History and everything else...