კაცო არსად არ წავა RVP სისულელეა, ან რატომ უნდა წავიდეს?
მოსვლის დღიდან, დღემდე როცა თამაშობს, კარგად გააქვს.
18 თამაშში 11 გოლი აქვს წელს PL-ში, 25-ში 17 ჯამში. იმენა კარგი შედეგია ერთიც და მეორეც, წინა სეზონზე არც მაქვს საუბარი.
დალეწილი რომ იყო მაგის გამო ვერ გაბენჩავს ვერც მოიესი და ვერც ვერავინ.
RVP არც მე მეხატება გულზე კაკრაზ არსენალის გამო მარა, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია როცა ჯანმრთელია და იმის გამო ამოგდება რომ ვაი დედა რუნი-მატა ერთმანეთს ხელს შეუშლიან და ერთ ზონაში ირბენენო უბრალოდ სისულელეა
ყველაზე ოპტიმალური განლაგება
4-3-2-1 იქნება და სავარაუდოდ მაგ განლაგებას აირჩევს მოიესი თუ ყველა ჯანმრთელი იქნება.
დაახლოებით ასეთი.

ტრანსფერებით ვის მოვიყვანთ სხვა საკითხია მაგრამ ამ ეტაპზე ყველა ჯანმრთელი რომ იყოს იმჰო ყველაზე კარგ შედეგს ამ შემადგენლობით მივაღწევდით მომავალი სეზონის სტარტზე.
სუსტ წერტილებად, ევრა, ფელაინი, სმოლინგი და ნანი შეიძლება ჩაითვალონ.
თუმცა ამათგან უიმედო ქეისი მხოლოდ ევრაა, შეიძლება ფელაინიც. ნანის რეალურად არ ქონია ნორმალურად შანსი, სმოლინგი უიმედო ნაღდად არაა.
რამდენიმე მოთამაშე 100%-ით ძირითადში იქნება მომვალ სეზონში, თუ ჯანმრთელები იქნენ, ამ ეტაპზე RVP მათ შორისაა, გინდათ თუ არა ეს )
მოყვანას რაც შეეხება კონკრეტულ მოთამაშეებს რომ დაანებო თავი და პოზიცურად მიუდგე.
1. მარცხენა მცველი გვინდა ამ ეტაპზე როტაციის და 6 თვეში ან 1 წელიწადში რო გაძირითადება ისეთი, ევრას ნახევარმცვლეად აწევა არ განიხილება, ბიუტნერი არაა საკმარისად ნიჭიერი.
2. როტაციის ცენტრალური მცველი. ჯონსი, ევანსი, სმოლინგი იმაზე ბევრად კარგი დასაწყისია ვიდრე აქ ზოგს გონია, ამასთან ერთად თუ მაიკლ კინიც დავიბრუნეთ(ვთვლი რომ უნდა დავიბრუნოთ) და რიოც დავიტოვეთ კიდევ 1 წლით, მეტ ნაკლებად set ვართ, მიუხედავად ამისა კარგი იქნებოდა კიდევ 1 ცენტრალური მცველის დათრევა.
3. მუშა სტილის box to box CM. ეს პრიორიტეტი უნდა იყოს ჩემი აზრით, განსაკუთრებით მატას მოსვლის შემდეგ.
4. მარცხენა ნახევარცმველი, ეს რამდენად პრიორიტეტულია არ ვიცი, იანგი, ნანი, იანუზაი, კაგავა, ველბეკი-დან ყველას შეუძლია მაგ პოზიციაზე თამაში, ვერ წარმომიდგენია 5 მეტ-ნაკლებად წარმატებული მოთამაშიდან 1-მა როგორ ვერ უნდა დადოს კარგი სეზონი, მარჯვნივ ვალენსია უნდა დავტოვოთ იმჰო, მიუხედავად საშინელი კროსინგისა და ცალფეხობისა.
ამ პოზიციების გარდა სერიოზული need არსად არ გვაქვს იმჰო და 4 კარგი ტრანსფერი სრულიად საკმარისი იქნებოდა გუნდის ხოდზე დასაბრუნებლად. არცაა აუცილებელი ყველა ტრანსფერში 40+ ლიმონები ვიხადოთ, კარგი მენეჯერი ამ 4-ვე მოთამაშეს 100 მილიონადაც უპრობლემოდ მოიყვანდა.
This post has been edited by Manchester. on 14 Apr 2014, 17:26