» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
EPL მომიგია,
თასი მაღლა ამიღია,
უგინიათ, ულანძღიათ,
რატომ გუნდი შეგიქმნია.
----------------------------------
მუსიე არსენის აღსარება, კონსტანტინე გამსახურდიას ,,დიდოსტატის მარჯვენის“ პერსონაჟის, გიორგი I-ის აღსარების მოტივებზედ.
-----------------------------------------------------------------------------------
-ამ გასახდელში ხომ არავინაა, შენს გარდა, ანრი?
-არავინაა მუსიე...
-კარგია, ანრი, შენს გარდა, რომ არავინ დაესწრო ჩემს ბოლო სიტყვას...
-რა დროს ბოლო სიტყვაა, რას ამბობთ მუსიე?!
- არა ჩემი მატჩები დათვლილია უკვე, რადგან არ მგონია სხვა გუნდი გავწვრთნა კიდევ. მიწია 1 458 484 ფანის რისხვამ, მე მივდივარ ამ კლუბიდან, ტიტი, უამბე ჩემი ნათხრობი, ვინც მომიკითხოს, ახალ თაობას, ყველას, ვისაც დააინტერესებს, უკანასკნელ ბურთის მომტანსა და გაზონის მკრეჭავსაც, ანრი.
- მე მრავალი ცოდვა მიმიძღვის ამ კლუბში, როგორც მენეჯერს, ისე როგორც დამრიგებელს, თითქმის ყველა ღირსება და ყველა ნაკლი ჩემი კლუბისა მიტარებია. სტრატეგოსიც ვიყავი და ტაქტიკოსიც. გვარდიოლას ვებრძოდი ,,ნოუკამპზე“, მეშინოდა სერ ალექსის გენიის, შემტევიც ვიყავი და კონტრშემტევიც, მაგრამ ჩემი ფილოსოფიისთვის არასოდეს მიღალატნია, ანრი.
ჩვენი უბედურობაც ამჟამადაც ეგაა: ჩვენში მოღალატენი სჭარბობენ ირგვლივ ერთგულებს, განა თუ სხვისი, საკუთარი ფორმის, საკუთარი კლუბის მოღალატენი. კარგად ვიცი, თვით ჩემს გუნდში, ახლაც, ნახევარს სიტისკენ უჭირავს თვალი, ნახევარს ბარსასკენ. როცა კლუბს ამდენი ფულის მონა გუნდში ჰყავს, ბეკემბაუერიც ვერ გაამარჯვებინებს მას, ანრი.
„სტად დე ფრანსზე“ ლემანს რო არ ეღალატნა, იქაც ვძლევდი რაიკაარდს და იცოდე, თუ მთელმა გუნდა გამარჯვება არ მოინდომა, მარჩელო ლიპიც ვერ უშველის, ანრი, რადგან ჯერ არსად გაუმარჯვნია მშიშრებსა და ფულის მოყვარულთ. კარიერის საუკეთესო წლები არსენალს შევალიე, მაგრამ არსენალის გულშემატკივრები „ფულის ჟმოტს“ მეძახდნენ, ხოლო მწვრთნელები მუდამ ალმაცერად მიცქერდნენ, და ზურგს უკან დამცინოდნენ, ამდენიხნის უტიტულო ფრანკთა მოდგმის ბანოვანს.
დამანელა კლუბის მესვეურებთან კინკლაობან ფეხბურთელების ყიდვა-გაყიდვის თაობაზე, ანრი. ჩვენში ყოველ „ბენტნერს“ ძირითადში თამაში სწყურია, ყოველ „ნასრებს“ - კაპიტნობა.
მუდამ შეიხების დოლარებს მონდებოდნენ ჩვენი სულელი ფეხბურთელები და ღორმუცელა მწვრთნელები. ისინი მუდამ მაღალ ანაზღაურებას და მაღალი დონის ფეხბურთელებს მიეტრფოდნენ. მეძავი ქალებივით იცლიდნენ კლუბებს. ამიტომაც არ მიყვარდა ბენიტესი და კლუბიდან წასვლის წინაღამეს, წავეკიდე ჰოლანდიელ ვან პერსის, ანრი.
ჩვენი უბედურება ეგაა: ტრანსფერებზე ვერ აქტიურობნენ კლუბის აგენტები ვერასდროს, ტიტი. ამიტომაც ვერ ვიძენდით მაღალი დონის ფეხბურთელებს ვერასდროს. პირიქით აქეთ ჰყიდნენ კლუბის მესვეურები ჩემსავე აღზრდილ ბიჭებს. დამწყები ფეხბურთელებიც მოღალატე ფულის მონებს ჰბაძავდნენ, ტიტულებსა და მაღალ ხელფასებს ჰპირდებოდნენ სხვა კლუბები, კლუბის სიყვარულს, ფულისტომარა შეიხების კლუბებზე სცვლიდნენ მუდამ.
ჩვენი გულშემატკივრები, მოგების დროს გვაქებდნენ და გვადიდებნენ, როცა გრანდებს ვამარცხებდი გენიას მეძახდნენ, ხოლო მოგების დროს დანაქადნები, წაგების დროს აღარ ახსოვდათ. მხოლოდ ერთეულები გვედგნენ მუდამ გვერდით, ეს მე კარგად ვიცოდი და მამხნევებდა, ანრი. ეხლაც თვალწინ მიდგას, ბენდენიანი, წვერიანი გულშემატკივარი, ცხვირზე საყურით, მუდამ გვამხნევებდა ტრიბუნიდან. ეს მე ვიცოდი მაგრამ ხმამაღლა არასდროს მითქვამს, მხოლოდ ერთხელ გავენდე დენისს, ნამდვილი ქომაგი, წაგებისას შეიცნობამეთქი მხოლოდ.
მეც მჭირდა ეგ სენი ანრი, ახალგაზრდბოსას, მარსელს რომ ვქომაგობდი, ყოველი წაგებისშემდეგ, მოთქმით ვაგინებდი მწვრთნელს, მხოლოდ ახლაღა ვნანობ ამას, ტიტი.
ოდითგანვე ასე მოგვდგამს მეთოფეებს, ანრი: მუდამ ჩვენს ტრანმვებს მივტიროდით, რადგან მოწინააღმდეგე მუდამ ძლიერი გვყავდა. მაგრამ სიმართლეც უნდა ითქვას, ვინც ნიჭიერი ტალანტი გამოგვერია, ტრანვებმა ისე დატანჯა, რომ ფეხბურთზე ხელი ააღებინა.
... მცირე ხანს დუმდა მუსიე არსენი, მერე გასახდელში ჩამოკიდებულ 10 ნომრიან მაისურს მოჰკრა თვალი, ბერკამპი გაახსენდა, მერმე ანრის თხოვა დენისს სთხოვეო მოსვლა.
გავიდა ანრი დენისი დასაძახებლად, თვალზე ცრემლი ჰქონდა მომდგარი, დენისს გადასცა არსენის თხოვნა, პირესიც იქვე იდგა დაღვრემილი, ლუნგბერგი ხალხით სავსე ეიმირატს უცქერდა და ზლუქუნებდა, ლემანი ტაბლოს ფოტოს უღებდა, სადაც მრავალი ანგარიში აღბეჭდილა წლების მანძილზე ახლა ესღა ეწერა მხოლოდ: "Dear Arsen Thank You For Everything" ეს მუსიეს ბოლო მატჩი იყო ეიმირატზე.
ბერკამპი შევიდა გასახდელში, მიეახლა არსენს, მუსიეს მკვდრის ფერი ედო, დენისს ხელით ანიშნა დაიხარეო, უმალ შეასრულა თქხოვნა დენისმმა, ყურში რაღაც ჩასჩურჩულა ვენგერმა დენისს და ფეხზე წამოდგა. გსახდელიდან გავიდა ვენგერი, კოლიდორს მიუყვებოდა ლეგენდა და თან მისდევდა ისტორია, ისტორიია რომელიც მუსიე ვენგერმა დაწერა კლუბთან ერთად. იხილა რა სავსე სტადიონმა ვენგერი, უმალ ტალღებად აზვირთდა ტრიბუნები, ფეხზე ამდგარი უკრავდა მთელი სტადიონი ტაშს, საპატიო ლოჟა სავსე იყო ფეხბურთის ლეგენდებით, ლონდონი აცილებდა გენიას, ცას ღრუბელი გადაჰკროდა, იმ წამს, მთელი ლონდონი წითელი იყო.
დენისმა ლეგენდებს შორის მდგომი ანრი შენიშნა, მედიდურად მდგომ 14 ნომერს მიეახლა და ცრემლიანი თვალით უთხრა, მუსიე არსენს, მის შემცვლელად ტიერი ანრი დაესახელებინა...
---------------------------------------------------------------------
ეპილოგი
ათასწელს იწვიმა და იქუხა იმ დღიდან ლონდონის თავზე, ათას წელს იგორა ბურთმა ეიმირატის მინდორზე. ჩემს სიყრმეშიც მინახავს ტრიბუნებზე მჯდომი მოხუცი, დუტის კურტკის შეკვრას ლამობდა უშედეგოდ, მაგრამ ზმეიკა არ ემორჩილებოდა. მავანნი ამბობდნენ მუსიე არსენი იყოო. მართლაც მიაგავდა მუსიეს ეს მოხუცი, ჭაღარა კაცი. შარშანაც ვნახე ლივერპულის სტუმრობისას, წრეულსაც მოვიკითხე, ასე მითხრეს: ავად არისო, საფანგეთში თავის მამულში გახლავთო. მას შემდეგ აღარ მიძებნია ტრიბუნებზე მუსიე არსენი, რადგან დავასწარი EPL-ის გენიას და დიდი ლოდინის შემდეგ, პრემიერ ლიგის თასი არსენალის ბიჭებს თავს ზემოთ ავაწევინე....
გიორგი ნოზაძე, 2014 წელი, აპრილი.