საუბარი სხვა საკითხზეა, არასწორად გაიგე შენ. რა თქმა უნდა, რომელი მოგწონს გემოვნების საკითხია
და გადარწმუნებას არ დავიწყებ, მით უმეტეს, რომ ჩემი გადმოსახედიდანაც ჰაინკესის საჩემპიონო გუნდი
გაცილებით უფრო ძლიერი იყო, ვიდრე მაგალითად გუშინდელი ბაიერნი, მაგრამ სხვა რამეს ვამბობ...
სასიცოცხლო ციკლს თუ განვიხილავთ რამდენიმე გუნდისას, უხეშად რომ ვთქვათ პარაბოლას ან მის
ნაწილს მივიღებთ. გუარდიოლას ბარსელონა, უცებ ავარდა მაღლა და ნელ-ნელა ვარდნა დაიწყო,
ჰაინკესის ბაიერნი პარაბოლის ნახევარი აღმოჩნდა, ქვევიდან დაიწყო და პიკს რომ მიაღწია, მწვრთნელიც
წავიდა. შესაბამისად არ მიმაჩნია სწორად, როდესაც ჰაინკესის 2.5 წლის ნაშენებ, წარმატების პიკში მყოფ
გუნდს ადარებენ გუარდიოლას 8-9 თვის ბაიერნს, "არასამართლიანი" მგონია.
მეტად "სამართლიანად" თუ მივუდგებით და ჰაინკესის 8-9 თვის ბაიერნს შევადარებთ, არამგონია, რომ
ასეთი ცუდი დამოკიდებულება გაუჩნდეს უმრავლესობას დღევანდელი გუნდისადმი. არის მეორე საკითხი -
მემკვიდრეობა, გასაგებია, რომ გუარდიოლას საოცრება გუნდი შეხვდა უკვე, მაგრამ საკამათოა, რომელი
გუნდის მოტივირება უფრო მარტივია, რომელმაც ეს-ესაა ყველაფერი წააგო, თუ იმის, რომელმაც
ყველაფერი მოიგო. ამ მხრივაც ბევრი ფაქტორი გუარდიოლას მხარესაა.
მოკლედ სტილსაც შევეხები. ბარსელონასგან ფუნდამენტურად განსხვავდებოდა გუარდიოლას ბაიერნის
თამაში საბოლოო პასის გაკეთების მომენტით. ბარსელონაში ბოლო პასი კეთდებოდა მხოლოდ 100%იანი
მომენტის შესაქმნელად და ბაიერნში კიდევ ნებისმიერი ხიფათის, მაგრამ ამ სახიფათო მომენტის შექმნა
დღევანდელ ბაიერნში შეუძლია, პოზიციასთან მიმართებით თან, 4 კაცს - კროოსი, ტიაგო, რიბერი, გიოცე.
კროოსი ხასიათის კაცია, ტიაგო დამტვრეულია და ბოლო ორი ჭიჭვეიშვილივით თამაშობს ისეთ ფორმაშია,
ამან გამოიწვია სწორედ ის რომ ხიფათი ვერ შევქმენით. ეს არის და ეს
This post has been edited by Giusha on 25 Apr 2014, 03:48