ჩემი აზრით ამ თამაშმა მთავარ კითხვას ვერ გასცა პასუხი და ვერც გასცემდა, მით უმეტეს ბრაუნშვაიგთან მატჩი ვერ გასცემს
ერთი რაც გამოჩნდა ისაა, რომ შვაინშტაიგერი მგონი საუკეთესო ფორმაშია ბაიერნიდან, რობენთან ერთად
გიოცე თითქოს კარგად შემოვიდა, გოლი+პასი და აქტიურობდა კიდეც, მართალია უკვე დაღლილ და გახსნილ სუსტ მეტოქესთან, მარა მაინც, იმედია შევიდა ფორმაში
რიბერი ისევ ვერა რა, მიუხედავად იმ ბრწყინვალე პასისა
თავს ვიმშვიდებ, რომ დიდად თავს არ იკლავს ასეთ მატჩებზე, მარა არაა ფორმაში ნაღდად
არადა საუკეთესო რიბერი გვჭირდება ასეთივე რობენთან ერთად
ნოიერი ბრაუნშვაიგთან მაინც იყოს, თორემ სერიოზულად ავნერვიულდები მაგ საკითხზე
რეალს გადასარევად არ უთამაშია გუშინ, მარა კიდევ ერთხელ გამოჩნდა, როგორ გაგვიჭირდება, თან რონალდუც რომ დაბრუნდება
კონტრშეტევების შანსები მაქსიმალურად უნდა მოვუსპოთ, თორემ ბელი და რონალდუ არაერთხელ გაიქცევიან ისე, როგორც გუშინ მეორე გოლისას
ალაბას იმედია უფრო უკან ყოფნას დაავალებს გვარდიოლა
გოლის გაუშვებლად იქ ვერ გავძლებთ
2 რომ გავიტანოთ რა კაი იქნება
მთავარია შაბათს თუ როცაა, არავინ დაიმტვრეს
შაქირი სადაა, როდის ბრუნდება თუ იცით?
როდის გავა ახლა 1 კვირა