ლეგენდარული ფინალი ლეგენდარული ქალაქის მწვანე მინდორზე – ევროპის დედაქალაქად აღიარებულმა პარიზმა უმასპინძლა ისეთ ფინალს, რომლის დამთავრების შემდეგ ნებისმიერი კალიბრის საფეხბურთო ლეგენდა ინატრებდა იმ წვიან საღამოს ,,სენ დენიზე" თამაშს.
მიზეზი ამისა მართლაც რომ ბევრი იყო:
გოლგაუშვები ,,არსენალი", რომელმაც მიმდინარე გათამაშებაში თვით ,,მილანის" წინა წლის დამყარებული 7 მატჩიანი მშრალი თამაში დაამხო და უწია 10 ასეთ შეხვედრას.
,,მეთოფეთა" კარის დარაჯის დამსახურებაც იყო ეს, თუმცა გერმანელმა თავად ჰოლანდიელი ლეგენდის, ედვინ ვან დერ საარის 10 წლის წინანდელი რეკორდი დაამხო და 853 წუთი გოლი არ გაუშვა – 1/2 ფინალში, ხომ თვით არგენტინელ გენიოსს, რიკელმეს არ დაანება 11–მეტრიანი პენალტის გატანა.
ბარიერის მეორე მხარეს კატალონიელები დგანან, ბარსელონელები 12 წელი ატარებენ ათენური სირცხვილის ბოღმას, 1/2 ფინალში სწორედ ამ სირცხვილის მთავარ მიზეზს, ,,მილანს" სძლიეს და თასის მოგებაც უფრო გემრიელი იქნება.
,,ბარსელონას" წილ ერთი ჩემპიონთა ლიგის ოქროს მედლებია.
,,არსენალის" წილ კი დებიუტი ჩემპიონთა ლიგის ფინალში.
ორი უდიდესი ლიდერი დგას ერთმანეთის პირისპირ. ტიერი ანრი და რონალდინიო.
...და მე–18 წუთზე ბრაზილიელის ჯადო პასით ,,მოუთვინიერებელი ლომი" სამუელ ეტოო საჯარიმოში ბურთს შეჰყვა...
ეტოო მინდორზეა გართხმული, ლუდოვიკ ჟიულის გოლი გააქვს, 1:0... ლემანმა მშრალი სერია შეწყვიტა...
თუმცა არბიტრის სასტვენის ცხადყოფს, რომ ლემანს თავისი ,,მშრალი სერია" გასახდელში მიაქვს და ანგარიში უცვლელია – 0:0... ლემანი გაძევებულია თუმცა ,,მეთოფეები" ბრძოლას განაგრძობენ და გოლიც გააქვთ – 1:0 ლონდონელთა სასარგებლოდ. ყველა რონალდინიოს აფეთქების მოლოდინშია, მან ხომ ზღაპრული სეზონი განვლო პარიზამდე, თვით კატალონიელთა მოძულე ,,სანტიაგო ბერნაბეუს" დასტუყა მან მქუხაერე და ალალი აბლოდისმენტები, პრინციპში ბრაზილიელმა ერთი დიდი საქმე გააკეთა – მზაკვრული პასით ეტოო ლემანს შეატოვა და ეს უკანასკნელი იძულებული იყო წითელი ბარათის ფასად კამერუნელი შეეჩერებინა.
წვიმა ძლიერდება, ბარსა დაწოლას აძლიერებს და თამაში ნელ–ნელა დასასრულს უახლოვდება. ბარსას ისედაც ზეშემტევითი სტილი, კიდევ უფრო შემტევითი ხდება. ლარსონი საყრდენი ვან ბომელის მაგივრად შემოდის, რომელიც ხდება კიდევაც მატჩის გმირი ორი საგოლე გადაცემით. საბოლოოდ 10 კაციანი ლონდონელები დანებდნენ 11 კაციან კატალონიელებს. პარიზული წვიმა ანელენს მინდორზე უხვად გადმონთხეულ ემოციებს და თითქოს დასტირის კიდევაც, ლონდონელთა ზელეგენდას ტიერი ანრის, რომელიც ალბათ ქვეცნობიერად გრძნობდა კიდევაც მისი ბრიტანული კარიერის დასასრულს. ერთი წელი გაუძლო ფრანგმა ,,ბარსელონაში" გადასვლის ცდუნებას, თუმცა მერე დანებდა და გახდა მისი წევრი.
ალბათ ამ წვიმიან საღამოს ანრი სულიერად დაემშვიდობა წვიმიან ლონდონს.
ეს სტატია დაწერეს ფბ ზე , ლეგენდარული ფეხბურთელები ამ გვერდზე