წლებია უკვე მიდის კამათი რო რომელი ინგლისური კლუბია წამყვანი თავისი ისტორიით, გულშემატკივრით, ინგლისურ ფეხბურთში შეტანილი წვლილით. ლივერპული არის ერთ-ერთი ის გუნდი ვინც იმსახურებს ამ ტიტულს. მოკლე ფაქტები გავიხსენოთ

ინგლისში ყველაზე მეტჯერ აქვს მოგებული ჩემპიონთა ლიგა.
ერთადერთი კლუბია რომელმაც მოიგო ორჯერ ჩემპიონთა ლიგა პენალტების სერიაში.
ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება ჯგუფურ ეტაპზე

ბეშიქთაში 8-0
პირველი და უკანასკნელი გუნდია ვინც მოიგო უეფას თასი და გახდა ქვეყნის ჩემპიონი ერთდროულად. ორჯერ(72/73 და 75/76 წლ)
მოკლედ სტატისტიკა ლივერპულის მხარესაა.
ისტორიის მხრივ თუ გავიხსენებთ ყოველთვის მოწინავე პოზიციებზე იყო, ელიტაში, შეეძლო ევროპაში ინგლისური ფეხბურთის სიტყვა ეთქვა.
რამდენიმე ერა ქონდა ისტორიაში რომელიც აღსანიშნავია.
ბობ პენსლის პერიოდი: არი გამოსაყოფი რომელის საუკეთესო შედეგი დადო ლივერპულის ისტორიაში. 9 სეზონიდან 6 ჯერ გახდნენ ჩემპიონები და საერთო ჯამში 21 ტიტულის დადება შეძლეს.
ჯო ფეგანის პერიოდი: როცა გუნდმა შეძლო ბევრი რეკორდების დამყარება მათ შორის ოთხჯერ ზედიზედ მოიგეს ლიგის თასი და სამჯერ ზედიზედ ინგლისის ჩემპიონი.
დარგლიში პერიოდი: ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი პერიოდი ლივერპულისთვის, სამჯერ ინგლისის ჩემპიონატი, ორჯერ ინგლისი თასი, ოთხჯერ ინგლისის სუპერთასი და ერთხელ ლიგის თასი.
ულიეს პერიოდი : 2000-01 მემგონი ყველაზე კარგი სეზონი იყო, ბირმინგემთან მოგებული თასის ფინალი პენალტებით და უეფას თასის მოგება ალავესთან. სხვა ერა დაიწყო ამ პერიოდში, ისეთი ხალხი მოვიდა რომელმაც მერე საფუძველი ჩაუყარა ახალ ლივერპულს.
ბენიტესის პერიოდი : სტამბულის ფინალი არის ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და დრამატული იყო, თამაშის ესე შემოტრიალება და გამარჯვება, მარტო გამორჩეულ გუნდებს შეუძლიათ.
როჯერსის პერიოდი: ამ კაცმა გააკეთა მთავარი - შეკრა გუნდი და ათამაშებს ისეთ ფეხბურთს როგორიც შეეფერება ლივერპულისნაირ გრანდს. საკუთარი თავის რწმენა დაუბრუნა გუნდს და მიუხედავად იმისა რომ შემადგენლობა არაა ვარსვლავური - ქვეყნის ჩემპიონის ტიტული დამსახურებულად მოუპოვა(დიდი ალბათობით)

ლივერპულის ისტორიაში იყო რამდენიმე ტრაგედია რომელიც გადაიტანა გუნდმა და ამან დიდად განაპირობა მისი შემდგომი განვითარება, ჰილსბროს ტრაგედია, რომლის დროსაც დაიღუპა 96 ადამიანი, არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ამბავი რომელიც მოხდა ინგლისურ ფეხბურთში. ბევრი იმდროინდელ პოლიციას და გაუმართავად ხალხის შეყვანის სისტემას აბრალებს. ამ ტრაგედიამ გააერთიანა ხალხი და უფრო მეტი მოტივაციით გულშემატკვირობდა საყვარელ გუნდს.
კაპიტანი : როცა გუნდის წარმატებაზე მიდის ლაპარაკი, აუცილებლად უნდა ითქვას კაპიტნის შესახებ, ჯერარდი არის სწორედ ის ადამიანი რომელიც დაბადებულია როგორც ნადვიი კაპიტანი. ბოლო წუთემაბდე მებრძოლი, შედეგის მიუხედავად გუნდის გამამხნევებელი და შემკვრელი. გადამწყვეტ მომენტში გარდატეხის შემტანი. მარტო სტამბულის ფინალი ღირს იმის სადემოსნსტაციოდ თუ როგორია ჯერარდი, ოლიმპიაკოსთან 2004 ში და ვესტ ჰემთან თასის ფინალი 2006 ში.
და ბოლოს გულშემატკივარი. საერთოდ გამოირჩევა ბრიტანეთი გულშემატკვირობის განსაკუთრებული ფორმებით. თავდადებით. გამნხევებით, სიმღერებით, სლოგანებით და შეძახილებით, მაგრამ აქაც შეგვიძლია გამოვარჩიოთ ლივერპულის ფანობა, განსაკუთრებით მაშინ თუ ისინი ენფილდზე არიან შეკრებილები. აქაური ატმოსფერო არის მართლა შესაშური ნებისმიერი გუნდისთვის და ფანობისთვის.