უვიციხო. გასაგებ. მოდი სხვა მხარეს წავიყვან საუბარს, იმიტო რო შენ ნათქვამ აღარაფერი დაემატება.
ცოტა თანამედროვეობა მიმოვიხილოთ და ჩვენი დილეტანტური თვალით გავხედოთ მომავალს

ზოგადად ძალიან სტატისტიკაში და მათემატიკაში გადაიყვანეს მოურინიომ და გვარდიოლამ ფეხბურთი.
აი რაც მოურინიომ ფუტრეს უთხრა, ეგ ხო ჩვეულებრივი მეცნიერებაა?
სამეცნიერო ნაშრომი

იგივე გვარდიოლა, რა მოიგონა გვარდიოლამ? ამას წინათ ვკამათობდი მაგაზე ზუსტად (შარშანდელი და წლევანდელი ბაიერნის შედარებიდან წამოვიდა კამათი).
გვარდიოლამ უკვდავების წამალი მოიგონა მათემატიკურად.
რას ვგულისხმობ:
აი რა მაგარი გუნდებიც არ არსებულან, რა მაგრადაც არ უთამაშიათ, სტაბილურად ერთი და იგივე დონეზე არც ერთი გუნდი არ დარჩენილა.
არ დარჩენილა იმიტომ რომ ამ თამაშს ადამიანები თამაშობენ, მათ აქვთ ემოციები, მათ აქვთ ფიზიკური მონაცემები, მათ აქვთ მოტივაციები, აქვთ სათამაშო ფორმა.
ეს ყველაფერი კი ამოწურვად/წარმავალია.
შესაბამისად მაგარი გუნდი რო ხოდზეა და ჯლიგინებს დაფირინავს (აი შარშანდელი ბავარია რო იყო, ან კონფედერაციის ბრაზილია, ან რავი 2002-ის რეალი (იმ მერკებით), ან საფრანგეთი 2006-ში, რაიკარდის ბარსელონა და ა.შ.) აი ეგრე მუდმივად ვერ იფრენს, ადრე თუ გვიან, ფიზიკურ-ემოციურ-მოტივაციურად გამოფიტებიან და მოუწევთ კლასის ხარჯზე გადასვლა და მანდ კი როგორც წესი ახალი მათნაირი ჯობნის ხოლმე.
როგორც ვეტერან მსროლელებს ადრე ახალგაზრდა მსროლელები ანაცვლებდნენ.
ამ გვარდიოლამ კიდე გამოთვალა და მოიგონა მექანიზმი,
რომელიც საშუალებას გაძლევს რომ მუდმივად, მიუხედავად მოტივიაციის და ფიზიკური მონაცემების მდგომარეობისა,
შენ გქონდეს დომინაცია ჯერ მოედნის თითოეულ მონაკვეთზე, მერე მთელ მოედანზე, მერე თამაშში და მერე ტურნირებში მთლიანად.
მისი ეს გამოგონება არ საჭიროებს მუდმივ ფრენას, ეს მათემატიკაა აქ სტაბილურად უნდა მიყვე ხაზებს.
ამიტომაც მოუტანა ამ ტაქტიკამ ისეთი დომინაცია ბარსას და ესპანეთს, როგორიც არ ახსოვს არავის.
აი წინა ევროპაზე გამოიფიტა ხო თითქოს მოტივაციაც დაუვარდა ესპანეთს. მარა ეს იმდენად მათემატიკაა, რომ არანაირი გავლენა არ იქონია და მაინც მოიგეს.
ამ წამლით შენ არასდროს დაბერდები და არ მოკვდები.
გექნება რაღაცა ჩავარდნები, ისა ესა, მაგრამ არასდროს მოკვდები.
ამიტომაც ვამბობდი, რომ შარშანდელი ბაიერნი კი ჯობდა წელსას, მაგრამ შარშანდელი ბაიერნი ვერ შეინარჩუნებდა იმ დუხს და ხოდს, იმიტომ რომ ის ემოცია და ფიზიკური ფორმის შერწყმაა.
ეს ბაიერნი კიდე სუ ესეთი იქნება როგორიც წელსაა სანამ აქ გვარდიოლა იქნება, იმიტო რო ეს არის მათემატიკა

ხოდა იქით მოურინიოს მეორე მათემატიკა აქვს სხვა მაგალითები ყავს გამოყვანილი, ოღონდ ის უფრო სუსტია საბოლოო ჯამში.
ამ რასკლადში კიდე რა არის გამოსავალი, რომ ფეხბურთი კვლავ ადამიანური გახდეს?
ეს მათემატიკა იმჰო ვეღარ წავა წინ, ანუ უფრო მეტად ვერ გამეცნიერულდება ფეხბურთი.
მე მგონია რომ როგორც კაცობრიობა ადრე თუ გვიან მიაღწევს პიკს და დაინგრევა, ხოლო შემდგომ თავიდან დაიწყებს განვითარებას,
ისე მოუვა ფეხბურთს, ოღონდ ბევრად მალე
ჯერ არა ოღონდ. ჯერ ეხლა სხვა მწვრთნელები შეეცდებიან დახვეწონ იგივე მათემატიკით თავიანთი გუნდები და მერე ყველა რო ეგეთი გახდება,
მერე გაიჩითება ვიღაცა ვინც გადმოიღებს საფეხბურთო სახელმძღვანელოებს, გადმოიღებს ძველ ვიდეოებს და ადამიანური ფეხბურთით დაანგრევს მათემატიკურ ფეხბურთს.
რადგან ღრმად მწამს, რომ რობოტს ისევ ადამიანი დაამარცხებს, თავისი ადამიანური, არასრულყოფილი თვისებების გამო.
გადაიწვება ეს მათემატიკური მანქანები ადრე თუ გვიან.
რას იტყვი?