გადიხარ და იქ თამაში აჩვენებს, ვინაა იძულებული გაიძურწოს უკან და ვინ უტევს (ყველას გვითამაშია)
ბარსას რომ აჯობო ხავი-ინიესტას უნდა დააჯახო გვარდიოლა-შუსტერი გამართული ტაქტიკითა და ფილოსოფიით და ვნახავთ ვინ ვის
(წინასწარი გათვლები არის მე-2, მე-3 და მე-5 თამაშიდან (პირველიდან მიღებული გაკვეთილის გათვალისწინებით), როცა პირველად ხვდებიან, იქ ყველაფერი უმარტივესია, ერთს არ გამოუვა მეორის დაჩაგვრა, მეორეს გამოუვა პირველის უბურთოდ დატოვება, შეუტევს როგორც კატა თაგვს და ამას ვერანაირი ტაქტიკა ვერ უშველის
"მაგრამ მე როგორც მაყურებელს მირჩევნია რომ სტადიონზე იყოს ორი გუნდი"
რატომ მოგვიგო ბავარიამ თუ ეგრეა 7:0, გაეტანინებინა ერთი 5, თვითონ ხომ კარგად გვიტანდნენ, ჰოდა მაგარი თამაში გამოვიდოდა
ვგულისხმობ, როცა გუნდი გჯობია, რანაირად უნდა იყოს ორმხრივი თამაში? (ბარსა - ბავარიაზე ორმხრივი მარტო ხავიმ დაინახა, ბურთს ვფლობდითო, ეს იყო ცალკარა ორივე თამაშში. ყველა ვთანხმდებით რომ ,,ბურთის ფლობა" არაა უპირატესობა, თუ არის მაშინ კიდევ უფრო იოლია ამოცონა, სიტყვაზე აგერ წინა კვირას გამართულ თამაშებს ,,ამოვაგდებ" სადაც 50%/50%-ზეა ტერიტორია, მომენტები თანაბრად ქონდათ და ვნახოთ ყურებით როგორ დატკბებით

)
ან მილანმა რომ 4:0 მოგვიგო, მოეცა უფლება შეტევის 0-ზე რომ დაგვსვეს პირდაპირი გაგებით
მე აი რას ვგულისხმობ
90-იანიდან მოყოლებული, ვინ იყო ,,ერთი თავით მაღლა" ვიდრე სხვა გუნდები? ვინ იყვნენ დომინანტები
გვარდიოლას ბარსა
ვან გაალის აიაქსი
კაპელოს მილანი
ლიპის იუვენტუსი
ჰიტცფელდის ბავარია
მანჩესტერის ორი თაობა
და ,,გალაქტიკოსები"
ეს იყვნენ ,,დომინანტი" გუნდები, ვინც თამაშის დროს აშკარად ჯობდნენ მეტოქეებს, მითუმეტეს ნაციონალურ ჩემპიონატებში
ევროპაში გამოუჩნდებოდათ ხოლმე ის ვინც შეეტოქებოდა
სიტყვაზე გადაიკვეთა ვან გაალის აიაქსი და ლიპის იუვენტუსი
ბავარია და მანჩესტერი
მანჩესტერი და ბარსა (სადაც გამოჩნდა ბარსა არნახულად მაღლა იდგა)
როცა 1 გუნდი მეორეზე მაღლა დგას, რანაირად უნდა იყოს ეს ,,ორმხრივი თამაში"?
რაღაც არ მახსენდება ლიპის იუვენტუსის კართან მომენტი მომენტზე შექმნილიყოს ან ფიგუ-ზიდანებს აყოლოდნენ და მომენტები ,,თანაბრად გაეყოთ"
ან კაპელოს მილანმა ზღაპრული დაუმარცხებელი სვლა რომ გამოაცხო, ერთი ნახეთ აბა ვის ,,ქონდა შანსი" და დაიხუნძლა მომენტებით
რამდენადაც მაღლა იდგა გუნდი სხვაზე, მით ნაკლებით უწევდა სხვას დაკმაყოფილება
ერთი ქმნიდა მომენტებს და მეორეს უწევდა დაკმაყოფილება მცირედით, იმ მცირედით რითაც ახლა კმაყოფილდებიან მეორე ნომრად ვინც არჩევს ითამაშოს
(როცა იკვეთებოდა ორი თანაბრად ძლიერი გუნდი, იყო თანაბარი თამაში, ან როცა ,,მომენტი იყო" (სიტყვაზე ბორუსიამ 3:1 მოუგო იუვენტუსს ზუსტად ისე, როგორც ინტერმა მოუგო ბარსას, მაგრამ ამით არ იცვლება რომ მეორენი იყვნენ ზოგადად უფრო ძლიერნი და სახელიც მათ დარჩათ, ტიტული კი პირველებს)
რა, ახლანდელ ბარსასთან ნაკლებ მომენტს ქმნიან მეტოქენი ვიდრე სიტყვაზე იუვენტუსთან? ვინ გითხრათ

ვითომ საიდან რომ ჩელსის როცა ეთამაშები მეტოქეს ბევრი შანსი აქვს და ბარსასთან არა? (როცა სიტყვაზე მაქვს მეკარეების სტატისტიკა, სადაც ბუფონს ნაკლები გარჯა უწევს ვიდრე ვალდესს)
,,თანაბრად იყოფენ" მომენტს თანაბარი გუნდები თანაბარ სიტუაციაში (როგორც ზოგჯერ დომინანტ გუნდებსაც ,,ემართებათ"), თანაბარი თამაშებია სულ ესპანიოლი - ვილიარეალი ან ვესტ ბრომი - კარდიფი, უყურეთ ვინ გიშლით, ეგერ სელტა ყველასთან ,,თანაბარს თამაშობს", მე მირჩევნია ,,არათანაბარ" თამაშებს ვუყურო, როცა რეალი, ბავარია ან სიტი აუტსაიდერებს ანადგურებენ
დომინანტი ქართული გუნდის თამაშს მირჩევნია ვუყურო გავარდნის კანდიდატთან, ან მეორე ადგილოსანთან, რა პრობლემაა (მაინც შეჭამს, რადგან დომინანტია) ვიდრე ორი საშუალო გუნდის თამაშს საქართველოს ჩემპიონატში (სადაც თანაბრად ექმნება ორივეს მომენტები)
მომენტებს ბარსასთან საკმაოდ ქმნიდნენ ამ არნახულად დომინანტურ წლებშიც
მომენტებს ბარსა ვერ ქმნის ავტობუსებთან
ბარსა ხვდება ოსასუნას ან რეალი ბეტისს და ,,დამდაბლდეს" ორმხირივ მომენტიანი თამაშები ითამაშოს?
(რეალს ეს გაუკეთებია, %-ს უთმობს აუტსაიდერებს თავის მოედანზე

მაგრამ ამით სანახაობას არაფერი მომატებია)
სანახაობა იქმნება როცა ორივე გუნდი თამაშობს მაგარ ფეხბურთს, როცა შედარებით სუსტი აყვება ძლიერს, გამოდის მაგარი თამაში, თორმე ჯერ ისეთი მაგარი თამაში არ მინახავს ძლიერი გუნდი შედარებით სუსტს აყოლოდეს და მაგარი გამოსულიყოს
მაგრამ ეგეც ბარსას ბედია, აკი არნახულად დომინანტური ფეხბურთი ქონდა, სხვაზე ათი თავით მაღლა და ისევ იმათ მოიგონეს ,,არ მაჯობო რა, რომ დაძაბული თამაში გამოვიდეს" (მოფიქრება ხომ ყველაფერს უნდა), აბა სხვაზე კი არ იტყვიან ზედიზედ ჩემპიონთა ლიგები/თასები თუ ეროვნული ჩემპიონატები ზედიზედ 5-ჯერ რომ მოიგოს იმათზე მსგავსს
აჰა, ჩამოვედით ,,ამათ დონეზე", მოემატა ამით სანახაობას რამე? დააკლდა, დააკლდა.