1999 წლის შემდეგ "ატლეტიკოს" არ მოუგია დედაქალაქური დერბი. 14 უიღბლო მწვრთნელი, გოლიათთან შერკინებებში დალეწილი გულები, შერყეული რწმენა... უნდა მოვიგოთ, თქვა სიმეონემ. როგორ? სრულიად უბრალოდ, მე მაქვს რეცეპტი.
უნდა აართვათ ბურთი დი მარიას. მიაწოდოთ პარტნიორს. მერე იმ პარტნიორმა ზუსტად უნდა დაარტყას კარში. სულ ესაა. განა, შეუძლებელია?! არა, შეუძლებელი არაფერია, გვჯერა და გვწამს "ატლეტიკოსი" - ისმის პასუხი. მადრიდელი მეფე შიშველია!
საჩემპიონო მატჩი "ბარსელონასთან". სიმეონეს სამწვრთნელო კარიერის მწვერვალი. 20 წუთში მადრიდული კლუბი შეტევის ორ ლიდერს კარგავს. არდა თურანისა და დიეგო კოშტას გარეშე შანსი მცირეა. სიმეონე არ ნებდება. ეძახის კოკეს და ეჩურჩულება...
"ბარსას" გააქვს. მესის "აჩრდილი" საგოლე პასს უკეთებს ალექსის სანჩესს. ჩილელი ანდების ინდიელივით ელასტიურია ბურთთან. დიდებული გოლი გამოდის. "ბარსელონას" "არ ჰყავს" მწვრთნელი, მაგრამ აქვს თავმოყვარეობა. გუნდი ცუდ სეზონში ყველაზე კარგ თამაშს ატარებს.
საჩემპიონო ოცნება რეალურია. ამ ოცნების ახდენამ უნდა დაავიწყოს "კამპ ნოუს" წლევანდელი კოშმარები...
იწყება მეორე ტაიმი. მინდორზე გადის 11 ათლეტი, კბილებით, ფრჩხილებით, ფეხებით მეომარი 11 მამაცი გული, მეთორმეტე კი სათადარიგოთა სკამზე იტანჯება. როგორ უნდა, შევიდეს მინდორზე და თავის ბიჭებთან ერთად მოკვდეს! მით უმეტეს, ისეთი თამაშია, თვითონ რომ უყვარდა და ეხერხებოდა. როგორი სიამოვნებით დაიბერტყავდა წელთა სიმრავლეს. ოღონდ, დღეს "ატლეტიკო" ნუ დამარცხდება, ოღონდ, ღარიბმა ბიჭებმა გაიმარჯვონ.
მეორე ტაიმს დიდი მწვრთნელები იგებენ. "ატლეტიკო" ათანაბრებს. ეს მოგების, საჩემპიონო ტიტულის ტოლფასია! "ბარსა" გაგიჟებით უტევს. მერე, რა? უბრალოდ, უნდა ავართვათ ბურთი მესის, ვინც მთლად აჩრდილიც აღარაა. შეიძლება, კარში ვეღარ დავარტყათ, მაგრამ ბურთი უნდა დავიჭიროთ! მაგრად გვიტევენ ეს ოხრები, თითქოს იწებებენ ბურთს!
აართვეს, გადააწოდეს, ვერ გაიტანეს, მაგრამ არც გაუშვეს და იჩემპიონეს - "მესამე ძალა" პირველად იქცა! დიეგო სიმეონემ კი, "რეალთან" და "ბარსელონასთან" ერთად, ის შეხედულებაც დაამარცხა, რომ დღევანდელ ფეხბურთში ყველაფერს ფული წყვეტს.
ის წამით "კარგავს" საკუთარ თავს. მალე პოულობს. ფეხბურთელებთან მიდის. ეხვევა. ზეიმობს... "კამპ ნოუ" კი ფეხზე დგას და ალალ ტაშს არ ამადლის ახალი დროის გმირს.
http://sportall.ge/fexburti/uckhouri-fekhb...-chempioni.html 
პ.ს. მიუნხენის ბაიერნის დედას შ#####ს მთელმა საფეხბურთო სამყარომ

Dima Fan შენ იყავი კარგად და ეროსის დედაც მოვდღან და კოლხელისაც
This post has been edited by Al Pachino on 1 Jun 2014, 18:58