ჩელსისთან ითამაშებს როხიბლანკო თავის სტილში, სწრაფი კონტრიერიშები, მაქსიმალური დატვირთვა სტანდარტულებზე, მკაცრი პრესინგი მოედნის ცენტრში და საკუთარი საჯარიმოდან რაც შეიძლება შორს გამოტანა ბურთის

რა თქმა უნდა ეს იცის ჟოზემაც, ამიტომ ისიც საგულდაგულოდ შეარჩევს ტაქტიკას
შეიძლება გარისკოს და ის შესთავაზოს ჩოლოს რასაც ყველაზე მეტად არ ელის არგენტინელი, თავის მხრივ ამ ვარიანტის განუხილველად დატოვება სიმეონეს მხრიდან არ იქნება სწორი

კაი აბლაბუდა კი გამოვიდა, მაგრამ როცა ორი გუნდურად და საკუთარი ტაქტიკით მოთამაშე გუნდი ხვდება ერთმანეთს ამას დიდი მნიშვნელობა აქვს

ორივე თამაშობს გუნდურ თამაშ თუმცა ჰყავს კარგი შემსრულებლები და ინდივიდუალისტები, შედეგად დიდი მნიშვნელობა ექნება მომენტების რეალიზაციას მაქსიმალურად

ჩელსის უპირატესობა საკუთარი კედლებია, ატლეტიკოსი ის რომ ერთი გოლით შეიძლება მიაღწიოს მიზანს

დანარჩენი კი იღბალის და კონკრეტული დროის ამბავია: რიკოშეტი, ავტოგოლი, მოულოდნელი ფეხის დაცურება და ასე შემდეგ. სხვა მხრივ მგონია რომ დაცვა ორივეს ისევ მჭიდროდ ეყენება და უხეშ შეცდომას არც ერთი არ დაუშვებს, მოკლედ მე შანსებს ისევ 50/50 ზე შევაფასებდი

პ.ს. ატლეტიკოს მოედნის ცენტრში კაპიტანი გაბის გარეშე მოუწევს თამაში, გაუჭირდებათ რადგან მის გარეშე ამ სეზონში არ უტამაშიათ და არც იციან ეს როგორია

თამაში დროს გაბი დარბის ყველაზე მეტს (სტატისტიკა), აქვს კარგი პასი რაც ვალენისასთან გოლისასაც დადასტურდა და კარგი შორეული დარტყმა
და რაც მთავარია საყრდენია, კაპიტანი და თან N14, ალბათ სიმეონე მასში საკუთარ თავს ხედავს და იმიტომაც უბოძა კაპიტნობა
მოკლედ დანარჩენს ოთხშაბათს ვნახავთ
ვამოს ატლეტი!