დარჩა 4 ფინალი: ლევანტე გასვლა, მალაგა სახლში, ბარსელონასთან გასვლა და რეალთან ფინალი ლისაბონში
4-დან 3 არის მოსაგები და ისტორიული დუბლი ატლეტიკოსია
მოურინიომ პირველად წააგო ზედიზედ ორი თამაში სტემფორდზე, სიმეონემ პირიქით - დრაგაოზე, სან სიროზე და სტემფორდზე მოიგო და კამპზე ფრე ითამაშა
ჩელსი პირველად გამოვარდა პლეი-ოფიდან 2011 წლის აპრილის შემდეგ
საუკეთესო ფეხბურთელად ხუანფრანი დასახელდა, მაგრამ პრინციპში ყველამ გენიალურად ითამაშა. კოკე ყველაზე მეტჯერ შეეხო ბურთს და ბრწყინვალე იყო (სიმეონემაც კოკე გამოყო), ხუანფრანმა აზარი-კოული-ასპი გადააბა და დაჭმუჭნა, ტიაგოს და მარიო სუარესს შეცდომა არ დაუშვიათ, გოდინს არასწორი პასი არ გაუკეთებია, ფილიპე ლუისმა 80 პასი გააკეთა 94%-იანი აკურატულობით, ადრიანზე, კურტუასა და დიეგო კოშტაზე ნუ რა უნდა ვთქვა და რაულ გარსიას 24 წუთიც კი ბრწყინვალე იყო.
კოშტას წვივში ტკივილის გამო დაუტოვებია მოედანი, მაგრამ ალბათ არაფერია სერიოზული
არდა პირველი თურქი ფეხბურთელი იქნება, ვინც ლიგის ფინალს ითამაშებს - თუ ითამაშა.
ორივე მწვრთნელმა მიუთითა, რომ მატჩის გადამწყვეტი მომენტი 61-ე წუთი იყო, როცა კურტუამ ტერის თაური აიღო და საპასუხო შეტევაში ეტოომ პენალტი აიკიდა
მოურინიომ მაინც არ თქვა, პენალტი იყოო

''seconds later, [there was] a penalty, which I'm happy people tell me was a penalty''

სამაგიეროდ რისფექთები აფრქვია, ძლიერი გუნდია და მეორე გოლის შემდეგ ტოტალურად აკონტროლებდნენ მოედანს, they're a real team and they know how to behave on a pitch

მადრიდული გუნდები დანარჩენ ნახევარფინალისტებზე ძლიერები არიან და პატივს ვცემ გუნდს, რომელმაც
მე გამომაგდოო
სიმეონემ არ თქვა, რა უთხრა ჟოზემ - ჩემთვის დავიტოვებ, ძალიან ლამაზი იყოო
სამაგიეროდ მიულოცა ფეხბურთელების დედებს, თქვენს შვილებს დიდი კოხონები მიეცითო

შანსები ლიგის მოგებაზე:
https://twitter.com/ESPNStatsInfo/status/46...4/photo/1/large