ბევრი დანტე ბოატენგს აგინებთ, ძნელია როცა 1X1ზე გიწევს ცხენებთან დაპირისპირება და თან იცი დამზღვევი არ გყავს, აი რამოსი და პეპე თუ კარგი გამოჩნდა და ასეც იყო, მათ ყველა სიტუაციაში დამზღვევი ჰყავდათ, სიტყვაზე თუ რობენი მარჯვნივ გაიგდებს ბურთს იქ კოენტრაო აზღვევს, თუ მარცხნივ იქ რამოსი დახვდება და ა.შ.
პეპმა აბსოლიტურად შეცვალა დაცვის მექანიზმი, იუპის დროს რიბო ალაბას აზღვევდა, რობენი ლამს, ბასტი და ხავი დანტე ბოასთან ერთად გაუვალი კედელი იყო, თამაშებს ისე ვამთავრებდით კარში ვერ გვირტყამდნენ, მართალია პეპის ბარსაც ეგეთი იყო, მაგრამ რაღაც ვერ მოხერხდა ამ ბაიერნში ეგრე, პრესინგისგან თავს როგორც კი დაიძვრენდნენ მადრიდელები 2-3 გადაცემით გამწვავებული იყო შეტევა. კარში არ დარტყმა კიდე ცალკე საკითხია... კარში დაარტყა და დააცილო ჯობია ვიდრე ბურთი დაკარგო და მწვავე შეტევა მიიღო. რავი გუარდიოლაა და მჯერა მაინც პეპის, ინიესტა ან მესი მოიყვანოს

შეტევას რაც შეეხება, აი არ გვყავს ინიესტას და ხავის დონის გამჭოლი პასის გამკეთებელი, ერთადერთი ალკანტარააა და ისიც ინვალიდი აღმოჩნდა. მეშინია მარტინესი არ წავიდეს ბაიერნიდან, ტიპი უძლიერესია, ბურთზე დაგეშილია, მაგ დონის ბურთის წართმევის ალღო პროსტა ვის ააქვს და პეპმა რა იკისრა რა... დასანანია პროსტა რა, დასანანია, რა ცუდი ისტორია დაგვიწერა თავმოყვარე გუნდს.
რიბერის საქციელზე რო ესეთი აჟიოტაჟია ღმერთმა იცის რა უთხრა კარვახალმა, ან რატო ეგეთი აგრესია, როცა ზიდანს რაც სიბინძურეები აქვს გაკეთებული (არ ვგულისხმობ მატერაცის მომენტს, გავიხსენოთ იუვე - ჰამბურგი 1-3 და ოლიმპიაკოსთანაც ააქვს მგონი მსგავსი ნაკისრები...) პეპე, რამოსებზე, მარსელოებზე რო აღარაფერი ვთქვათ.
კიდე რავი ხალხო, ნოიერი გაპიარებული მსოფლიოს საუკეთესო მეკარე როა არ გეჩვენებათ? ტიპი რეებს შვრებოდა ეს ერთი, თვალის გაყოლება და ნახტომის არ გაკეთება ეგეც ჩვევია, მკვდარი ბურთის მოგერიებაზე ხო საუბარიც ზედმეტია უკვე.. რავი მოკლედ
ფაქტი ის არის რომ პეპმა პირველი მატჩის შემდეგ სათანადო დასკვნები ვერ გამოიტანა, გუნდშიც ალბათ მოტივაციაც არ იყო, რიბერი ბრდარიჩის დონე იყო, კროოსი ამაზრზენი იყო, შვაინა რას ითხოვდა საერთოდ კაცმა არ იცის, მოკლედ დაველოდოთ მომდევნო წელს. ერთერთი დიდი შეცდომა იყო მოდრიჩის არ-განეიტრალება, როგორც ეს იუპმა პირლოს შემთხვევაში გააკეთა. აქ კიდე ჰაინკესის პირველ სეზონს ადარებთ, იუპს სკამი არ ჰყავდა, რეალთან მეორე მატჩი 120 წუთი 12 კაცით ითამაშა და ფინალში სამი ძირითადი აკლდა...
ყველა ღირსეულ მადრიდის გულშემატკივარს ვულოცავ.
This post has been edited by -Leo- on 30 Apr 2014, 19:17