იტალიური მედიის ცნობით, "მილანი", მიუნხენის "ბაიერნის" ხორვატი თავდამსხმელით, მარიო მანჯუკიჩით დაინტერესდა და იტალიური კლუბის ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი ოფიციალურ შეთავაზებას მალე გააკეთებს.
"ბაიერნის" ხელმძღვანელობა 28 წლის ფეხბურთელს
30 მილიონ ევროდ აფასებს, თუმცა ცოტათი ნაკლებ თანხაზეც უარს არ იტყვის.
მომდევნო სეზონში "რეკორდმაისტერთა" რიგებში რობერტ ლევანდოვსკი იასპარეზებს და ხორვატ თავდამსხმელს კლუბიდან აბარგებას უწინასწარმეტყველებენ. მანჯუკიჩისადმი ინტერესს ლონდონის "ჩელსიც" გამოხატავს.
მიდიგალიანი უფასოდ დაკერე