
გავრცელებული ინფომრაციის თანახმად "მილანში" შეიძლება კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი ვიხილოთ. ადრიანო გალიანიმ ოქრიაშვილთან და მის აგენთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო. აქვე იმასაც გეტყვით, რომ რეკომენდაცია ოქრიაშვილს კალაძემ და კობიაშვილმა გაუწია.
ოქრიაშვილი "შახტარის" საკუთრებაშია თუმცა "ჩერნომორეცში" იჯარის წესით არის განათხოვარი. "შახტარს" არ უნდა ოქრიაშვილის გაშვება თუმცა, თუ "მილანთან" მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა ფეხბურთელი "როსონერის" შეურთდება.
ოქრიაშვილი:" მე მქონდა შემოთავაზებები ჰოლანდიიდან და ესპანეთითან. რამოდენიმე დღის უკან ჩემს აგენტს "ვალენსიიდან" დაუკავშირდნენ ჩემს ტრანსფერზე. იმ შემთხვევაში თუ დავტოვებ "შახტარს" "მილანში" გადავბარგდები. იტალიურ გრანდს ყოველთვის პატივს ვცემდი და მინდა მისი ღირსება დავიცვა