მაგრად დაგვაკლად ბოლო თამაშებში ეგ შობელძაღლი, ჰენდოს ომნიპრეზენტულობა მოედნის ცენტრში ვერაფრით ამოვავსეთ, ეგეც კიდევ ერთი მიზეზი ჩვენი ხელმოცარულბისა, ერთი კაცი ვერ შეგვიცვლია 3 თამაშში ნორმალურად, რაზე უნდა ილაპარაკო.
რეალურად ჩვენი კონკურენტებისაგან საგრძნობ პროგრესს არცერთი გუნდისაგან არ ველი, ჩელსი ისევ ისეთი ავტობუსი გუნდი იქნება ვინც არ უნდა მოიყვანონ შეტევის ხაზში, სიტი იმაზე უარესი რაც წელს იყო, ის სანქციები უეჭველი იმოქმედებს მათ სატრანფერო აქტივობაზე ეგეთი ხელგაშლილები ვეღარ იქნებიან, არსენალი სტაბილურად მე-4 ადგილისათვის მებრძოლი, შუა სეზონში ტრავმები მიეძალებათ და გამოეთიშებიან საჩემპიონო რბოლას, ტოტენჰემი და ევერტონი pain in the ass-ის როლში მოგვევლინებიან, მანჩესტერი ახალი მწვრთნელითა და ახალი ფეხბურთელებით გარდამავალ პერიოდში იქნება, შესაბამისად უიმედოდ ეცდება 4-ეულისათვის იბრძოლოს.
ხოლო ჩვენ დაცვას სულ ცოტათი თუ მივხედავთ, მგონია ვერავინ დაგვიდგება, ნუ ჩვენი შეტევითი პოტენციალი კი ისევ ისეთივე მძლავრი იარაღი იქნება მომავალ სეზონშიც.