ლუის ენრიკეს ყველა კლასიკო, ჩემი ბავშვობა <3, აქ კიდევ მკითხეს, რატომ გყავსო ლუის ენრიკე ტოპ-3-ში საყვარელი ფეხბურთელებისა
დავიხმარო ემდ-ეს არქივი, 13 კლასიკო პრიმერაში
1. რეალი 2:0 ბარსა - ჩვენი იუდას ჩასვლა მადრიდში
პოზიცია: მარჯვენა მცველი I ტაიმში (რეალი მთელი ძალით უტევდა მაგ ფლანგიდან, რაული-მიატოვიჩით + რ. კარლოსი), ხავის პოზიციაზე მე-II-ში
შეფასება 3 (საუკეთესო ბარსადან), გაარტყა ძელს
2. ბარსა 1:0 რეალი
პოზიცია: სანჩესის ადგილზე I ტაიმში და 10 ნომერზე მე-II-ში
შეფასება 2 (ნორმალური), პრესინგზე და ბრძოლაში კარგი
3. რეალი 2:3 ბარსა
პოზიცია: კეიტას ადგილზე მთელი თამაში
შეფასება: 4 (მაქსიმალური, ისევე როგორც რივალდო-ფიგუს), გოლი
4. ბარსა 3:0 რეალი
პოზიცია: ხავის ადგილზე მთელი თამაში
შეფასება: 3, საუკეთესო I ტაიმში
5. რეალი 2:2 ბარსა
პოზიცია: მარჯვენა მცველი I ტაიმში, სესკად (მოხეტიალე შემტევი

) მე-II-ში
შეფასება: 3 (საუკეთესო რივალდოსთან ერთად), I ტაიმში სავიომ გააწამა და წინ გაუშვეს

6. ბარსა 3:0 რეალი
პოზიცია: სესკად მთელი თამაში
შეფასება: 4 (საუკეთესო), დუბლი
7. ბარსა 2:2 რეალი
პოზიცია: ხავის ადგილზე მთელი თამაში
შეფასება: 2 (ნორმალური), მონდომებული, მაგრამ წააგო ბრძოლა რეალის მცველებთან (ჯერემი-ი. კამპო ყავდათ მაგ პოზიციაზე ამოწეული)
8. რეალი 3:0 ბარსა
პოზიცია: ხავის ადგილზე მთელი თამაში (სანამ ხავიმ შეცვალა)
შეფასება: 1 (ფლოპი), ვერ იცნობდი, ტრიბუნიდან არნახული წნეხი მასზე
9. ბარსა 2:0 რეალი - იუდას ჩამოსვლა ბარსეში
პოზიცია: სესკად მთელი თამაში
შეფასება: 4 (საუკეთესო ხავი-პუიოლთან ერთად), გოლი
10. რეალი 2:2 ბარსა - რივალდოს არჩათვლილი
პოზიცია: ხავის ადგილზე მთელი თამაში
შეფასება: 2 (ერთ-ერთი უსუსტესი გუნდიდან), მაინც გააკეთა საგოლე პასი
11. ბარსა 1:1 რეალი
პოზიცია: სესკად მთელი თამაში
შეფასება: 1 (ფლოპი), ვერ გაიგო თავისი პოზიციაც კი
12. რეალი 1:1 ბარსა - ,,რობო"

, უდაძაბულესი და ბინძური მატჩი (ლუის ენრიკე-ზიდანის ეპიზოდიც მანდ)
პოზიცია: მე-2 თავდამსხმელი
შეფასება: 3, ლიდერი და კაპიტანი მტრის ტერიტორიაზე, იერომ აშკარად წააქცია 68-ე წუთზე და არ დაინიშნა პენალტი (მუნისი)
13. რეალი 1:2 ბარსა - პირველად შეცვლაზე
პოზიცია: სანჩესის ადგილზე (ოვერმარსის ნაცვლად)
შეფასება: 2, ბერნაბეუს ისე სძულს, როგორც არავინ, თვითონ ვერ ითამაშა, მაგრამ რაიკარდმა ,,ტაქტიკურად" სწორად ამ ცვლილებით შეიტანა გარდატეხა თამაშში