GiftCardინტერი ეჩალიჩება ყველაზე სერიოზულადო
სამაგიეროდ ჩვენ 36 წლის დროგბა გვეყოლება

ტყ
ჩირო იმობილე "დორტმუნდზე" ოცნებობს!ცოტაც და დორტმუნდის "ბორუსია", ალბათ, ხმაურიან ტრანსფერს სრულყოფს. როგორც იცით, გერმანულ კლუბს "ტორინოს" გოლეადორის, იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის, ჩირო იმობილეს გადაბირება უნდა.
ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, კლუბებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება და დიდია იმის შანსი, რომ 24 წლის ცენტრფორვარდი ძალიან მალე დორტმუნდელი გახდეს. "დორტმუნდს" 20 მილიონის გადახდა მოუწევს, იმობილე "ბორუსიასთან" კონტრაქტს 2018 წლამდე გააფორმებს და მისი წლიური ხელფასი 3.5 მილიონი ევრო იქნება.
მოლაპარაკებები იმის გამო გაიწელა, რომ იმობილე ნახევრად "ტორინოს" საკუთრებაა, მისი სატრანსფერო უფლებების დანარჩენი 50 პროცენტი კი ტურინის "იუვენტუსს" ეკუთვნის. ამრიგად, დორტმუნდელებს ორივე კლუბთან უხდებათ მოლაპარაკებების წარმოება. თავად იმობილეს "დორტმუნდში" გადასვლა უნდა და ეს პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა.
"ნებისმიერი ფეხბურთელი დიდ წარმატებებზე ოცნებობს. მინდა, ისეთ გუნდში ვითამაშო, რომელიც ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობს. დორტმუნდის "ბორუსია" გენიალური კლუბია და იქ გადასვლა ჩემთვის წინ გადადგმული, თანაც, უდიდესი ნაბიჯი იქნებოდა", - ამბობს იმობილე, რომელმაც დორტმუნდში რობერტ ლევანდოვსკი უნდა შეცვალოს.
"რობერტი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია და ჩემთვის მისი შეცვლა დიდი პატივი იქნება. უკვე ვესაუბრე იმ იტალიელ ფეხბურთელებს, რომლებიც ახლა ბუნდესლიგაში თამაშობენ. კალდიროლამ და დონატიმ დამიდასტურეს, რომ ბუნდესლიგა ბრწყინვალე ლიგაა. გერმანიაში ორივე ბედნიერია", - აცხადებს ჩირო.
იტალიური "გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, "დორტმუნდი", "ტორინო" და "იუვენტუსი" იმობილეს ტრანსფერზე, ფაქტობრივად, შეთანხმდნენ და გარიგების უკანასკნელი დეტალები ირკვევა. ჩირო იტალიის ნაკრების გაფართოებულ სიაშია და ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ "სკუადრა აძურას" მთავარი მწვრთნელი ჩეზარე პრანდელი მას მსოფლიოს ჩემპიონატზე წაიყვანს.
ბალოტელი "მონაკოსაც" მოუნდაიტალიის ეროვნული ნაკრების და "მილანის" თავდამსხმელის, მარიო ბალოტელის მსურველთა რიგს ფრანგული "მონაკოც" შეუერთდა.
იტალიური მედიის ცნობით, ფრანგები იტალიელის გადაბირებას მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ შეეცდებიან.
როგორც უკვე ცნობილია, იტალიელისადმი ინტერესს ლონდონის "ჩელსი", "არსენალი", "ლივერპული" და პსჟ იჩენენ. ჯერჯერობით უცნობია "მილანელთა" პოზიცია, შეელევიან თუ არა 23 წლის თავდამსხმელს.
მარიო ბალოტელიმ "როსონერთა" რიგებში გასულ სეზონში 41 მატჩი ჩაატარა და 18 გოლი გაიტანა.
"ჩელსი" ლავეცით დაინტერესდაბრიტანული პრესის ცნობით, ლონდონის "ჩელსი" პსჟ-ს არგენტინელი თავდამსხმელით ეზეკიელ ლავეცით დაინტერესდა, თუმცა რეალური შეთავაზება ფრანგებისთვის ჯერ არ გაუკეთებიათ.
ფრანგული კლუბი წელს კიდევ უფრო გაძლიერებას აპირებს და დავიდ ლუისის შემდეგ, ლონდონური კლუბის რიგებიდან აზარის, ოსკარის, და ჩეხის გადაბირება სურთ.
"არისტოკრატები" არგენტინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელს სამუელ ეტოოს შემცვლელად მოიაზრებენ. ლავეციმ გასულ სეზონში 43 მატჩში 11 გოლი გაიტანა.
მას შემდეგ, რაც ბრაზილიელმა მცველმა "ჩელსის" რიგები დატოვა ჟოზე მოურინიუ დაცვის გაძლიერებას ეცდება. ლონდონელების სამიზნე "პორტუს" მცველი ელიაკიმ მანგალა და მადრიდის "რეალის" ფრანგი ფეხბურთელი რაფაელ ვარანი გახდნენ.
“ინტერს” მაჯო სურსმილანის “ინტერი” “ნაპოლის” მცველის – კრისტიან მაჯოს შეძენითაა დაინტერესებული. ამის შესახებ აპენინური მედიასაშუალებები იუწყებიან.
მილანელები 32 წლის მარჯვენაფლანგელის გადაბირებას ზაფხულის სატრანსფერო სეზონში ეცდებიან. მხარეებს შორის მოლაპარაკება უახლოეს პერიოდში დაიწყება. ტრანსფერთან დაკავშირებით, “ნაპოლის” პოზიცია, ჯერჯერობით, უცნობია.
ცნობისათვის, იტალიის ჩემპიონატის გასულ სეზონში, მაჯომ ნეაპოლელთა მაისურით 22 მატჩი ჩაატარა.
+
ინტერი ლამელაზეც მაგრად ჩალიჩობს
https://www.google.com/#q=lamela&tbm=nws This post has been edited by l-e-v-a-n on 26 May 2014, 14:01
სიმბოლურია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება 9 აპრილს, ვინაიდან ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი. 9 აპრილის წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! გვფარავდეს ღმერთი!