2013/2014 სეზონის შეფასებაI ნაწილი , მოთამაშეები.მეკარეები:» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
1. David de Gea(23)- 52 თამაში, 1 ასისტი. შეფასება:
9. საშინელი სეზონის ერთ-ერთი ნათელი წერტილი, საკმაოდ კარგი 12/13-ის შემდეგ, ჩვენმა დათიკომ შესამჩნევი პროგრესი განიცადა და ვორლდ კლასის მეკარედ ჩამოყალიბდა, გუნდში კვლავ დაბრუნდა რწმენა რომ კარებში ტოპ კლასის მეკარეა და 2-3 თამაშში ერთხელ ისეთი სეივი იდება, გოლს რომ გირჩევნია. ნათელი მაგალითები:
1, 2, 3. ერთადერთი უხეში შეცდომა, სანდერლენდთან მახსენდება(სავარაუდოდ რაღაც მავიწყდება) მაგრამ შეცდომა ყველა მეკარეს მოსდის, დე ხეას დონეზე თამაში ყველას ნამდვილად არ შეუძლია. ფანებმაც და გუნდელებმაც დაუფასეს შრომა და წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
ვერდიქტი: მივცეთ რამდენსაც მოითხოვს და გავუფორმოთ მინიმუმ 5 წლიანი კონტრაქტი. 23 წლის ასაკში მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, ამის დაკარგვას აფხაზეთის დაკარგვა ჯობია.
13. Anders Lindegaard(30)- 3 თამაში, შეფასება
-. რაც ითამაშა, საკმაოდ კარგად ითამაშა, backup მეკარის კვალობაზე საკმაოდ საიმედოა, სხვა რავიცი რა ვთქვა, სისეს საკაიფო აუღო PL-ს თამაშში.
ვერდიქტი: სეზონის სტარტზე იყო ჭორები წასვლის შესახებ მაგრამ ბოლო დროს მსგავსი არაფერი დაწერილა, ტაკ შტო დავიტოვოთ.
33. Sam Johnstone(21) - 18 თამაში ჩემფიონშიფში, შეფასება
-. ინგლისის U16,U17,U18 და U20 ნაკრებების ძირითადი მეკარე, ლოუნზე როგორც ამბობენ ძალიან კარგი იყო, 4 MOTM დადო.
ვერდიქტი: რამდენიმე კვირის წინ ახალი 4 წლიანი კონტრაქტი გავუფორმეთ, შემდეგ სეზონში ისევ დავალოანოთ, ნამდვილად აქვს კარგი მეკარეობის პოტენციალი.
40. Ben Amos(24) - 9 თამაში ლიგ 1-ში, შეფასება
-. ოდნავი წარმოდგენაც არ მაქვს ლიგ 1-ში რა დონეზე ითამაშა და არც აქვს მნიშვნელობა, ფაქტია რომ ვერ გაამართლა იმედები, ბოლო სამ სეზონში სულ 4 თამაში ჩაატარა მანჩესტერში, ისიც ქარლინგზე.
ვერდიქტი: გავუშვათ, თვითონაც ცოდოა და ჩვენც არაფერს გვიკეთებს.
მეკარეების საბოლოო ვერდიქტი: ყველაფერი კარგადაა, დე ხეა ვორლდ კლას კიპერია, ლინდეგორი საიმედო ბექაფი, ჯონსტონიც კარგი ტალანტია.
Transfer Targets: არავინ.
მცველები:» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
2. Rafael(23) - 28 თამაში, 1 ასისტი. შეფასება: 6.5. რაფაელ "ხრუსტალ" და სილვა. რაც ითამაშა ნორმალურად ითამაშა, რამდენიმე კარგი თამაშიც ქონდა(WBA, ოლიმპიაკოსთან სახლში), სამწუხაროდ ისევ ძველმა პრობლემებმა გააწვალეს. მიკრო ტრამვები, საკუთარი სისულელით მიღებული ტრამვები, ვარჯიშზე მიღებული ტრამვები, მოკლედ ტრამვები. ერთადერთი Injury Free სეზონი 12/13 დადო, არადა როცა ჯანრმთელია უკონკურენციოდაა თავის პოზიციაზე. ვერდიქტი: სულ 23 წლისაა, კიდევ მინიმუმ 1 სეზონი უნდა ვაცალოთ, თან როცა ილეწება სამყაროს დასასრული არაა, ვალენსიას, სმოლინგს და ჯონსს შეუძლიათ მარჯვენას მცველად თამაში(ვალენსიას და სმოლინგს ცუდად) თუმცა თუ გააგრძელა გუნდის ექიმებთან დომინოს თამაში, პერმანენტული შემცვლელის ყიდვაზე უნდა დავიწყოთ ფიქრი.
3. Patrice Evra(32) - 45 თამაში, 3 გოლი, 7 ასისტი. შეფასება: 6.5. ევრას სეზონის შეფასება ყველაზე რთულია, ერთის მხრივ შეტევაში ყველა მცველს და თითქმის ყველა ნახევარმცველს ჯობდა, ბაიერნს უზევეს-უმნიშვნელოვანესი გოლი გაუტანა და ზოგადად შეტევაში ასაკი არ დატყობია, მეორეს მხრივ დაცვაში ამაზრზენი იყო და ვისაც არ დაეზარა ყველამ იხმარა, იმავე ბაიერნთან, ლივერპულთან და სიტისთან აშკარად ჩააგდო თამაშები და სრულიად დამსახურებული გინება ნარევი კრიტიკაც დაიმსახურა ვერდიქტი: გამიხარდება თუ გუნდი 2 წლიან კონტრაქტს შესთავაზებს და როტაციის მოთამაშედ დატოვებს, ნორვიჩებთან და ეგეთ გუნდებთან ჯერ კიდევ კარგია, შეტევაში კარგად ამწვავებს, ხარისხიან კროსებს დებს და დაცვაში ცუდად თამაში იმდენად არ ხვდება თვალს, თუ ძალიან უნდა წასვლა, არც ეგაა დიდი პრობლემა, შემცვლელი მაინც საყიდელი გვყავს და ბენჩზე ის უნიჭო დავსვათ.
4. Phil Jones(22) - 39 თამაში, 3 გოლი, 2 ასისტი. შეფასება: 7.5. მცველებიდან საუკეთესო იყო, განსაკუთრებით ცენტრში თამაშისას, სტანდარტებზე თამაში გამოასწორა, პერსონალურ მეურვეობაში ძალიან კარგი იყო, პოზიციის შერჩევა ჯერ კიდევ უჭირს. სეზონის განმავლობაში ცენტრალური მცველის, მარჯვენა მცველის და ჩამშლელის პოზიციებზე ითამაშა, ყველგან საკმაოდ ნორმალურია მაგრამ სამომავლოდ უკეთესი იქნება თუ მხოლოდ ნატურალურ პოზიციაზე ვათამაშებთ, ახალ ოშიზე მეტად, ახალი ვიდიჩი გვჭირდება. მთავარი მინუსი ზედმეტად აგრესიული თამაშია, ამ სეზონში ორჯერ მოახერხა უწყინარ სიტუაციაში ტრამვის მიღება, ისედაც საკმაოდ ტრამვირებადი მოთამაშიეა და ამისი უილიამ ვოლასობა არაფერში გვჭირდება, ტრაკი დააყენოს და ჯანრმთელობას მოუფრთხილდეს. ვერდიქტი: უნდა დავიტოვოთ და მომავალ წელსაც ძირითად ცენტრალურ მცველად ვათამაშოთ, რაც შეიძლება ნაკლები პოზიციის ცვლით.
5. Rio Ferdinand(35) - 23 თამაში, შეფასება: 5. აშკარა რეგრესი, ასაკის მატებასთან ერთად ფიზიკური მონაცემების კლება მოსალოდნელი იყო მაგრამ ერთ დროს ტოპ კლასის მცველს პოზიციის შერჩევა, თავით თამაში და გუნდელების დაზღვევაც თუ დაავიწყდებოდა ნამდვილად არ მეგონა, თავიდან ბოლომდე ცუდი სეზონი ქონდა, ოლიმპიაკოსთან და სიტისთან საერთოდ გულისამრევი იყო. ვერდიქტი: გასაშვებია, ძალიან მცირე ხელფასზე თუ დათანხმდა, ძველი დამსახურებების გამო შეიძლება 1 წლიანის მიცემა და 2-3 ჯერ შეცვლაზე თამაში, თუმცა თუ მოვიცილებთ უკეთესი იქნება, ისედაც კრიზისია გუნდში, პანსიონატობაღა გვაკლია.
6. Jonny Evans(26) - 25 თამაში, 1 გოლი. შეფასება: 6.5. საკმაოდ კარგი სეზონის სტარტი, გადაბმულად ჩატარებული რამდენიმე კარგი თამაში და მერე ისევ ტრამვა. ჯამში რაც ითამაშა საკმაოდ კარგად ითამაშა, ჯანმრთელი რომ ყოფილიყო, სავარაუდოდ სეზონის დიდ ნაწილს ძირითადში ჩაატარებდა, მაგრამ სრულიად ჩვენი დაცვისა არ იყოს, ესეც დაწყევლილია და სეზონში მინიმუმ 2-ჯერ ზიანდება. ვერდიქტი: დასატოვებელია, ჩვენი გაზრდილია, როგორც იქნა ნორმალურ დონეზე თამაში დაიწყო, ცენტრალური მცველებიდან საუკეთესო ბურთის კონტროლი და პასი აქვს, ბოლო დროს ისედაც საკმაოდ კარგია.
12. Chris Smalling(24) - 38 თამაში, 2 გოლი. შეფასება: 7. ნორმალური სეზონი, ცენტრში თამაშისას კარგი იყო, თავზე თითქმის არ აგებდა და კონცენტრაციის მხრივაც წინა წლებზე უკეთესად გამოიყურებოდა, მარჯვნივ თამაშისას საშუალოზე უარესი, სამწუხაროდ თამაშების დიდი ნაწილის ჩატარება სწორედ მარჯვნივ მოუწია და რა გასაკვირია რომ 2 მეტრიანი მუტრუკი ფლანგზე ვერ დარბოდა და კროსებს ვერ აკეთებდა. ვერდიქტი: უნდა დავიტოვოთ და თუ ძირითად ცენტრალურ მცველად არა, როტაციის ცენტრალურ მცველად მაინც გამოდგება.
15. Nemanja Vidić(32) - 34 თამაში, 2 გოლი. შეფასება: 6.5. რეგრესი ვიდაცამ განიცადა, თუმცა რიოსავით ამაზრზენი არ ყოფილა, საშუალო იყო რა, ვიდასთვის ცუდი მაგრამ, PL-სთვის საშუალო. უღიმღამო სეზონის ფონზე მაინც მოახერხა ერთი სუპერთამაშის დადება(ბაიერნთან სახლში), მნიშვნელოვან თამაშებში ბოლომდე იხარჯებოდა და ძველებურად ყველა თაქლში სულს და გულს დებდა, რამდენიმე მეორეხარისხოვან თამაშში აშკარად დაეტყო ჩემოდნებზე ჯდომა. ვერდიქტი: Nemanja, woah-oh, Nemanja, woah-oh. He comes from Serbia, He'll f**king murder ya. წარმატებები ინტერში.
28. Alexander Büttner(25) - 15 თამაში, 2 ასისტი. შეფასება: 5.5. ბიუტნერია რა, წინ ნორმალურია, პასს გააკეთებს, 1-2 კაცს მოატუებს, შეიძლება ნორმალური კროსიც გამოუვიდეს, დაცვაში ევრაზე ცუდია დაჟე, თან აშკარად ეტყობოდა პრაქტიკის არ ქონდა, ხელოვნური აფსაიდის შექმნისას უკან რჩებოდა, დაცვაში ჩამოსვლისას 30 წლის ბიძიები ასწრებდნენ და რამდენჯერმე ისე გაცდნენ, ალალად დავინტერესდი საერთოდ რანაირად მოხვდა ეს ფეხბურთელი მანჩესტერში თქო, მარა ბაიერნთან როგორღაც ნორმალური თამაში დადო და ბევრი არ გაუტრაკებია ბენჩზე რატომ ვზივარო. ვერდიქტი: ეგდოს რა, ჩვენი რა მიდის? 25 წლისაა, მინიმალურ ხელფასზეა, ტვინს არ ბურღავს, კარლინგებზე და ეგეთ ტურნირებზე ჭ კლასის გუნდებთან მასხრობს და ხანდახან გოლ/ასისტებიც უვარდება, თუ ძირითადში თამაში მოინდომა,3 ასოზე გავუშვათ ეგრევე.
38. Michael Keane(21) - 17 თამაში ჩემპიონშიფში, 3 გოლი. ინტერნეტს თუ დავუჯერებთ ბლექბერნში საკმაოდ კარგად ითამაშა, მარჯნივაც და ცენტრშიც. რეზერვის სტაფი ისედაც სულ ამის ქებაში იყო, ფერგისაც მაგრად მოსწონდა. ვერდიქტი: დროა ძირითად გუნდში გადმოვიყვანოთ და მცირე სათამაშო დრო მივცეთ.
დაცვის საბოლოო ვერდიქტი: 43 გაშვებული გოლი PL-ში, ერთი შეხედვით არაა კატასტროფა და თამაშების დიდ ნაწილში ნორმალურად იდგა დაცვა მაგრამ კარგ გამართულ შეტევბასთან 6-7 ჯერ ჩამოიშალნენ და საშინელი ანგარიშით წავაგეთ, ახალი სისხლია საჭირო. მარჯვნივ არაგვიშავს, რაფაელი თუ ჯანრმთელია ნორმალურია, ვალენსია და ჯონსიც არ იყვნენ ძალიან ცუდები, რეზერვიდან იანკოს ამოვიყვანთ და მაიკლ კინის მთავარი პოზიცია ისედაც მარჯვენა მცველია, ცენტრში 3 ნორმალური ვარიანტი გვყავს+კინსაც შეუძლია მანდ თამაში, 1-2 ცენტრალური მცველი არ იქნებოდა ურიგო. მარცხნივ აუცილებლად გვინდა 1 მოთამაშე.
Transfer Targets: Luke Shaw(18) - Southampton, Ezequiel Garay(27) - Benfica, Eliaquim Mangala(23) - Porto, Virgil van Dijk(22) - Celtic, Dejan Lovren(24) - Southampton, Sead Kolasinac(20) - FC Schalke 04, Steven Caulker(22) - Cardiff City.
ნახევარმცველები:» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
8. Juan Mata(26) - 15 თამაში, 6 გოლი, 4 ასისტი. შეფასება: 8. ნორმალურზე კარგი სეზონი, თავიდან ცოტა გაუჭირდა გუნდთან შეთამაშება და მოიესის რენესასნსის პერიოდის ტაქტიკაზე შეჩვევა, მაგრამ სეზონის ბოლოსკენ რამდენიმე ისეთი თამაში დადო, მომავალის იმედი რომ ჩაუსახა დეპრესიაში მყოფ ფანებს. ვერდიქტი: ნუ ყველაფერი მარტივადაა, რათქმაუნდა უნდა დარჩეს.
11. Ryan Giggs(40) - 22 თამაში, 3 ასისტი. შეფასება: 6. 40 წლის კაცის კვალობაზე სასწაულმოქმედია, რაიან გიგზის კვალობაზე გრძელი პასების გარდა ვერაფერს აკეთებდა და მგონი 1 ორთაბრძოლაც არ მოუგია ჩამშლელად მოთამაშე ფეხბურთელს. ნანიზე პასი მაინც ძალიან მაგარი იყო. ამხელა შეფასებას მხოლოდ იმიტომ ვაძლევ რომ კლევერლი, ფელაინი და კერიკი არ არის და საგოლე პასის გაკეთება ახსოვს როგორ ხდება. ვერდიქტი: ძმისცოლას ნამუსი როგორ მოვთხოვო მარა, იოტისოდენა მაინც თუ შერჩენია, ფეხბურთიდან თავისით წავა.
16. Michael Carrick(32) - 40 თამაში, 1 გოლი. შეფასება: 5.5. შემქმნელი ტიპის ცენტრალური ნახევარმცველი სეზონში რომ 1 საგოლე პასსაც ვერ დადებს, ეგ უკვე ბევრ რამეზე მიუთითებს, წინა სეზონის შემდეგ მიშას ასეთ საშინელ თამაშს ვერც კი წარმოვიდგენდი, ვერც პასებს აკეთებდა, აღარ ურტყავდა, ვერც ფლანგებს ტვირთავდა ძველებურად, საშინელი იყო მოკლედ. ვერდიქტი: 1 სეზონის გამო ჩამოწერა და გუნდიდან გაგდება ზედმეტი იქნება, თუმცა კერიკის შემცვლელი რომ საძებნელი გვყავს აშკარაა, როტაციის მოთამაშედ გამოდგება კიდევ 1-2 სეზონი.
17. Nani(27) - 15 თამაში, 1 გოლი. შეფასება: 5. ჯერ ხო მთელი სეზონი გაუცდა, მერე რაც ითამაშა არც იქ არ გაუთბია არაფერი, აშკარად ამოწურა საკუთარი თავი მანჩესტერში და ბოლო 2 სეზონს ან ლაზარეთში ატარებს ან ბენჩზე. სამწუხაროდ არც დარტყმები გამოსდიოდა და სეზონის ერთადერთი გოლი 1-1ზე დარჩენილმა გაიტანა ვერდიქტი: არ ღირს ის ხელფასი რასაც იღებს, თუ ვინმე მოგვაშორებს, მზით გაცვითოს.
18. Ashley Young(28) - 30 თამაში, 2 გოლი, 4 ასისტი. შეფასება: 4.5. რა შეიძლება ითქვას ეშლი იანგზე, რაც უკვე არ თქმულა ვლადიმერ პუტინზე? ვიღაცა უცხომ სტატისტიკას რომ შეხედოს, იფიქრებს საშუალო ოდნავ დაბალი დონის სეზონი ქონდა, ასე ძალიან რატომ სძულთ ემიუს ფანებსო, გოლებიც გაიტანა და ასისტებიც დადოო, მაგრამ ნურას უკაცრავად მეგობრებო, იანგზე არაპროდუქტიული მოთამაშე ძნელად თუ მოიძნება მთელს PL-ში, თავჩაღუნული კროსები, გაუთავებელი დაივინგი, დაცვის არსებობის არცოდნა, ელამძუძუებიანი ცოლი, 120 ათასი ფუნტი კვირაში. აი ეშლი იანგის მინუსების არასრული სია. ვერდიქტი: უფასოდაც რომ წაიყვანოს ვინმემ, ამისი ხელფასის მოცილება იმხელა პლიუსია, გვაწყობს.
23. Tom Cleverley(24) - 31 თამაში, 1 გოლი, 1 ასისტი. შეფასება: 5. უკან პასი, ამ ორი მარტივი სიტყვით სრულიად ავღწერთ ტომ კლვერლის 13/14 სეზონს. უკან პასი, უკან პასი, თავის აწევა, ვალენსიასთვის ხელით "აი იქ გაიქეცის" ნიშნება და უკან პასი, ტაბლოზე ახედვა, 0-1-ის დანახვა და უკან პასი. გასაგებია რომ მოიესის სქემაში ძირითადად ჩამშლელად თამაშობდა მაგრამ, მე მეგონა ჩამშლელ მხოლოდ მეტოქის შეტევების ჩაშლა ევალებოდა, ტომ კლევერლიმ ახალი გამოყენება უპოვა ამ პოზიციას. ვერდიქტი: 2015-მდე აქვს კონტრაქტი, თუ წაიყვანს ვინმე ერთი 5 ლიმონში გავატანოთ, თუ არადა 1 წელიც ავიტანოთ როგორმე.
24. Darren Fletcher(30) - 18 თამაში. შეფასება: 5. ნუ ოფიციალური ინვალიდია, რა უნდა მოთხოვო, იმ 18 თამაშში არაფერი გაუკეთებია, ბევრი არც გაუფუჭებია, რაღაცის შექმნას ცდილობდა, ეტყობა ახსოვდა რომ ერთ დროს კარგი ფეხბურთელი იყო, თუმცა არაფერი გამოუვიდა. ტეხავს ასე რომ გააწამეს ტრამვებმა, მეეჭვება მომავალში რამე ეშველოს. ვერდიქტი: 95 წლიდან მანჩესტერშია, ხელფასი ნორმალური აქვს, მეორე ჯგუფის ინვალიდია, მეცოდება გასაშვებად.
25. Antonio Valencia(28) - 44 თამაში, 4 გოლი, 6 ასისტი. შეფასება: 7. ნორმალური იყო, დაუღალავად დარბოდა, ბოლომდე თამაშობდა, დაცვაში კარგად ეხმარებოდა გუნდს, რამდენიმე ნორმალური ასისტიც დადო, კროსებში ასეთი ამაზრზენი რომ არ ყოფილიყო, უკეთეს შეფასებასაც იმსახურებდა, ცენტრალური ნახევარდაცვის ცუდი თამაში ყველაზე მეტად ამას დაეტყო და ისეთი რაღაცეების კეთება მოუწია, რაშიც არ იყო ძლიერი, 1-1ზე ხალხის ტყუება, შორი კროსები და ა.შ.ვერდიქტი: დასატოვებელია, 15-ში უმთავრდება კონტრაქტი და 2-3 წლის მიმატებაც არ იქნებოდა ურიგო.
26. Shinji Kagawa(25) - 30 თამაში, 4 ასისტი. შეფასება: 6.5. რამდენჯერაც კარგი თამაშს დადებდა, ეგრევე იბენჩებოდა და 1-2 კვირას სკამზე ატარებდა. ჯამში სეზონის ბოლო 5-6 კვირამდე, ბევრი არაფერი გაუკეთებია და რამდენიმე მხოლოდ მატას მოსვლის შემდეგ ითამაშა რამდენიმე კარგი თამაში, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მარცხნიდან უფრო მეტ მომენტს ქმნიდა ვიდრე ჩვეული "ათიანიდან" თუმცა მის მარცხნივ თამაშს სერიოზული მინუსიც ქონდა, ფიზიკური თვალსაზრისით. ვერდიქტი: როგორც თვითონ განაცხადა, არ უნდა გუნდიდან წასვლა, მეც ვერ ვხედავ გაყიდვის მიზეზს, მხოლოდ იმ შემთხვევაში გავუშვებდი თუ ამ გაშვებით როისის მოყვანის შანსები გაიზრდებოდა.
30. Wilfried Zaha(21) - 14 თამაში, 1 ასისტი. შეფასება: -. PL-დან გავარდნილ კარდიფშიც კი ძირითადში ვერ ხვდებოდა და როცა გამოდიოდა გუნდში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი იყო + ზემოდან 1 დადებითი სიტყვაც არ დაცდენიათ არც ოლეს და არც ემიუს მწვრთნელებს ვილფრედაზე. ეხლა კიდე გამოხტა და მოიესი არ მედობოდაო ამბობს, ოლე რო ენდო ხო ბებიამაგისამ მომენტი-მომენტზე შექმნა. ვერდიქტი: რავი დავალოანოთ ისევ, სხვა რა უნდა ვქნათ რო? გუნდისთვის მზად არ არის და ფულს იმდენს არავინ მოგვცემს რომ გვიღირდეს გაყიდვა.
31. Marouane Fellaini(26) - 22 თამაში, 1 ასისტი. შეფასება: 5.5. საერთოდ ვერაფერი გავუგე, ვერც ის რა პოზიციაზე თამაშობდა, ვერც ის რა ფუნქცია ქონდა დაკისრებული, თითქოს ჩამშლელი იყო და 1-2 თამაში იმენა კარგად აკავებდა მეტოქის შეტევებს, თავზე ყველაფერს იგებდა, თექლებს აკეთებდა, თავისი 5 მეტრიანი ფეხებით პასებს ჭრიდა და რამე, მაგრამ 5-6 დღეში იმავე პოზიციაზე მოთამაშე უბრალოდ თვალს ადევნებდა მეტოქის შემტევ ქმედებას. წინა მხოლოდ 1-ხელ ითამაშა გიგზის ხელში ისიც და არაუშავდა ფინიშინგის გარდა, აქვს თავისი პლიუსები 2 მეტრიანი ჟირაფი რომ დარბის მეტოქის საჯარიმოში და მინიმუმ 2 კაცი რომ დასდევს. ვერდიქტი: მხოლოდ მოიესის ხელში მოუწია თამაში და ბევრი გადავიხადეთ ძალიან, ეგრევე გაყიდვა ფეილი იქნება, 1 სეზონი უნდა ვაცალოთ და თუ ახალი მწვრთნელის ხელშიც ვერაფერი ქნა, ისევ მოიესს შევტენოთ ახალ კლუბში.
34. Tom Lawrence(20) - 27 თამაში ჩემფიონშიფში და ლიგ 1-ში, 5 გოლი, 4 ასისტი. შეფასება: - წარმოდგენა არ მაქვს როგორ ითამაშა, ჰალთან ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ არ იყო მზად PL-სთვის, ვაცალოთ ცოტა. ვერდიქტი: ლოანი ისევ
35. Jesse Lingard(21) - 29 თამაში ჩემფიონშიფში, 10 გოლი, 7 ასისტი. შეფასება: - სადაც კი ლოუნზე იყო ყველგან გაიტანა, პასები დადო და მწვრთნელების საყოველთაო შექება დაიმსახურა, ფერგიც სულ იმას ამბობდა 21-22 წლის ასაკში იქნება გუნდისთვის მზადო. ვერდიქტი: ბრაიტონი არ ჩანს PL-ში ამომსვლელი და თუ PL-ს კლუბი წაიყვანს, შეიძლება კიდევ 1 წლით განათხოვრება, თუ არადა დავიტოვოთ, ჩემფიონშიფის დონეს აშკარად გაცდა.
44. Adnan Januzaj(19) - 35 თამაში, 4 გოლი, 4 ასისტი. შეფასება: 7.5. ასაკის, გამოუცდელობის, მოიესის და მკვდარი ცენტრის გათვალისწინებით, რასაც ქვია კარგი იყო, თავისით ქმნიდა, სხვასაც უქმნიდა, არც კარისკენ დარტყმის ეშინოდა, რამდენიმე გამოცდილ მცველს შეაძულა თამაში, სანდერლენდთან მარტომ დადო 3 ქულა, ვილასთან 1 ისეთი ასისტი დადო, იანგის მთელ სეზონს რო გადაწონიდა, ფიზიკურად უნდა მოძლიერდეს, დაივერობას მოეშვას და კაცი არ იქნება მაგისი მჯობნი. ვერდიქტი: რა დიდი ვერდიქტი უნდა, მოვუფრთხილდეთ და ხელის გულზე ვატაროთ.
ნახევარდაცვის საბოლოო ვერდიქტი: ჩვენი ნახევარდაცვა ცხენი რომ იყოს, ტყვიის დახლას არ ვაკმარებდი, ზოოფილების ფერმაში ჩავაბარებდი ან ზეიკიძის კალბასში. სულ მინიმუმ 2 მოთამაშე გვჭირდება. ცენტრში. სასურველია 1 მაღალი დონის ვინგერიც ვიყიდოთ, მოკლედ იმ 200 მილიონის დახარჯვაა საჭირო. იანგი, ნანი და კლევერლი გასაშვებები არიან, გიგსს კარიერა აქვს დასასრულებელი.
Transfer Targets: Marco Reus(24) - Borussia Dortmund, William Carvalho(22) - Sporting, Enzo Pérez(27) - Benfica, Ivan Rakitic(26) - Sevilla, Toni Kroos(24) - Bayern Munich, Cesc Fàbregas(27) - Barcelona, Kevin Strootman(24) - Roma.
თავდასხმა:» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
10. Wayne Rooney(28) - 40 თამაში, 19 გოლი, 19 ასისტი. შეფასება: 8.5. დე ხეას გამოკლებით საუკეთესო იყო გუნდში, ყველაზე მეტი გაიტანა, ყველაზე მეტი პასი გააკეთა, ყველაზე მეტი მომენტი შეიქმნა თავისთვისაც და გუნდსაც ყველაზე მეტი შეუქმნა. სუფთა ცენტრფორვარდად თამაშისას 11 თამაშში, 8 გოლი კი გაიტანა მარა გიჟივით უკან გამორბოდა მაინც და ცენტრიდან იწყებდა შეტევებს, მოკლედ არაა ამის საქმე წინ თამაში, უკან თუ არ ირბინა და შავი საქმე არ აკეთა, ისე ბედნიერი არაა. მომავალი სეზონიდან სავარაუდოდ კაპიტანი გახდება, ნუ გამოცდილება კი აქვს, ბოლო-ბოლო 06/07 სეზონში აქვს მანჩესტერისთვის "ნაკაპიტნარი", იმედია ლიდერულ თვისებებსაც გამოავლენს და ტრაკის თამაშს მოეშვება. ვერდიქტი: ნუ მარტივადაა ყველაფერი, უნდა დარჩეს
14. Chicharito(25) - 35 თამაში, 9 გოლი, 4 ასისტი. შეფასება: 6.5. თამაშების 80% ბენჩზე დაიწყო და შეცვლაზე უწევდა 15-20 წუთის კვალობაზე, მიუხედავად ამისა მაინც საწყენია მხოლოდ 9 გოლის გატანა რომ შეძლო, მომენტებში ეტყობოდა რომ სათამაშო პრაქტიკა აკლდა, ისეთი მომენტები გაანიავა, თვალდახუჭული რომ გაიტანდა წინა წლებში. ვერდიქტი: ნუ გასაშვებად არ აქვს საქმე ნამდვილად, სულ 25 წლისაა და ბენჩიდან ჯერ რომ შემოდის მაინც გაქვს იმედი რომ რომელიმე კროსს ან "პრასტრელს" დააგვირგვინებს თავის სტილში, თუ ძალიან მოითხოვა გამიშვითო, გავუშვათ სხვა რა გზაა.
19. Danny Welbeck(23) - 36 თამაში, 10 გოლი, 3 ასისტი. შეფასება: 6.5. ძალიან უცნაური სეზონი ქონდა, ვინგზე დააყენებდი, თითქოს დარბოდა და ცდილობდა რაღაცას მარა რეალურად თუ რამეს ქმნიდა მაინც ფორვარდის პოზიციიაზე ქმნიდა, წინ დააყენებდი და 3 მომენტიდან 2-ს მაზავდა, ცუდი არც მარცხენა ვინგზე იყო, არც ფორვარდად მარა, არც დაუსხლავს დიდად. ვერდიქტი: დენიბოის ხელი, რამდენიმე პოზიციაზე თამაშობს, ფიზიკურად ძლიერია, ფინიშნგს რომ ისწავლის იმის იმედი აღარ მაქვს მარა გაყიდვა არ ღირს იმჰო.
20. Robin van Persie(30) - 28 თამაში, 18 გოლი, 4 ასისტი. შეფასება: 8. როცა თამაშობდა კარგი იყო, სამწუხაროდ ძალიან ცოტას თამაშობდა, ოლიმპიაკოსთან ძალიან მაგარი თამაში დადო, სეზონის სტარტზე ერთი 15 ქულა მოგვიტანა მაგისმა გოლებმა, რომ არ დალეწილიყო, ოთხეულს თუ არა, მეხუთეს მაინც დავდებდით, ეს რო დაილეწა რუნის გარდა გოლის გამტანი არ იყო გუნდში, იმედია ასაკი არ დაეტყობა და ჯანრმთელი იქნება შემდეგ სეზონში. ვერდიქტი: He's Robin van Persie, he scores when he wants. ვან პერსია რა, მარტივია, თუ ჯანმრთელია რასაც ქვია ტოპ კლასის ფორვარდია.
21. Ángelo Henríquez(20) - 22 თამაში სეგუნდა დივიზიონში, 2 გოლი, 1 ასისტი. შეფასება: -. წარმოდგენა არ მაქვს. ვერდიქტი: გაანათხოვრონ ისევ.
27. Federico Macheda(22) - 33 თამაში ჩემფიონშიფში, 13 გოლი, 3 ასისტი შეფასება: -. ბასტი გამოდგა ჩვენი ფედერიკო, არადა როგორ ვაქებდი თემაში თავის დროზე. ვერდიქტი: გასდის წელს კონტრაქტი, ჯანდაბაშიაც წასულა.
33, Nick Powell(20) - 41 თამაში ჩემფიონშიფში და ევროპა ლიგაზე, 13 გოლი, 3 ასისტი. შეფასება: -. რავიცი აქებენ უიგანში, მარა ფორვარდად ათამაშბეენ, ჩვენ კიდე ნახევარმცველად გვინდა ეგ. ვერდიქტი: სადმე ისეთ გუნდში გავუშვათ ცენტრში რომ ათამაშებენ, არაა დასაკარგი მოთამაშე მარა არც მანჩესტერის დონის ფორვარდი არაა.
34. Bebé(23) - 36 თამაში პორტუგალიაში და ევროპა ლიგაზე, 10 გოლი. შეფასება: -. რავიცი იმ პორტუგალიაში ვითომ გააქვს და რაღაცას ჯახირობს მარა მაგის მანჩესტერში დაბრუნება უბრალოდ სისულელეა. ვერდიქტი: რავი 1 წელი დარჩა კონტრაქტზე, იქნება მივყიდოთ ვინმეს კაპიკებში.
47, James Wilson(18) - 1 თამაში, 2 გოლი. შეფასება: -. ყველა ასაკობრივში ითამაშა და გაიტანა, ბოლოს ძირითადში ითამაშა და პირველივე თამაშში დუბლი დადო, აშკარად აქვს პოტენციალი, ვნახოთ რა გამოვა, წინასწარ შექებას არ დავიწყებ, არ დავთარსო. ვერდიქტი: არ ვიცი, რომ გავანათხოვროთ ძირითადში ვეღარ ვათამაშებთ ხოლმე, რეზერვში თამაში და კარლინგზე/ეფეი ქაფზე ძირითად გუნდში თამაში ჯობია ჩემი აზრით.
ნახევარდაცვის საბოლოო ვერდიქტი: ვან პერსის გარეშე ნორმალური თავდასხმაა თუ შეუქმენი მომენტი და ველბეკი არაა ფინიშინგზე დიდი ალბათობით გოლია, 4-მა კაცმა გაიტან 10+ გოლი, ვან პერსი თუ ჯანმრთელია იმენა ტოპ დონის თავდასხმა ხდება, ძლიერი ძირითადით, ძლიერი ბენჩით და მრავალფეროვანი ფორვარდებით. ამ ყველაფერს ზემოდან უილსონის ფაქტორიც ემატება რომელსაც შემდეგი მწვრთნელი აუცილებლად მისცემს შანსს, მოკლედ არ გვჭირდება ამ ეტაპზე თავდასხმის გაძლიერება.
Transfer Targets: არავინ
მცირე შეჯამება» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
სეზონის საუკეთესო XI: მოიესის მიერ ბევრჯერ გამოყენებული 4-4-2-ით.
დე ხეა, რაფაელი, ჯონსი, სმოლინგი, ევრა, ვალენსია, კერიკი, მატა, იანუზაი, რუნი, ვან პერსი.
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი: დე ხეა
სეზონის ყველაზე ცუდი ფეხბურთელი: იანგი
სეზონის საუკეთესო თამაშები: ოლიმპიაკოსთან სახლი, ჰალთან გასვლა, ნიუკასლთან გასვლა
სეზონის ყველაზე ცუდი თამაშები: ლივერპულთან სახლი, სიტისთან სახლი, სიტისთან გასვლა
სეზონის საუკეთესო გოლი: დემბა ბას გოლი ლივერპულის კარში
მოიესის საუკეთესო თამაში: სახლი ბაიერნთან
მოიესის ყველაზე ცუდი თამაში: სახლი ფულჰემთან
სეზონის საუკეთესო მომენტი: ევრას გოლი და ის ბედნიერების წუთნახევარი
სეზონის სულში ჩაფურთხება: მანძუკიჩის გოლი ევრას გოლიდან წუთნახევარში
მეორე ნაწილში მოიზიზე, ვუდვარდზე და სტაფზე დავწერ რო არ დამეზარება, მესამეში მომავალ მწვრთენზე(თუ ვან გაალი იქნა).
გრამატიკულ შეცდომებზე ნუ გამომეკიდებით, უაზროდ დიდი გამოვიდა ზომაში და ამის კიდე გადაკითხვა და გასწორება ძალიან მეზარებოდა