,,არც კი შეეხო ბურთს, თუ მეტოქე შენკენ არ მოიწევს" © გვარდიოლა (რა ქნას აბა? :| მივხდი (წაკითხვის შემდეგ ჩემივე ნაწერისა :|, ასეთმა ბურთი არც უნდა მიიღოს, არამედ ,,შორს გავიდეს" (თავისუფალი))
ტიკი-ტაკა რა არის
ხ.მ. ლილიო (ტიკი-ტაკა კონცეფციის პირველი პრაქტიკოსი 80-ინების მეორე ნახევრიდან, გვარდიოლას N1 დასაყრდენი

)
,,თუ არ აპირებ ,,რაიმეს გენერირებას" ბურთს არ შეეხო. შეეხე იმისთვის, რომ გადალახო დაცვითი ზღუდე (ან გადაჭრა ზონა). ყოველთვის იმისთვის, ვინც მესამე იქნება (კომბინაციისას) ან შეტევის განვითარების მომდევნო (მეორე) ვარიანტისთვის. ითამაშე ისე, რომ მაქსიმალურად განთავისუფლდეს შენგან ყველაზე შორს მყოფი (პოზიციურად). იმისთვის, რომ მოიპოვო უპირატესობა მომდევნო (უფრო წინამდებარე) ზონებში.
არასდროს შეეხო ბურთს ფლანგზე, თუ არ ამწვავებ" (აუ ბოლო მაგარია, პედრო-სანჩესი რომ ეხებიან და ეგრევე უკან აბრუნებენ

)
ისევ ლილიო:
,,ბარსა ყოველთვის ლამაზად თამაშს ცდილობდა, ამ ხაზს აერთიანებენ ლ. რუისი (ყველაზე პირველი კანტერა-ბურთით თამაშში ბარსაში, თეორეტიკოსი უფრო), მიხელსი, კოვაჩი (აიაქსის მწვრთნელი) და კრუიფი. მაგრამ ყველაზე მეტად, ვინც განავითარა გვარდიოლამდე ,,ბურთის ფლობის ფეხბურთი" არის
ვან გაალი, უყურებ მის 3-4-3-ს აიაქსში და ფიქრობ: ღმერთო ჩემო!" (ეგ 3-4-3 იყო აგებული კრუიფის აიაქსის მოდელზე, ვან გაალმა ერთი სეზონით ,,დათმო" თავისი 4-3-3 და კრუიფის ,,დასაფასებლად" ეგ გააკეთა, რამაც ყველაფერი მოაგებინა)
პერარნაუ (ჟურნალისტი, საფეხბურთო მწერალი, გვარდიოლას ძმადნაფიცი)
,,მამა მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს, ამ ფეხბურთის მამა კრუიფია" (წიგნიდან ,,Senda de Campeones"
ლილიოს გარდა ამ ხაზს ანვითარებდნენ (პირადად მათგან ისწავლა გვარდიოლამ)
ლავოლპე, მატურანა, ბიელსა
ამ ,,საფეხბურთო იდეასთან" (ბურთის ფლობა) დაახლოებული იყო ვენგერის არსენალი, 70-ის და 82-ის ბრაზილია, ტიგანა-ჟირესი-პლატინის საფრანგეთი და 50-იანების უნგრეთი, მაგრამ როგორც ცნობილი ბლოგი ,,Paradigma Guardiola"-ს შემქმნელი ამბობს ,,ისინი მწყობრად უტევდნენ და ცდილობდნენ ბურთის კონტროლს, მაგრამ არა როგორც ბარსა, რომელსაც სისტემამდე ყავს აყვანილი ,,ბურთის ფლობა".
ისინი (სხვები) თამაშობდნენ რომ ბურთს შეხებოდნენ (ითამაშე რომ ბურთს შეეხო), ბარსა კი ბურთს ეხება, რომ ითამაშოს (შეეხე ბურთს, რომ ითამაშო") ლილიო
,,ყველაფერი გაცილებით იოლია, თუ ბურთის ამომტანი (პირველი პასი) ამას მარტივად ახერხებს" (პიკე, ტერ შტეგენ

)
,,ყველაფერი (პასები) იმისთვის, რომ შექმნა უპირატესობები დაცვითი რედუტების უკან, იმისთვის რომ დაძლიო დაცვა"
ტორკემადა (კატ-ჟურნალისტი)
,,გოლი ეს მხოლოდ შედეგია თამაშის (გოლი შედეგია, როგორც ის იქმნება - მიზეზი" 
ტიკი–ტაკას უმთავრესი მოთხოვნები
1. იყონ მაქსიმალურად ბევრნი გახსნილნი, რომ თავი შესთავაზონ (პასისთვის)
2. გზა (სივრცე) უნდა გაეხსნათ (პასებით) მანერვრისთვის გარემარბებსა და ლატერალებს
3. ,,თავისუფალი კაცი" (რომელიც შეტევას დაასრულებს, იქამდე ცდილობს განთავისუფლდეს) – ფუნდამეტურია. ,,სამკუთხედები" (მესამე კაცი ყოველთვის უნდა მონაწილეობდეს) და რომბები (რაც მეტი ფეხბურთელი, მით უკეთესია, რთულია კომბინაცია ახლო მონაკვეთებზე)
4.
პასი არ კეთდება იმისთვის რომ უბრალოდ პასი გააკეთო, არამედ შეტევის წარმართვისთვის და სწორი მიმართულებით პასის გაკეთებისთვის" (ის რაც დავკარგეთ გვარდიოლას წასვლის შემდეგ)
5. პასები საჭიროა რომ ,,თავისუფალი კაცი" დარჩეს თავისუფალი ბოლო ქმედებისას. ბურთი უნდა გაათამაშო, რომ დაცვა აირიოს და სუსტი წერტილები დაინახო (და თუ უკვე აღარ ,,ამოდის დაცვა", გელოდება, რამდენიც გინდა ათამაშეო?

)
6. ,,მთავარი რასაც კრუიფი გვთხოვდა იყო ის, რომ ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღები გვქონოდა ,,ჩვენგან ყველაზე უფრო დაშორებულისკენ" - გვარდიოლას სიტყვები (სიტყვაზე რომარიოსთან მიმართებაში - ესეც წინაზე ჩემი პასუხი, თუ არ ამოდის, ვინმე ,,შორს უნდა გაიხსნას" (ისინი ხომ მჭიდროდ თამაშობენ, თავისუფალი ზონა ბურთი სადაც იმყოფება იმისგან შორს რჩება)
ეს ფეხბურთი (იდეა) იძლევა საშუალებას რომ გუნდი მთლიანად,
ცალკეული რგოლები, ბურთი და ინდივიდუალისტები ერთობლივად მოძრაობენ. ბურთის დაკარგვისას გუნდის განლაგება იმ მომენტში (დაკარგვის მომენტში) მეტოქეს აიძულებს შეტევა განავითაროს არა თავისი სურვილით, არამედ შენი განლაგების გათვალისწინებით - ეს უპირატესობაა. ,,პასაობით" გუნდი ერთობლივად ,,მოძრაობას" და იქმნის იმ განლაგებას, სადაც უკვე ბურთის დაკაგვა შედარებით უხიფათოა (მალევე იბრუნებ, რადგან აიძულებ შეტევა სცადონ ისე, შენ რომ გინდა - წინასწარ იცი საითაც დააპირებენ

, ,,მომდევნო ნაბიჯი" არამარტო შეტევაში გაქვს გათვლილი (მთავარი იდეა ბურთის ფლობისა) არამედ დაცვის დროსაც (როცა კარგავ, რა ადგილზე კარგავ და როგორი არჩევანი აქვს მეტოქეს შეგიტიოს იმ ადგილიდან)
ხავი
,,როცა პატარა ვიყავი მასწავლიდნენ: არა, არა, ამ ზონაში მთავარია ბურთი არ დაიკარგოს" (წიგნიდან Senda de Campeones)
ტორკემადა
,,პასის მიცემა დამოკიდებულია იმაზე, სად არის უფრო მეტი სივრცე: დაცვის უკან, თუ დაცვის (მცველების) წინ. რაღაც ადგილები ყოველთვის დაუცველია, შეტევა ამაზე უნდა იყოს დამოკიდებული" (ეს ალბათ პასუხია იმაზე ,,თუ ჩაჯდნენ, რა უნდა გააკეთო" :}) (წიგნიდან Fórmula Barça)
ლილიო
,,თუ ოთხ კაცს ამოაქვს ბურთი, რანაირად შევქმნა უპირატესობები? ფეხბურთელების უდიდესი ნაწილი ,,ხავის ადგილებზე" უნდა იყონ, ვიდრე ,,ბუსკეტსის", ეს აიძულებს მეტოქეს ,,გეთამაშოს (ამოვიდეს)"
- 2 ცენტრალური მცველი ძალიან დიდ მანძილზეა ერთმანეთისგან
- ან 2 ცენტრალური ცდილობს ,,სარისკოდ" ეთამაშოს ფორვარდს, რომ მან დააპრესინგოს, ამას ბურთის ,,ლავოლპისებურად" ამოტანა ქვია. თუ ორი აპრესინგებს, ნახევარმცველი (ბუსკეტსი ან ხავი) ,,ჩადის" რომ მეტი ვარიანტი მისცეს პასისას (ბუსკეტსი ჩადის ცენტრებთან, ხავი ჩადის ბუსკეტსის პოზიციაზე, ინიესტა ხავისაზე და ა.შ.)
- ლატერალები მოძრაობენ მეტოქის საყრდენების და ცენტრალური ნახევარმცველების მიხედვით, ოდნავ წინ უნდა იდგნენ, ვიდრე ისინი არიან (უპირატესობის შესაქმნელად შეტევისას)
- შემტევი ნახევარმცველი (ინიესტა სიტყვაზე) ყოველთვის ცდილობს მეტოქის დამცველების (დაცვითი ფეხბურთელის, არა მცველის) ზურგსუკან აღმოჩნდეს, ის
,,არ უშლის ხელს" სხვებს (ბუსკეტსი-ხავი-ცენტრ-მცველებს სიტყვაზე) ბურთის გათამაშებისას (ანუ არ ჩამოდის და თავს არ სთავაზობს) (ესეც დაკარგულია ამ ბარსაში, სხვა რამდენი კი ვხედავთ ზემოთ :|)
- გარემარბი მაქსიმალურად ცდილობს ,,გაწელოს", რადგან ეს იძლევა ,,კორიდორებს" (უფრო შიგნითა ზონებში ტოვებს სივრცეებს რომ ნახევარმცველი, ლატერალი და ა.შ. ,,შევიდეს" და პასი მიიღოს. ის რასაც გვარდიოლა კუენკათი აკეთებდა და ტელიო ამოსწია)
-
ბურთი არ მოძრაობს იმიტომ, რომ უბრალოდ იმოძრაოს, არამედ იმიტომ, რომ მეტოქის გუნდმა იმოძრაოს. მათი მჭიდროდ მოძრაობა (ერთმანეთთან ახლოს)-
,,სიმჭიდროვე" მომგებიანია გარემარბებისთვის თუ ლატერალებისთვის (გახსოვთ აბიდალი რომ რჩებოდა ხოლმე 1X1-ზე, ან მონტოია, 2 კლასიკოს მოგება შეეძლო მარტო მონტოიას, ალბას? ეჰ)
-
არასდროს გააკეთო ,,ზედმეტი პასი", არამედ მხოლოდ იმისთვის, რომ მეტოქის მცველი ,,მოჭრა". თუ უკან გელოდებიან, ფეხბურთელს ბურთი უნდა ეკავოს და წავიდეს მეტოქეზე (აიძულოს მოვარდნა)
(წიგნიდან Modelo de Juego del FC Barcelona)
მეტოქის ნახევარზე ბურთის სიახლოვეზე მაქსიმალურად ბევრი ფეხბურთელი, დაკარგვისას იქვე ბურთის ართმევა (რადგან მეტი ფეხბურთელი გვყავს) (ან მათი შეტევა გათვლილია რადგან მივარდებიან იქვე ჩვენები

), ბურთის ფლობით მეტოქის ,,განჭვრეტა" (დაცვაში ნაპრალის ძიება), ოღონდ ისე, რომ შენი განლაგება-პოზიციები იყოს მთავარი (არ დაგეკარგოს, არ აირიოს, როგორც ეს ალვეშზე ხდება ხოლმე (და მეტოქის დაცვით ნახევარმცველებზე მეტისმეტად წინ გარბის)
ტიკი-ტაკა რისთვის არის ფრაზაში: რომ წინასწარ გათვალო შეტევის შემდგომი (ეს არის KEY სიტყვა) შესაძლებელი ვარიანტი და ანალოგიურად (ავტომატურად) დაცვითი თამაშისას (მეტოქის შეტევის ვარიანტი)
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
აუ რამხელა გამოვიდა, ერთი ორ ფრაზას გავაბოლდებ პილპილის მოსაყრელადა