გასულ სეზონზე რა შეიძლება ითქვას:
პირველ რიგში დაბალ შეფასებას მივცემ მაცარის, თავის 5 მცველიან ტაქტიკას ვერ შეელია და ამას შეეწირა მთელი სეზონი. ყველა გუნდთან ერთნაირი ტაქტიკით თამაშობდა და თუ ვინმე მოწინააღმდეგე მწვრთნელი აზრზე იყო, ყველამ ამოუკეტა ზონები.
რანოკია საერთო ჯამში მომეწონა. ერთი მკაფიო შეცდომა მახსენდება, კლოზე რომ გაექცა და უშეცდომო მცველი კი საერთოდ არ მახსენდება

სტატისტიკურად ანდრეა ერთ-ერთი საუკეთესო მცველია სერია ა-ში და პრანდელი დიდ შეცდომას დაუშვებს მაგის მაგივრად პალეტას თუ წაიყვანს (იმ პალეტას პალასიომ, რომ ათრია მთელი თამაში და ბოლოს წითელიც აკიდა). ერთ-ერთი ხელშეუხებელი უნდა იყოს რანოკია, თუნდაც იმიტომ რომ პირველი ოთხი კაპიტანი წავიდა გუნდიდან და ანდრეა არის ერთადერთი ვინც იმსახურებს დღეს ინტერის კაპიტნობას.
მიუხედავად იმისა რომ ჯონათან-ნაგატომომ ბევრი გოლი გაიტანეს, მაინც გვიჭირს მაგ პოზიციებზე და ინსი ვერ გვიშველის. არასტაბილურები იყვნენ ორივე და დ'ამბროზიომაც ვერ გაამართლა. ამ უკანასკნელს პერეირა ჯობდა.
კამპანიარომ ისე დაიწყო სეზონი, ვიფიქრე გვეშველათქო, მაგრამ ტრავმის შემდეგ ვეღარ ჩადგა ფორმაში, ასაკიც აქვს და მაგის იმედად ვერ ვიქნებით.
როლანდომ ყველა გაგვაკვირვა, მაგრამ ცუდია რომ ნაკრების მწვრთნელმა არ წაიყვანა მსოფლიოზე.
ძანეტი, სამუელი, მილიტო, კამბიასო. ამათზე ვერაფერს დავწერ მადლობის გარდა. მაგრამ კამბიასო მინდოდა კიდევ ერთი სეზონი ყოფილიყო.
პალასიომ, როგორც სჩვევია კარგი სეზონი ჩაატარა, მაგრამ სეზონის მეორე ნახევარში ეტყობოდა რომ უჭირდა და მომდევნო სეზონში რატომღაც მგონია რომ ასე სტაბილურად ვეღარ ითამაშებს.
იკარდის დრო ჭირდება, კარგი მწვრთნელი და შეიძლება კარგი თავდამსხმელი დადგეს.
ალვარესი გუნდის საუკეთესო მეპასეა, მაგრამ ხანდახან ისეთ რამეს გააკეთებს ხოლმე...

არ მემეტება გასაშვებად მაინც.
გუარინს ბევრი კარგი სქილი აქვს, მაგრამ ვერ ვიყენებთ და მაცარი მაგის გამომყენებელი აწი აღარ არის, ჯობია გავყიდოთ კარგ ფასად და ვუჩინიჩებში არ გავცვალოთ!
რაც ინტერი მახსოვს, მემგონი ეხლა ყველაზე რთული სატრანსფერო ფანჯარა იქნება და გამოჩნდება რა შეუძლია ტოჰირს. რადგანაც ძალიან ბევრი ფეხბურთელი მიდის და დარჩენილ შემადგენლობას რომ გადავხედოთ, იმისგან გუნდი არ გამოვა. სახელფასო ფონდიც გამოთავისუფლდება და ვნახოთ...
სამწუხაროდ ბევრი ფეხბურთელის გაყიდვას გუნდი ვერ შეძლებს, იმიტომ რომ ისედაც ბევრი მიდის და შესაბამისად ბევრის დახარჯვა მოგვიწევს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მაინც გავიდეთ. ჩემი გათვლებით 30-40 მილიონი მაინც უნდა გამოიყოს ტრანსფერებისთვის. დაახლოებით ასეთი შემადგენლობისთვის:
გუარინი -> 20 მილიონი
ინსუა <- 4 მილიონი
გუსტავო <- 15 მილიონი
ობი მიკელი <- 8 მილიონი
სუარესი <- 8 მილიონი
ლამელა <- 15 მილიონი
ჩიჩარიტო <- 10 მილიონი
------------------------------------------- ჰანდანოვიჩი (კარიცო) -------------------------------------------------
------------------------------- რანოკია (კ) (როლანდო) ------- ჟუანი (ვიდიჩი) ---------------------------------
---- ჯონათანი (ინსი) --------------------------------------------------------------------- ინსუა (ნაგატომო) ---
------------------------------------------- გუსტავო (ობი მიკელი) ------------------------------------------------
------------------- ერნანესი (ტაიდერი) ------------------------ კოვაჩიჩი (სუარესი) ---------------------------
--- ლამელა (ბოტა) --------------------------------------------------------------------- პალასიო (ალვარესი) ---
--------------------------------------------- ჩიჩარიტო (იკარდი) --------------------------------------------------
+ ანდრეოლი, დ'ამბროზიო, კუზმანოვიჩი, მუდინგაი, ლონგო
ამდენს რომ არ მოიყვანენ ვიცი, მაგრამ შეიძლება ერთი-ორის გამოკლება და ახალგაზრდა ფეხბურთელით ჩანაცვლება.
წლებია უკვე ინტერის აკადემია კარგ შედეგს აჩვენებს, მაგრამ არავინ გამოგვიყენებია და ამასაც უნდა მიხედონ.