რომ გადაეკიდეთ ამ ტარან ფორვარდს, ვისი დათრევა შეიძლება ეგეთის? სოუ, გომისი, ადებაიორი? შევე### სამივეს.
ჩიჩარიტო თუ არ მირჩევნოდეს, ბოლო შეხების კაცია.
25 წლისაა, ასაკით მისაღებია, არც სატრანსფერო ფასი აქვს მაღალი.
რაც მთავარია, გამოცდილია!
ნაკრებში
matches: 59
goals: 35
ემიუში
games: 152
goals: 59
assists: 20
წელს ცოტა გაიტანა, მაგრამ, სამაგიეროდ ჩელსის, ნიუქასლის, ლივერპულის, სუონზის - კარები აიღო.
ბევრი კარგი გუნდისთვის აქვს გოლი გატანილი, თამაშის გამოცდილება აქვს როგორც ნაკრებში, ასევე ევროტურნირებზე, ჩემპიონთა ლიგაზე.
თუ იმის მიხედვით მსჯელობთ, რომ ძირითადის კაცი არ არის, რუნის და ვან პერსის ამოგდება რომ ძალიან რთულია, ეგეც უნდა გაითვალისწინოთ.
მოკლედ, არაფერი ჭირს დასაწუნი ჩიჩარიტოს. მითუმეტეს რომ, სუპერ ფორვარდს, წიპა: კავანი - ვერ ვიყიდით, არ იქნება ჩიჩა ამ ფასში ცუდი.
პალასიო, იკარდი, ჩიჩარიტო - თითო-თითომ 15-15 გოლი რომ დადონ სერიალში, სეზონში, მეტი კი არ გვინდა?

ჰო, იკარდის იმედი მაქვს მე. წელს ტრავმებმა ჩაუგდო სეზონი, ნუ ბოლოს უკვე მოუმატა და საკაიფო გოლებიც შეყარა, მაგრამ, რომ არა ტრამვები, გაცილებით მაგარ სეზონს დადებდა მაურო.
პს. ჩამშლელი ნახევარმცველი და ფლანგელიც საჭიროა.
როგორ მინდა ლუის-გუსტავო.