ბალოტელი ანტი-გმირი კოსტა რიკასთან უფრო იყო, ვიდრე ურუგვაისთან. ნაკრებთან, რომელმაც ვერ აჩვენა ჯგუფურ ეტაპზე რო ძლიერია, წააგო კოსტა რიკასთან და ერთი ფეხბურთელით მოუგო ინგლისს, არ უნდა ჩაუჯდე დაცვაში იმის იმედით რო წყნარ ფრეს გაუგორებ. პირველივე ტაიმში შეიძლებოდა მანდ საქმის მოთავება ერთი გოლის გატანით, მარა გოლის გასატანად იმ თამაშში არაფერი გაკეთებულა, ოდნავი სურვილიც კი არ ჩნდებოდა იმის რომ ერთი სერიოზული შეტევა მოემზადებინათ, აქცენტი იყო კონტრშეტევაზე და პირლოს ჯადოსნურ ფეხზე რო ერთი-ერთზე გაიყვანდა ვინმეს.
მთელი დრო დაცვაზე და საყრდენებზე ქონდა დახარჯული პრანდელის, რომლებსაც თავდაცვის დროს არ უთამაშიათ ცუდად პრინციპში რამდენიმე მომენტის გარდა, მარა ეს არანაირად არ ამართლებს ჩეზარეს.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ იმ ურუგვაისთან, ამ იტალიას ეგეთი ფარჩაკი ფეხბურთი არ უნდა ეთამაშა, დაცვაზე ორიენტირებული და ეხა 1/8 ფინალში ვიქნებოდით.
ასე რომ ამ ჩემპიონატის მთავარი ანტი-გმირი ჯერ პრანდელია, მერე მარკიზიო და მერე ბალოტელი და სხვები. არ ღირს სირაქლემას პოზაში ყოფნა და იმის პროპაგანდა რომ ნაკრები კაია, პროსტა ერთმა დამპალმა ვაშლა გააფუჭა მთელი გუნდი.
ჯერ რა კასანო ბიჭო? რა მიზეზით და მიზნით წაიყავანა ვერ ვხვდები, აი რა მომენტში უნდა დაჭირვებოდა მაგის გამოყვანა?
კოსტა-რიკასთან, როდესაც გუნდი ფეხზე ვერ იდგა და დასიცხულები დადიოდნენ იმის მაგივრად რო სწრაფი და ტექნიკური კაცი შემოეყვანა, შემოიყვანა ტიპი რომელიც ჩრდილშიც დასიცხულივით დადის.
ურუგვაისთან მაგის გამოჩენა კიდე ხო პიკი იყო ვაფშე, ველოდები ჩერჩის ყველაზე მეტად, რომელიც არც წამოუყენებია მგონი სკამიდან გასახურებლად.
და საერთოდ როდესაც ნაკრებს მიღმა რჩება როსი და ელ შაარავი, თუნდაც ახალ მოშუშებული ტრავმებით, იქ კასანოს წაყვანა არასერიოზული საქციელია.
ნუ რაც იყო იყო, ფაქტია რომ ნაკრებმა კიდევ ერთი ეპოქა გადააგორა. წავიდა პრანდელი და პირლო. მხოლოდ იმით ვიმშვიდებ თავს რომ გუნდში ვერატია, რომელსაც აქვს რაღაც ანდრეაპირლოსებური. მარა გუნდს ორმაგი შრომა მოუწევს ამ დანაკლისის ამოსაღებად რომელიც კარგი მწვრთნელის არ ყოლის პირობებში შეუძლებელია.
კაპელი ან კარლიტო ნაკრების მწვრთნელად, ყ,ლეზე მკიდია ალეგრი და ახალი თაობა...