იტალიის ნაკრებში გეები არიან
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა ალესანდრო ჩეკი პაონემ დაადასტურა ინფორმაცია, რომ იტალიის საფეხბურთო ნაკრებში სექსუალური უმცირესობის ფეხბურთელები არიან.
"სამწუხაროდ, მსოფლიოში ჰომოფობიაა განვითარებული - ყველას სურს, ძლიერი და აგრესიული მამაკაცურობა დაინახოს.
მაგრამ შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ გასახდელში ყველა ყველას ორიენტაციის საქმის კურსშია და ამას ჩვეულებრივად იღებს.
იტალიის გაფართოებულ შემადგენლობაში არიან გეები. სახელები არ მკითხოთ, რადგან არსებობს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კანონი. გარდა ამისა, ამას შეიძლება ცუდი ამბავი მოჰყვეს", - თქვა პაონემ.
მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
http://sportall.ge/fexburti/mundiali-2014/...eebi-arian.html