It wasn't me dude
მიდის ხო ვენგერი ბრაზილიაში? საფრანგეთის თამაშებს დაესწრება და როგრც ბოლო წლებში დასჩემდა არასწორ თარგეთინგს აწარმოებს და თითქმის დარწმუნებული ვარ რომ ქაღიმ ლუზერ ბენზემას მოგვგვრის გუნდში პირდაპირ ჯგუფური ეტაპის შემდეგ. (თუ რეალმა მართლა 40 ლიმონი ფუნტი არ დაადო. მგონი მაგათაც ზამენისთვის უნდათ ბენზემა).
რამდენი პოზიცია გვაქვს გუნდში გასაძლიერებელი რომ რეალურ ანგარიშგასაწევ ძალად ვიქცეთ
ფორვარდი - სასურველია ჟირუზე მაღალი კლასის და საერთოდაც ტოპ კლასის!
მარცხენა ვინგერი - პოდოლსკი მარტო შორიდან დასარტყმელი მომენტი რომ შეიქმნება მაშინ უნდა შეიყვანო სკამიდან და რომ დაარტყავს უკან გაიყვანო. სხვა რეალურად არც არავინ გვყავს ვინგერი. სანტი ცენტრში გაცილებით ეფექტურია და ამ რესურსს ფაქტიურად ვკარგავთ ვინგერის არ არსებობის გამო.
ჩამშლელი - არტეტა უნდა გადაჯდეს სკამზე და ფლამინიმ უნდა დაასრულოს სიცოცხლე სუიციდით.
მარცხენა მცველი - სათადარიგო. მონრეალი ძალიან დაბალი დონეა. უიგანის დაახლოებით. თუ სურვილი ექნება შეუძლია ბალახის მკრეჭავად დარჩეს კლუბში.
მარჯვენა მცველი - ძირითადის (გასაგებია რატომაც)
ცენტრალური მცველი - სათადარიგო. ვერმო რომც დარჩეს ფაქტიურად მთელი სეზონი სამი მცველის იმედზე ვართ. წელს გაგვიმართლა რომ სამიდან თითო იყო გატრავმული თორე მერე გენახათ 6-0-ები
მეკარე - სათადარიგო