ეგ ფაქტიურად მოუგვარებელი საკითხია
ერთადერთი, ევროკავშირმა და მათ შორის გერმანიამ შეზღუდოს ემიგრანტების შესვლა, რომ მომავალში მაინც შემცირდეს მათი ნაკადები, განსაკუთრებით აფრიკიდან, მარა ნაკლებად მოსალოდნელია და დიდად სიტუაციას ვერც შეცვლის გერმანიაში, თურქებს ისე აქვთ ფეხი მოკიდებული მანდ
აფრიკელები იმდენად არა.. თითო-ოროლაა ასაკობრივებშიც მგონი
თურქები ბევრნი არიან, მარა არაა ეგ იმდენად ნიჭიერი ერი ფეხბურთში, რომ როდესმე ამინდი შექმნან გერმანიაში
სხვა მხრივ კი, როგორ უნდა შეზღუდო, აქვს გერმანიის მოქალაქეობა, აქვს ნიჭი
რატომ არ უნდა დაუძახო, უბრალოდ არ გამოვა, გერმანიის მოქალაქე "გიუნდოგანი" გყავდეს, ასეთ დონეზე თამაშობდეს და ნაკრებში არ აიყვანო, რადგან თურქია, არ გამოვა
არც მე მინდა ეროვნული ნაკრებები ინტერნაციონალურ ნაკრებებად გადაიცნენ, მარა ეგ შეუქცევადი პროცესია
მიგრაცია, შერეული ქორწინებები.. მაგას ვერაფერი შეაჩერებს
რითია ჰოლტბი ბოატენგისგან განსხვავებული, რომ ერთმა ითამაშოს, მეორემ არა
ორივეს ერთი მშობელი უცხოელი ჰყავს, მეორე გერმანელი
უბრალოდ ის თეთრი და ქერაა და არ ჩანს ნახევრად უცხოელობა
ბოატენგზე კი ბევრს აქვს გართულება, არადა ცნობილი გერმანელი ფეხბურთელის შვილიშვილია მგონი
არც იმას ვეთანხმები, რომ სხვა ერის წარმომადგენელი ნაკლები მონდომებით თამაშობს ნაკრებში
რაღაც არ შემიმჩნევია მსგავსი ბოატენგისგან, ხედირასგან, პოდოლსკისგან
იოზილი თვითონ ტიპია ეგეთი, თურქეთის ნაკრებშიც ასე ირბენდა

მე ის უფრო მიმაჩნია მარაზმად და მაღიზიანებს, ეს ბოატენგები და იოზილები ჰიმნს რომ არ მღერიან ხოლმე
თუ თავისი სამშობლოს პატივისცემა უნდათ, აერჩიათ ის ქვეყანა და ნაკრები, თუ გერმანია აირჩიეს, კეთილი ინებონ და ჰიმნიც იმღერონ
ისე, მუსტაფი კი მღეროდა ჰიმნს

ჰიმნზე გამახსენდა, 2012 წლის ევროპაზე იტალიასთან წაგების მერე რომ უდუხობას აბრალებდნენ მარცხს, იტალიელები როგორ მღეროდნენ ჰიმნს, ჩვენები კიდე უმუღამოდო, მაგიტომ ვაგებთ ხოლმეო
ამ ჩემპიონატზე მგონი ყველა სხვა ნაკრები გაცილებით ომახიანად მღეროდა, ბრაზილიელები და იტალიელები, ან სხვა სამხრეთ ამერიკელები ლამის ნაკერავზე იხეოდნენ, გერმანელები კი წყანარად, ზოგი ვაფშე არ მღეროდა, მარა ჩემპიონები კი გავხდით
ანუ ეს რომ არაა გადამწყვეტი ფაქტორი, დამტკიცდა კიდევ ერთხელ
მოკლედ, არც მე მინდა გასაფრანგეთება, ზედმეტი ინტერნაციონალურობა
მაგრამ გამოსავალი მხოლოდ ერთია, ეთნიკურად გერმანელებმა აჯობონ ემიგრანტების შთამომავლებს
რუდიგერის გატანილი გოლიც გამიხარდება გერმანიის ნაკრების მაისურით
მარა იმედია რუდიგერებს გინტერები აჯობებენ
მთავარია, კაკაუსთანა ამბები არ უნდა მოხდეს
ან რაფაელზე რომ იყო ლაპარაკი
გინდაც პელე იყოს, ეგრე ხელოვნურად ნაკრების შევსება კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის