გვიანი შეფასება.
რამოსი - დიმარია საუკეთესო მოთამაშეები უდავოდ. ნუ სხვებიც, ვარანი, მარსელო, ისკო.
მაგრამ ბეილი! ჩემი ფავორიტი ფეხბურთელი, სუბიექტური ვარ შეიძლება. არ ჩაუტარებია მთლად კარგი თამაში, მაგრამ მაინც უკეთესი თამაში ჩაატარა ვიდრე რონალდომ.
მარტომ შექმნა მომენტი, დარტმა არ გამოსდიოდა მხოლოდ.
როგორც აქამდე ვთქვი სუბიექტური ვარ - მიმაჩნია რომ ბეილი უკეთესი ფეხბურთელია ვიდრე რონალდო, რონალდო უამრავ რეკორდს მოხსნის და გაიტანს. მაგრამ მნიშვნელოვან თამაშში მარტო შეუძლია ბეილს უფრო მოიგოს ვიდრე რონალდოს. ეს არაერთხელ გამოჩდა.
მარჯვენა ფეხს იყენებდა ხოლმე ბოლო სეზონში კარგად ტოტენჰემში, რა დაემართა ამ მხრივ არ ვიცი. გამოასწორებს ამასაც
თან კიდე ერთი მომენტი. რონალდო - ბეილი მაინც უშლიან ხელს ერთმანეთს.
კარლოს ტაქტიკაა ასეთი, ძაან ძლიერი და ცვალებადი. 4-4-3 თითქოს იოლი და გასაგები. რომელიც უცბათ გადაკეთდება 4-2-2-2 ად. ანუ მარცხნივ დიმარია, მარჯვნივ ბეილი. რონადლო, ბენზემა ფორვარდები.
ამ ტაქტიკაში დაცვაში ჩასვლა და ზონების დაკეტვა ბეილს უწევს, მიჯაჭვულია მარჯვენა ფლანგს. ფლანგელადაა შეზღუდული , ასეთი ფეხბურთელის ასე შეზღუდვა არ შეიძლება ასე ვფიქრობ.
რონალდო როცა არ იყო თავისუფლად რომ მოძრაობდა ყველგან და სხვა კეტავდა ზონებს. მაშინ ბევრად კარგი იყო. ბრავო კარლოს, კარგი ტაქტიკაა - ცვალებად დამაბნეველი - ოღონდ მოარხოს ისე რომ ბეილი კიდევ უკეთესად გამოიყენოს.
ბევრი ეძახის მორბენალი ცხენია, სირბილის მეტი არ შეუძლია არაფერი. მაგრამ ზუსტად იმიტომ რომ ასეთია, შეუძლია თავისი საჯარიმოდან წამოიღოს ბურთი და გაიტანოს, შორიდან უძლიერესი დარტმით გაიტანოს. ჯარიმა შეასრულოს ისე რომ ბურთმა საოცრად უცბათ მიმართულება შეიცვალოს. ამიტომაა განსაკუთრებული, რიბერის ადარებდნენ ამ ფეხბურთელს

რა რიბერი... სად ფლანგელი და სად ბეილი.
შეფასება ერთი ფეხბურთელის უფრო გამოვიდა ვიდრე გუნდის, მაგრამ რეალურად ამ მატჩი ვგულშემატკივრობდი რეალს, მიზეზი მგონი არაა რთული მისახვედრი და სხვა ბევრ თამაშშიც, მაგრამ მაინც ვერ ჩავითვლები რეალის გულშემატკივრად.