ხედირა მეც მგონია რომ წავა,როგორც ზემოთ დაწერეს.ზუსტად ჩელსი იქნება თუ არა ეგ არ ვიცი,მაგრამ წავა.
გააჩნია რა ტაქტიკა იქნება მომავალ წელს იმის მიხედვით იქნება ტრანსფერებიც.
რაც შეეხება იტურბეს რავიცი ზედმეტი მგონია იმ პონტში რომ ჩვენ ხესე გვყავს
იტურბე კიდევ შეიწოვს ხესეს დროს

არის ისკო რომელსაც შეუძლია თავისუფლად ფლანგზე თამაში ნუ მარცხნივ უკეთესია ვიდრე მარჯვნივ.
მე რაკიტიჩის იდეა იმიტომ მომწონს რომ აი არამგონია რა მაგან დაიწყოს იმაზე ტირილი რომ ძირითადი მინდაო.უნივერსალია და შეუძლია ნახევარდაცვაში ყველგან თამაში შეიზლება არაა მოწოდებით ჩამშლელი მაგრამ მაგ ჟილკით კარშიც იდგება,ეგეთი ხალხი საჭიროა სკამზე

რომელიც არ იქნება როგორც ძირითადის ფეხბურთელი,მაგრამ იქნება სუფთა 12 მოთამაშე.მემგონი არ იქნება ნაღდად ცუდი ვარიანტი
თან კარლოს როტაციის შემთხვევაში ხომ საერთოდ. კიდევ ერთხელ ვიტყვი წელს ლა ლიგის მოგებაში ეგ დაგვაკლდა არ გვეყო ძალები ყველა ტურნირზე.იქ ხესე გაიტრავმა იქ ბალე იყო ტრავმებში რონალდო და არ გვყავდა ვინმე ვინც შემოხტებოდა და გუნდს გაუძღვებოდა.
დაცვაში ყველაფერი არის იდეალურად,აქამდე თუ რამოსის დედის ტრაკის გინებაში ვიყავი და არ მეგონა თუ რამოსი პეპე საჩემპიონო თამაშს ითამაშებდნენ,გამაოცეს ბაიერნთან ის ითამაშეს რასაც ველოდებოდი არ წარმომედგინა ნაღდად ეგ. ნაჩო არის ვარანი არის,ვარანს თუ ტრავმებმა არ შეუშალა ხელი გაიზრდება მეტი სათამაშო დროით და კი დაჯდება ძირითადში ალბათ პეპეს მაგივრად.(ოღონდ შეიძლება ეს 1 წელიწადში მოხდეს ) ასაკიც ხელს უწყობს.ნაჩო ძალიან კარგი რამე გვყავს ყველგან ითამაშებს დაცვაში,მაგის გაშვებას აზრი არა აქვს იყოს არავის ხელს არ უშლის პირიქით გამოგვადგება
ილიარამენდის მიეცემა მეტი სათამაშო დრო და ეს სათამაშო დრო მიეცემა ზუსტად ალონსოს პოზიციაზე და არა მოდრიჩი ან დიმკას პოზიციაზე.უეჭველი უნდა მიეცეს მაგას მომავალი წელი,მერე თუ არ გამოდგა და არ გვიჭირს ხალხის გაშვება.ოდიუსას თქმის არ იყოს ჩისტა ალონსოს პოზიცია უკვე იკარგება ფეხბრუთში,წითელ წიგნშია შესაყვანი ასიერა.
დიმას რაც შეეხება კი ჩვენი კაცია და გიჟდება კიდევაც რეალზე,ფინალის მერე მაგას არ გაუშვებენ,მაგრამ შეიძლება მართლა თვითონ წავიდეს. აქ ცვეტში 50/50-ზეა.იტყვის დიმკა რა და როგორ უნდა.ალბათ შეუსრულებენ ყველა სურვილს.
ისკო იასნად რჩება და მეტი დროით პატარაა და მეორე წელი აქვს ამასაც როგორც ილარას დასამტკიცებელი.
მორატა იმ შემთხვევაში უნდა გაუშვან არენდით თუ მოიყვანენ ფორვარდს,და ანუ ბენზემა და სხვა ფორვარდმა გაინაწილონ დრო სადაც ალბათ ბენზემა იქნება ზამენა.
უკეთესი იქნება თუ ესპანეთში წავა ალვარო,ცოტა უნდა გამოასწოროს დარტყმა,დალშე დროის ამბავი მაგის ფორვარდობა.ეგეთი ჟილკით ბევრი არ დარბის 21 წლის ასაკში.