სესკია მთავარი თემა და ვაგრძელებ მე უსაქმური
საბოლოო დოსიე

ჰეიტერობის ნიშნები ვაი და შემენიშნება, ვაღიარებ, რადგანაც სესკი არის მხოლოდ მეორე ფეხბურთელი ჩემი ბარსას გულშემატკივრობის ისტორიაში, ვის წასვლას უდიდეს შვებად აღვიქვამ, შამპანურის გახსნას ცოტა დააკლდება (პირველი იყო
ზენდენი)
ამიტომ, რომ არ დამდონ ბრალი ,,ჩემი აზრის გატანაში" მოვიტან სპორტის გულშემატკივრების შეფასებას, ყოველი კონკრეტული თამაშის შემდეგ, მანდ არავის დაკარგვია არაფერი (ყველაზე ნაკლებად სამყაროში, მანდ დაკარგვია, თორემ მანდაც დაკარგვია კაცო), კარგს ყოველთვის მაღალ ქულებს უწერდნენ და ცუდს დაბალს

მაშ:
ფაბრეგასს ამ სეზონში 3 ტურნირზე დაეთვლება
13 მაგარი (ან ძალიან კარგი) თამაში (მხოლოდ ისინი იგულისხმება, სადაც ძირითადში ითამაშა და საკმაო დრო გაატარა, ასეთი იყო
41 თამაში)
- MVP არცერთხელ
- ამ 13 თამაშიდან მხოლოდ 2-ია მეორე წრის, ლევანტესთან მეორე წრის საწყის ტურებში და რაიოსთან თებერვალში
- 3-ჯერ ხავისთან დუეტში იყო კარგი (ინიესტას გარეშე), 3-ჯერაც ინიესტასთან პარტნიორობის დროს (ხავის გარეშე
- სეზონში 3 ,,ყველაზე ყველაზე ყველაზე" თამაშიდან
8.3 - ერთი მესის ადგილზე
8.2 - ერთი ინიესტას ადგილზე
8.1 - კიდევ ერთიც ინიესტას ადგილზე
-
ორჯერ უკან ხავი ყავდა, ერთხელ კი ხავის ადგილზე...სონგი (ხეტაფესთან) რომელიც (შავი კაცი) იყო FLOP N1
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ლევანტე
შეფასება: 8.2 (ტოპ-3)
პოზიცია: ინიესტას (ხავი იყო უკან თავის ადგილზე)
მალაგა
7.1 (ტოპ-3)
მესის ადგილზე
ვალენსია
7.4 (ტოპ-3)
ხავის (ინიესტა იყო უკან ხავი ადგილზე)
რაიო
6.9
ხავის (ინიესტას ადგილზე ხავი იყო)
სელტიკი
6.6
მესის ადგილზე
სელტა
7.5 (ტოპ-2)
ინიესტას (სონგი იყო ხავის ადგილზე)
ბეტისი
8.1 (ტოპ-2)
ინიესტას (ხავი თავის ადგილზე)
გრანადა
6.6
ხავის (ინიესტა იყო წინ)
ხეტაფე
7.1 (ტოპ-2)
მესის ადგილზე
ელჩე
7.1 (ტოპ-3)
მესის ადგილზე
ხეტაფე
8.3 (ტოპ-2)
მესის ადგილზე
ლევანტე
6.6
მესის ადგილზე
რაიო
7.7 (ტოპ-3)
ხავის (წინ ინიესტა)
საბოლოოდ:
ხავის ადგილზე პოზიციურად ან ხავის როლის შესრულება (,,პირველი პასის ცენტრალური ნახევარმცველი - ბუსკეტსის წინ მყოფი) -
17 თამაშიმესის ნაცვლად
9 ნომერზე - 13 თამაშიინიესტას ადგილზე პოზიციურად ან შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე -
11 თამაშიმესის პოზიციაზე 6 ძალიან კარგი თამაში
(13-დან = 46%)ხავის პოზიციაზე 4
(17-დან = 23.5%)ინიესტას პოზიციაზე 3
(11-დან = 27%)დასკვნა:
-
სესკი ყველაზე სუსტი იყო ხავის როლის შესრულების დროს, არადა ყველაზე ხშირად სწორედ ამ პოზიციაზე გამოიყენა ტატამყველაზე კარგი კი
9-იანის ადგილზე იყო, როცა ლეგენდა დადის, 9-იანზე ვერ თამაშობსო, ვაწვალებთო და ა.შ.- ხავისთან ერთად სეზონის ტოპ-3 თამაში ჰქონდა, რატომ არ შეუშალა მანდ ხელი?

- პირველ წრეში თუ უმეტეს შემთხვევაში წარმატებული იყო (და
უმეტეს შემთხვევაში 9-იანზე იყო),
რა მოხდა მეორე წრეში? ხავიმ დაუწყო ხელის შეშლა?- მეორე წრეში უფრო ნახევარმცველად ათამაშებდნენ და გუნდმა სულ უფრო მოუკლო, აჰა, ენდო ტატა (ჩემპიონობის თამაშშიც ხავი დასვა სკამზე), ააწყო მასზე (მეტი რაღა უნდა ააწყოს? სხვას უთხრას შენ არ ითამაშო, სესკმა ითამაშოსო?

) - მერე შედეგი? მერე თამაში? სად რა აჩვენა?
* უცნაურობა: - ,,ხუგონების" ტაქტიკა, როცა ბარსამ რამდენიმე თამაში აჩვენა ამ სეზონში თავისი საუკეთესო თამაშები, იყო სესკით ,,უკანა ნახევარმცველად", მაგრამ ყურადღება,
არა ხავის როლის...არამედ სონგის (ის რაც ტატას არ გააკეთებინეს, მას უნდოდა ბუსკეტსი-სონგი-სესკის ტრიოთი თამაში) - სესკი მუშაობდა ,,ზურგში" (მე კი ქებად ვიღვრებოდი) ხავი, ინიესტა და მესი კი თავის თამაშს ავლენდნენ
სესკი არცერთ თამაშში არ იყო კარგი, რაიმე მაგარი (მარტო მე ვუწონებდი მგონი ,,ზურგში შავ სამუშაოს" - მაგრამ გუნდს ეგ აშკარად ,,რგებდა"რომ დაიწყო 4-3-3 და ,,ხავის როლის მორგება" სესკზე, აი მანდ თამაში სრულიად მოისპო.
ასე რომ ვისაც ანალიზის უნარი აქვს, მეორედაც იფიქროს ,,ხავის მარტო სესკი თუ შეცვლის", რადგან ფაქტები ღაღადებენ, რომ ხავის
უფრო სერხი რობერტო შეცვლის (სესკს იმ 13 კარგი თამაშიდან 3 ქონდა მაშინ, როცა უკან სერხი რობერტო ყავდა ვიდრე გენიალური სესკი
ამაში არც ანალიზია საჭირო, ინგლისის წლებშიც, ის ყოველთვის იყო ,,მორბენალი" იგივე ,,ბოქს თუ ბოქს" ნახევარმცველი და არასდროს ხავის როლის შემსრულებელი (,,არქიტექტორი"), ან გვარდიოლა-ბუსკეტსისა (პირველი პასი)
გადავიმეორებ: ერთადერთი, სადაც სესკს გამოიყენებ, არის 9 ნომრის და მეორე თავდამსხმელის პოზიცია, სწორედ აქ იყენებს მას დელ ბოსკე (სულელი რომ გონია ზოგს)
შეგიძლია სცადო და ანდო ის როლი, რასაც სონგი ასრულებდა არსენალში: ბოქს თუ ბოქს, მუშა ნახევარმცველი, თეთრი კეიტა

(ტატამ ეს გააკეთა ,,ხუგონებით")
ან გარისკო და ანდო ინიესტას როლი, რათქმაუნდა ,,ტაქტიკის ცვლილებით", სადაც სესკი იქცევა ,,ფლეიმეიქერად" (ისე როგორც ვენგერი აკეთებდა და აქ არ გამოდის, თუმცა აბა ბიჭია ვენგერი და ეს მკვტარი ახლა აათამაშოს არსენალში, რატომ თქვა უარი გადაყვანაზე?)
მაგრამ სესკზე ვერასდროს ააგებ თამაშს, როგორც ააგეს ხავიზე, პირლოზე და ა.შ. - უბრალოდ არაა მაგ პროფილის და ბუნებაში არ არსებობს ეგეთი ფეხბურთელი-სესკი (ააგებ? ინგლისურ მოდელში კი ბატონო, ჯერარდი, ლამპარდი, იგივეს თამაშობდნენ ისინი, ასეთ შემთხვევაში შეგიძლია თამამად მოიყვანო ხავის შემცვლელად დემბელე და ა.შ.)
ტყუილად არ ,,ზრდიდა" გვარდიოლა 5 წელი ტიაგოს ,,ხავის შემცვლელად", მშვენივრად იცოდა, სესკი ამას ვერასდროს იზამდა, შეიძლება სულ ვარსკვლავები დაეწყვიტა, მაგრამ არა ,,ხავის როლის შესრულება"
ახლაც, თუ დატოვეს, არავინ მაგას ,,ხავის როლს არ მოარგებს", თუ გადავლენ სხვა ტაქტიკაზე, გავხდებით სიტყვაზე ესპანური არსენალი, კი ბატონო, ბუსკეტსი-სესკი-ინიესტას ტრიო და ვთამაშობთ ესპანური არსენალი
მაგრამ იმისთვისაც მზად იყავით, რომ ნებისმიერი ატლეტიკო საჯარიმოდან არ გამოგიშვებს და ესპანეთში ინგლისისგან განსხვავებით, სამწუხაროდ მხოლოდ 1 თასია
და ბოლოს, ყველაზე მთავარი: თქვენ ,,უხავობა" არ გიშველით, სესკი ყოველთვის (საწყისი 5 წელი მაინც) თამაშობდა ,,მარტო" ნახევარდაცვაში, 1 საყრდენი, 2 ფლანგის ფეხბურთელი და თვითონ: ყავდა 1 საყრდენი (ვიეირა, შემდეგ ჟ. სილვა, შემდეგ დენილსონი/ფლამინი, გამონაკლისი იყო მხოლოდ სონგი-დიაბი-სესკის ტრიო, სადაც არცერთი იყო ,,ხავი"
ასე რომ ჯერ ინიესტაც გაუშვით, ხავისთან ერთად და შემდეგ ,,გადააწყვეთ ბარსელონა" როცა ,,სესკზე ნახევარდაცვაში თამაშს აწყობ" მასთან მეორე ,,შემქმნელი" გამორიცხულია
მასკერანო-ბუსკეტსი-სესკი
ბუსკეტსი-სონგი-სესკი
ბუსკეტსი-ალონსო-სესკი
ბუსკეტსი-სერხი რობერტო-სესკი
ბუსკეტსი-ვიდალი-სესკი
ბუსკეტსი-პოგბა-სესკი
ესენია სესკის (შესაძლო, უფრო თეორიული, ვიდრე პრაქტიკულად წარსულში ვინმეს მიერ გამოყენებული - ანუ PLAN B არის, რადგან PLAN A არის 4-4-2) ,,სისტემები" (თუ სესკის ფანების აზრით, ის უცებ იქცევა 5 წლის წინანდელ იდეალურ ფორმაში მყოფ სესკთან, რაც მე არ მჯერა, რადგან რაც არ უნდა აბრალონ ,,სისტემებს", სესკი კარგადაც თამაშობდა ბარსაში, მაშინ რატომ არ უშლიდა ეგ ,,სისტემა" ხელს?
უბრალოდ აღიარეთ, რომ თვითონ სესკი არ ვარგა დღეს და ეს წლები და არა მის ირგვლივ ყველაფერი გაახილეთ ცოტა თვალები, რა უყვარს მაინც ზოგს ერთეული ადამიანი, გადაყვება თავს, ჩაყვება საფლავში როგორც დედა, მისი შვილი რომ ყოველთვის მართალია და უდანაშაულო
This post has been edited by უვიცი on 3 Jun 2014, 00:19