გაძეტაში იტალიური ფეხბურთის პრობლემები იწყებაო ბავშვებიდან

, ჰოდა 3 ,,ეტალონის" შედარება აქვთ, აიაქსი, ბარსა, ბავარია (საფეხბურთო სკოლები) - იმათი პრობლემები ,,ჩვენ" რა, მაგრამ მაინც საინტერესოა: იტალიაში ყველაზე ნაკლებია წილი იმ ფეხბურთელების გუნდში ყოფნის, რომელიც თვითონ აღზარდეს: საშუალოდ 8.4
თურქეთი, რუსეთი და პორტუგალია არიან სხვა აუტსაიდერები
ასევე ცუდი შედეგი: ინგლისი, რუმინეთი, კვიპროსი, ბელგია
ყველაზე მეტი ადგილ. კლუბის აღზრდილი თამაშობს: შვედეთის ჩემპიონატში, სლოვაკეთი, ფინეთი, ხორვატია და დანია
წამყვანი ქვეყნებიდან: საფრანგეთი, შემდეგ ესპანეთი, შემდეგ ჰოლანდია
(საქართველო ისევ არაა რუკაზე, ნეტავ როდის ჩაგვთვლიან ქვეყნად

)
საინტერესო ფაქტი:
აიაქსი: ჰოლანდიის ჩემპიონატში მოთამაშე 30% აიაქსის სკოლაში იყო
ბავარიაში: კარგად თუ არ სწავლობ სკოლაში, არ მოგცემენ უფლებას ივარჯიშო
ბარსაში: აკრძალულია ტატუ, სვირინგი, შეღებილი თმები, საყურეები, ამოჩაჩული ტანსაცმელი

. 15 წლამდეს აგენტი არ უნდა ყავდეს
მიზანი
აიაქსის: 2 წელში 3 ფეხბურთელი მოუმზადოს დიდ გუნდს
ბავარიის: იმ პოზიციის მაღალი დონის ფეხბურთელის მომზადება, რომელიც კლუბს სჭირდება კონკრეტულ მომენტში
ბარსას: დიდი გუნდი სრულად იყოს დაკომპლექტებული სკოლიდან აღზრდილების
როგორ არჩევენ
აიაქსი: ტექნიკა, სისწრაფე, ,,საფეხბურთო ინტელექტი", პიროვნული სიძლიერე
ბავარია: ,,საბაზისო ტექნიკა" და გუნდის ფილოსოფიასთან შეწყობა
ბარსა: ტექნიკა, სისწრაფე, მოედნის ხედვა და ,,თამაშის კითხვა"
სადაურელი ხარ ძმა
აიაქსში: 95% ჰოლანდიელი, 5% უცხოელი
ბავარიაში: 90% ბავარიელი, 5% დანარჩენი გერმანიიდან, 5% უცხოელი
ბარსაში: 70% კატალონელი, 20% ესპანელი, 10% უცხოელი
მწვრთნელების რაოდენობა
აიაქსი 13, ბავარია 26, ბარსა 36
ტაქტიკა
აიაქსი და ბარსა 4-3-3, ბავარია 4-4-2
ტაქტიკას ასწავლიან
აიაქსში: 12 წლიდან
ბავარიაში 11-დან
ბარსაში 8-დან
ბიუჯეტი
აიაქსში: 6 მლნ
ბავარიაში: 3
ბარსაში: 10
ვარჯიშები
აიაქსში: 3-ჯერ კვირაში (12 წლამდე) და 4-ჯერ კვირაში (13 წელი და უფროსები)
ბავარიაში: 4-ჯერ კვირაში (11 წლამდე) და 6-ჯერ კვირაში (11-ზე უფროსები)
ბარსაში: 3-ჯერ კვირაში (13 წლამდე) და 4-ჯერ კვირაში (14 წელი და მეტი)
ათლეტიზმზე მუშაობა (კუნთების დაყენება

)
აიაქსში: სავალდებულო არაა, მაქსიმუმ 30 წთ ამაზე ვარჯიში
ბავარიაში: 16 წლის შემდეგ
ბარსაში: 17 წლის შემდეგ
სკაუტები
აიაქსს ყავს სულ 55, აქედან 50 მუშაობს ჰოლანდიაში, 5 დანარჩენ მსოფლიოში
ბავარიას ყავს 25, აქედან 15 მუშაობს ბავარიაში, 10 დანარჩენ გერმანიაში
ბარსას ყავს 25, ყველა მუშაობს მსოფლიო მასშტაბით (კატალონია/ესპანეთი შედის თავისთავად

)
მიმაგრებული სურათი