ამ სესკზე ნამეტანი ჩავიხვიეთ მე და ერთმა, მაგრამ აი მაინც, კარგა ხანია მინდოდა მეთქვა ,,პოზიციაზე"
09-10 სეზონი იყო სესკის ორი ფენომენალური სეზონიდან ერთი და ბოლო სეზონიც, 36 თამაში, 19 გოლი, 17 საგოლელ პასი, პრემიერლიგის სიმბოლურში, ევროპული ჩემპიონატების სიმბოლურში (ESM)
რა პოზიციაზე იყო რეალურად? ქაღალდზე ძირითადად არსენალი თამაშობდა 4-2-3-1, სადაც სესკი იყო 10 ნომერი, თავდამსხმელის უკანა პოზიცია
რეალურად კი, არათუ 10 ნომერი, ხშირად ის იყო უფრო წინაც, ვიდრე 9 ნომერი, რომელიც უფრო ზურგში მოქმედებდა და სესკზე მიდიოდა მთელი თამაში, როგორც ბარსაში მესიზე მიდის
(იყოს მაინც, სესკის ბოლო 3 თამაში პრემიერში, საშუალო შეხების მიხედვით)
http://footballstats.telegraph.co.uk/Match...=23157&Tab=Teamhttp://footballstats.telegraph.co.uk/Match...=23150&Tab=Teamhttp://footballstats.telegraph.co.uk/Match...=23150&Tab=Teamანუ სესკის ,,წინ თამაში" ბარსას არ მოუგონია და მოგონება არის ზუსტად სესკის ,,უკან თამაში", უკან სესკი თამაშობდა თავისი კარიერის პირველ წლებში, სანამ პირველი ხარისხის ვარსკვლავი გახდებოდა
სესკს არავინ ათამაშებს ინიესტას პოზიციაზეც კი 2010-დან, ის ყოველთვის უფრო წინ იყო, ასე იყო 2010-ის მსოფლიო თასზე, ასე იყო 2012-ის ევროპის ჩემპიონატზე, სადაც სესკი სიმბოლურშიც შევიდა და...ფორვარდებში

სესკისთვის იდეალური ზუსტად ის პოზიციაა, სადაც ბარსა ახლა ცდილობდა ეთამაშებინა, 9 და 10 ნომრის პოზიციები და არა ხავის თუ ინიესტასი
ამას არამარტო ბარსა აკეთებდა, არამედ წარმატებულად აკეთებდა ესპანეთის ნაკრებიც და არსენალიც

ასე რომ მანდ პრობლემა არა პოზიცია, არამედ თვითონ ფეხბურთელია.
პ.ს. სესკის ,,ნანატრი პოზიციიდან" - თამაშის ამწყობისა, 8-9 წელია უკვე გასული, ვისაც სჯერა რომ კაცი დეკადის შემდეგ ხავიდ იქცევა და გუნდის დირიჟორი გახდება...კაი ბატონო, დატოვეთ და ააწყვეთ მასზე

მაგრამ რეალურად, ტიაგოს იაღლიში რომ არა, ხავი ინიესტას გარეშეც კი არ ააწყობდნენ სესკზე, არამედ ტიაგოზე (სესკი იქნებოდა წინ). ახლაც კი, უფრო სერხი რობერტოზე აეწყობა ნახევარდაცვა, ვიდრე სესკზე, რომელიც აღარ არის ცენტრალური ნახევარმცველი შეიძლება ითქვას, ისე როგორც ტურე აღარ არის საყრდენი. შეიცვალა ამ ორმა პროფილი და გათავდა

, კი ბატონო, გამოიყენებ როცა ,,დაგჭირდება", მაგრამ გუნდს როგორც ,,მოდელს" ვერ ააწყობ ტურე-საყრდენით და სესკი-დირიჟორით, არ ხდება ეს ახლანდელ ფეხბურთში, თუ არ ბრუნდები დეკადით უკან.
მესის რატომ ყიდდნენ? სესკს უპირებდნენ მანდ. ტყუილი ამბავია, სესკზე არასდროს აეწყობა არსად თამაში როგორც ,,თამაშის დირიჟორზე", არსად, არც ჩელსიში, არც სიტიში, არც მანჩესტერში, იქნებ 10 ნომერი, ის ფეხბურთელი, რაც მესია ჩვენთან. არა ინიესტა, რომელიც ხშირად უფრო უკან არის, არამედ უფრო წინ. წერტილი დავსვი სესკზე, როგორც პიკეს მივუღძვენი პოემები 2011 იყო თუ 12, მაგის შემდეგ ფეხზე მკიდია, ისე აღარ მანაღვლებს უკვე სესკი, ითამაშებს, შევაქებ, არა, ვაგინებ, ზოგადად - აბრევიატურა: YLEA
This post has been edited by უვიცი on 1 Jun 2014, 15:22